„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1933
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 19/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 100.030.010.05.001.003.693
  • Word
1933
03/11/2009
სსმ, 35, 19/11/2009
100.030.010.05.001.003.693
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო

ამ კანონით განსაზღვრული არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულებას უზრუნველყოფენ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროები (შემდგომში – პრობაციის ბიუროები).

    მუხლი 4. პრობაციის ეროვნული სააგენტო

1. პრობაციის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი (შემდგომში – სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი).

2. პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.

3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით.

4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით.

5. პრობაციის ეროვნული სააგენტო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან.

6. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსი (შემდგომში – პრობაციის ბიუროს უფროსი).“.

3. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები

1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, სააგენტოს სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს.

2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

    მუხლი 7. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნები

პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნებია: სასჯელის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია (მისი საზოგადოებაში ინტეგრაცია).“.

4. II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი II

პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის სამართლებრივი სტატუსი, მისი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები

    მუხლი 8. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის სამართლებრივი სტატუსი

1. სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისას პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ხელისუფლების წარმომადგენელია და მისი კანონიერი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა.

2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის უკანონო მოქმედებით გამოწვეული ზარალი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 9. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები

1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელს ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. პრობაციის ოფიცერს სახელმწიფოს ხარჯზე შეიძლება მიეცეს დადგენილი ნიმუშის ფორმის სამსახურებრივი ტანსაცმელი, რომელსაც აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდების ამსახველი ნიშნები.

4. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, შეინახოს და ატაროს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თავდაცვის სხვა სპეციალური საშუალებები, რომელთა ნუსხას, შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.“.

5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებული, მისი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულია დაემორჩილოს სასჯელის მოხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები, არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია პრობაციის ბიუროს უფროსის ნებართვის გარეშე.“.

6. მე-12 და მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. დადგენილი რეჟიმის დარღვევა მსჯავრდებულის მიერ

1. პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმი მოიცავს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას, ასევე შესაძლოა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულებას.

2. თუ მსჯავრდებულის გამოცხადების დრო ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეს, იგი ვალდებულია გამოცხადდეს მომდევნო სამუშაო დღეს, რის შესახებაც კეთდება სათანადო ჩანაწერი.

3. თუ პირობითი მსჯავრის ვადის დასრულება ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს, რის თაობაზედაც ეძლევა ცნობა გათავისუფლების შესახებ.

4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით მსჯავრდებულს შესაძლებელია შეუმსუბუქდეს დადგენილი რეჟიმი, რაც გულისხმობს პრობაციის ბიუროში ორ კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას, ხოლო ამ კანონით დადგენილი წესით – თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას.

5. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი).

6. მსჯავრდებული უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს იგი პრობაციის ბიუროს უფროსთან, რომელიც საკითხს იხილავს და წყვეტს 15 სამუშაო დღის ვადაში.

7. მსჯავრდებული ვალდებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცნობიდან 30 დღის ვადაში გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ჯარიმა.

8. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დადგენილი რეჟიმის დარღვევა მსჯავრდებულის მიერ, –

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

დადგენილი რეჟიმის მესამედ დარღვევა მსჯავრდებულის მიერ გამოიწვევს მის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, რაც ასევე შეიძლება გახდეს პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი.

9. ჯარიმის გადახდის ვალდებულებასთან ერთად მსჯავრდებულს შესაძლებელია შეეცვალოს და დაუმძიმდეს დადგენილი რეჟიმი.

    მუხლი 13. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება და დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი

1.  მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იმავდროულად არის საჯარიმო ქვითარი, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნების შესახებ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ამ კანონის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება; ოქმის გასაჩივრების წესი და ვადა; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

4. ჯარიმის გადახდის იძულებით აღსრულება ხდება ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რის თაობაზედაც დადგენილებას გამოსცემს და ჯარიმის გადახდის იძულებით აღსასრულებლად მიქცევას ახორციელებს შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი.

5. ჯარიმის გადახდის იძულებით აღსრულებას პრობაციის ბიუროს უფროსის დადგენილების საფუძველზე ახორციელებს აღმასრულებელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

7. მე-14 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე მსჯავრდებულის წერილობით განცხადებას პრობაციის ოფიცრის შუამდგომლობით განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით.

2. პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით, პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით განცხადებას პრობაციის ბიუროს უფროსი განიხილავს დაჩქარებული წესით 2 სამუშაო დღის ვადაში, მსჯავრდებულის მიერ დაჩქარებული მომსახურების საფასურის – 200 ლარის პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხვის საფუძველზე. საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე მსჯავრდებულისათვის უარის თქმის შემთხვევაში დაჩქარებული მომსახურების საფასური არ ბრუნდება.“;

გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მსჯავრდებულს საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში ეკისრება საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურის გადახდა შემდეგი ოდენობით:

ა) ერთ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 600 ლარი;

ბ) ერთიდან სამ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 1200 ლარი;

გ) სამიდან ექვს თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2000 ლარი;

დ) ექვსიდან ცხრა თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2700 ლარი;

ე) ცხრიდან თორმეტ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 3400 ლარი.

