„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 954-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 070030000.05.001.018480
954-IIს
01/06/2017
ვებგვერდი, 20/06/2017
070030000.05.001.018480
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების და სასჯელის დანიშვნისას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებას უზრუნველყოფს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – პრობაციის ეროვნული სააგენტო) თავისი ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიუროები) მეშვეობით.“.

3. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებას უზრუნველყოფს პრობაციის ოფიცერი.“.

5. 7მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 9მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის მსჯავრდებულის დაჯარიმების წესი, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა და პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების პირობები“.

8. მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მსჯავრდებული უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს იგი პრობაციის ბიუროს უფროსთან. პრობაციის ბიუროს უფროსი საკითხს განიხილავს და წყვეტს 15 სამუშაო დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის გასაჩივრება ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე აჩერებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ვადის დინებას.“.

9. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი დარღვევის გამოვლენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“;

 ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. პრობაციის ბიუროს უფროსი საჯარიმო ქვითრის საფუძველზე, ჯარიმის გადახდის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 7 დღის განმავლობაში, შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის გამოცემით ახორციელებს ჯარიმის გადახდის იძულებით აღსასრულებლად მიქცევას.“.

 10. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 14. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა 

1. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვას პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე გასცემს და აუქმებს პრობაციის ბიუროს უფროსი.

2. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემის, მისი ვადის გაგრძელების და ნებართვის გაუქმების კრიტერიუმები, წესები და სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით.

3. მსჯავრდებულს საზღვარგარეთ გამგზავრებისას ეკისრება მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურის გადახდა შემდეგი ოდენობით:

ა) ერთ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 600 ლარი;

ბ) ერთიდან სამ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 1200 ლარი;

გ) სამიდან ექვს თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2000 ლარი;

დ) ექვსიდან ცხრა თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2700 ლარი;

ე) ცხრიდან თორმეტ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 3400 ლარი.

4. საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე განცხადების დაჩქარებული წესით, 2 სამუშაო დღის ვადაში განხილვისათვის დაწესებულია დაჩქარებული მომსახურების საფასური 200 ლარის ოდენობით. ეს საფასური პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება. მსჯავრდებულისათვის საზღვარგარეთ გამგზავრებაზე უარის თქმის შემთხვევაში დაჩქარებული მომსახურების საფასური არ ბრუნდება.

5. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაუქმების შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი საფასური არ ბრუნდება.

6. საქართველოს სახელით ოფიციალურ, საერთაშორისო კულტურულ, სპორტულ, პროფესიულ და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებებში მსჯავრდებულის მონაწილეობის ან/და მისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების საზღვარგარეთ გაწევის საჭიროების შემთხვევაში, რაც დასტურდება კომპეტენტური პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით, მსჯავრდებული პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება გათავისუფლდეს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი საფასურების გადახდის ვალდებულებისაგან.

7. თუ მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებული საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, იგი ვალდებულია დადგენილი რეჟიმის დაცვით გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში.“.

11. მე-15 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მსჯავრდებულის მიერ მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ან მისი გადაკვეთის მცდელობა გამოიწვევს მსჯავრდებულის დაჯარიმებას:

ა) პირველ შემთხვევაში – 500 ლარის ოდენობით;

ბ) პირველი შემთხვევიდან ერთი წლის განმავლობაში განმეორებით (მეორედ ან მეტჯერ) ჩადენისას – 1000 ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“–„თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი წარდგინებით სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველია.“.

12. 161 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პრობაციის ოფიცრის თვითაცილება და აცილება“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პრობაციის ოფიცერმა მსჯავრდებულის მიმართ არ შეიძლება აწარმოოს სააღსრულებო საქმე, თუ ის:

ა) მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობდა დაზარალებულის სტატუსით;

ბ) მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, მოწმედ, ექსპერტად, თარჯიმნად, კანონიერ წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად;

გ) მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის, ანდა დაზარალებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ნათესავია;

დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია სააღსრულებო საქმის წარმოების შედეგით, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც მის მიუკერძოებლობას საეჭვოს ხდის.“;

გ) მე-3–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის გამოვლენისთანავე პრობაციის ოფიცერი ვალდებულია თვითაცილების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს პრობაციის ბიუროს უფროსს, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იხილავს აღნიშნულ მოთხოვნას და იღებს გადაწყვეტილებას თვითაცილების მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4. სააღსრულებო საქმის წარმოების მიმდინარეობისას მსჯავრდებულს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას პრობაციის ოფიცრის აცილების მოთხოვნით მიმართოს პრობაციის ბიუროს უფროსს, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნას განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

5. პრობაციის ოფიცრის თვითაცილების/აცილების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

6. პრობაციის ოფიცრის თვითაცილების/აცილების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება საჩივრდება პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირისთვის გაცნობიდან 5 დღის ვადაში.“.

13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

„მუხლი 171. სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში დოკუმენტის გაგზავნისა და ჩაბარების წესი

1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო ამ კანონით გათვალისწინებულ შეტყობინებას, გაფრთხილებას, საჯარიმო ქვითარს, გადაწყვეტილებას და სხვა დოკუმენტს ადრესატს აბარებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე და 73-ე–76-ე მუხლებით დადგენილი წესით.

2. გაგზავნილი დოკუმენტის ჩაბარების მიმღების ხელმოწერით დადასტურების შემთხვევაში ეს ხელმოწერა ნამდვილად მიიჩნევა, მაშინაც, თუ იგი ელექტრონული ან/და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებითაა შესრულებული.“.