4. მსჯავრდებულის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მის მიერ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე საფასურის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენისთანავე, პრობაციის ბიუროს უფროსი გასცემს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვას.“;

დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ მუხლით დადგენილი წესით მსჯავრდებულის საზღვარგარეთ ყოფნისას შესაძლებელია გაგრძელდეს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის ვადა, თუ პრობაციის ბიუროში წარდგენილი იქნება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფა-სურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მსჯავრდებულის პირადი ნომრისა და დანიშნულების მითითებით.“;

ე) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

     „მუხლი 141. მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების პირობები

1. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას მსჯავრდებულს შეიძლება დაუწესდეს შეღავათი პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე, რაც გულისხმობს მსჯავრდებულის გათავისუფლებას პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან და მისი ყოფაქცევის კონტროლს პრობაციის ოფიცრის გამოცხადებით მსჯავრდებულის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, დადგენილი რეჟიმის შესაბამისად.

2. პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების თაობაზე განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით.

3. პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით, პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

4. პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების საფასური არის თვეში 250 ლარი, რომელიც ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე; შესაძლებელია მსჯავრდებულის მიერ რამდენიმე თვის საფასურის წინასწარ გადახდა.

5. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, მსჯავრდებულის განცხადებით, მას შეიძლება დაუწესდეს პრობაციის ბიუროში არა უმეტეს თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი საფასურის გადახდის შემდეგ.

6. მსჯავრდებულის განცხადების განხილვაზე ვრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა.

7. პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის არა უმეტეს თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულების დაწესების საფასური არის 400 ლარი, რომელიც ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე.“.

9. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურისა და ჯარიმის გადახდის წესი და პირობები

1. მსჯავრდებული საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურსა და ჯარიმას იხდის კანონით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში.

2. არასრულწლოვნები, აგრეთვე ის მსჯავრდებულები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე, გათავისუფლებული არიან ამ კანონის მე-12, მე-13 და მე-14 მუხლებით დადგენილი საფასურისა და ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან.

3. საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასური ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე.

4. საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ან გადაკვეთის მცდელობის შემთხვევაში სასაზღვრო გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვის საზედამხედველოდ გამოყოფილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია დააკავოს მსჯავრდებული და ეს დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.

5. პრობაციის ეროვნული სააგენტო ვალდებულია შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში დაუყოვნებლივ მიავლინოს უახლოესი პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი და მიაწოდოს მას სათანადო ინფორმაცია. პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში, შეადგინოს და მსჯავრდებულს გადასცეს სათანადო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზედაც მსჯავრდებულს ეკისრება ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულება.

6. მსჯავრდებულის მიერ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ან გადაკვეთის მცდელობა გამოიწვევს მსჯავრდებულის დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით ან/და ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.“.

10. მე-16 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული მასალები საიდუმლოა და მათი გაცნობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

11. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. მე-18 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ეგზავნება დაუყოვნებლივ, ამ აქტის ძალაში შესვლისთანავე.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიერ მიღებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყებისა და დამთავრების შესახებ წერილობით, 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს აქტის მიმღებ სასამართლოს.

4. თუ მსჯავრდებული არ ცხოვრობს სასამართლოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტში მითითებულ მისამართზე ან ცხოვრობს ამ მისამართზე, მაგრამ თავს არიდებს პრობაციის ბიუროში გამოცხადებას, პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად უგზავნის აქტის მიმღებ სასამართლოს.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მსჯავრდებული ვალდებულია აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 15 დღისა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყების, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებით თავის უფლებამოვალეობათა გაცნობისა და პრობაციის ბიუროს მიერ მის მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით. პრობაციის ბიუროში გამოცხადებულ მსჯავრდებულს პრობაციის ოფიცერი აცნობს მის უფლება-მოვალეობებს და მათი შეუსრულებლობის შესაძლო შედეგებს, რის შესახებაც ადგენს სათანადო ოქმს.“.

13. მე-20 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ცნობები მსჯავრდებულის (იურიდიული პირის) მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ;“.

14. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით წარდგინებით მიმართავს სასამართლოს.“.

15. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 24. სამართლებრივი აქტების აღსრულებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა და ინფორმაცია სამართლებრივი აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ

1. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებაზე კანონით დადგენილ სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტო.

2. პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნულ სააგენტოს პერიოდულად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს სტატისტიკურ ინფორმაციას, ანგარიშს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.“.

16. მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება აგრეთვე განახორციელოს სოციალურმა დაწესებულებამ, სოციალურმა მუშაკმა ან შესაბამისი განათლების მქონე ცალკეულმა პირმა.“.

17. 43-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

18. 44-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ამ კანონის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, თუ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იყო ადმინისტრაციული პატიმრობა;“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახური.

2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის უფლებამონაცვლე.

3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

4. საქართველოს მთავრობამ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით უზრუნველყოს:

ა) სათანადო ცვლილებების განხორციელება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულებაში;

ბ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსათვის;

გ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსათვის.

5. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცება;

ბ) პრობაციის ოფიცრის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცება;

გ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

6. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ ამ კანონის მიღებისთანავე უზრუნველყოს მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ლიკვიდაციისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება და ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა.

    მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი              

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 3 ნოემბერი.

№1933–IIს