14. მე-18 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პრობაციის ბიუროს უფროსი მიღებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყებისა და დამთავრების შესახებ წერილობით, 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს ამ აქტის მიმღებ ორგანოს.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების ვალდებულება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ის მსჯავრდებული, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, სამართლებრივი აქტის მიმღებმა (გამომცემმა) ორგანომ წინასწარ უნდა გააფრთხილოს შესაბამის პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შესახებ. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული იმ მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმა და წესი, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად უგზავნის ამ აქტის მიმღებ სასამართლოს.“.

15. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. პრობაციის ოფიცრის მოხსენებითი ბარათი სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის მოთხოვნის შესახებ  

თუ პრობაციის ოფიცერი მიიჩნევს, რომ არსებობს სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძველი, იგი პრობაციის ბიუროს უფროსის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს. მოხსენებით ბარათში უნდა მიეთითოს:

ა) სააღსრულებო საქმის ნომერი;

ბ) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი;

გ) მოკლე ცნობები სააღსრულებო მოქმედებათა შესახებ;

დ) ცნობები მსჯავრდებულის (იურიდიული პირის) მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ;

ე) პრობაციის ოფიცრის პირადი მოსაზრება წარდგინების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით;

ვ) პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა და მოხსენებითი ბარათის წარდგენის თარიღი.“.

16. 21-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინების სახეები“;

ბ) მე-5 და 51 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე მიმართავს სასამართლოს.“.

17. 21მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულისათვის (მათ შორის, პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურისათვის, რომლის ყოფაქცევის კონტროლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით ხორციელდება) გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც, მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი კომისია.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე;“;  

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურესა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 2 თანამშრომელს ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.“;

დ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

18. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22. წარდგინება

1. სასამართლოსადმი პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინებაში უნდა აღინიშნოს:

ა) იმ სამართლებრივი აქტის დასახელება, რომლის აღსრულების პროცესშიც წარმოიშვა სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის აუცილებლობა;

ბ) მონაცემები მსჯავრდებულის შესახებ და სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობები;

გ) ცნობები მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ და სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი;

დ) ცნობები იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ და სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი;

ე) წარდგინების შინაარსი.

2. წარდგინებას ხელს აწერს და პრობაციის ბიუროს ბეჭდით ამოწმებს პრობაციის ბიუროს უფროსი.

3. წარდგინებას უნდა დაერთოს წარდგინებაში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

4. წარდგინებას უნდა ახლდეს მსჯავრდებულის (იურიდიული პირის) მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების  პრობაციის ბიუროს მიერ დამოწმებული ასლი.“.

19. 23-ე მუხლის 7პუნქტი ამოღებულ იქნეს.

20. Xთავი ამოღებულ იქნეს.

21. 448 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. შინაპატიმრობის აღსრულებისას მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაკარგვის ან მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მას, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში – მის კანონიერ წარმომადგენელს.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10–მე-12 პუნქტები:

„10. შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს საფასური. ეს საფასური პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება და მისი მიზნების განხორციელებასა და ფუნქციების შესრულებას ხმარდება.

11. შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება.

12. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება:

ა) შინაპატიმრობის აღსრულების წესი, პირობები და შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის ოდენობა;

ბ) შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის გადახდის წესი და  პირობები;

გ) დეპოზიტზე თანხის განთავსების წესი და პირობები.“.

22. 453 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. 2018 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო – სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება.

2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხის მიზნებისათვის შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ არაუგვიანეს 2017 წლის 1 დეკემბრისა შექმნას სალიკვიდაციო კომისია. ამ კომისიის შემადგენლობაში უნდა იყვნენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტები და განახორციელოს აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებები.

5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა:

ა) 2017 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა;

ბ) 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის 21-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 448 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა;

გ) ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. არსებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მინისტრის მიერ გამოცემული ახალი აქტების ამოქმედებამდე.

6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ გაუქმებამდე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ეს აქტები ამ კანონის ნორმებს.

7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების უფლებამონაცვლე.

8. 2017 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების უფროსმა წარდგინებით მიმართოს სასამართლოს, ხოლო სასამართლომ 30 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შესახებ.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულის ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს/ფაქტებს, ნასამართლობას, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს, ოჯახურ პირობებს და მსჯავრდებულის პიროვნულ თვისებებს.

10. თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულმა მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელ ვადაში:

ა) განზრახ თავი აარიდა პირობით ვადამდე გათავისუფლებისას ან სასჯელის შინაპატიმრობით/საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლისას მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლო უფლებამოსილია პრობაციის ბიუროს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობით ვადამდე გათავისუფლება/შინაპატიმრობა/ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთის სახით;

ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობით ვადამდე გათავისუფლების/ შინაპატიმრობის/საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;

გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უნიშნავს მას სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმავე წესით დაენიშნება მსჯავრდებულს სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს პირობით ვადამდე გათავისუფლებას/შინაპატიმრობას/ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას.

11. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყოს 2018 წლის 1 იანვრიდან.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-6, მე-10, მე-12, მე-14–მე-16 და მე-18–22-ე პუნქტებისა და მე-2 მუხლის მე-6, მე-7 და მე-10 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-6, მე-12, მე-14–მე-16 და მე-18–22-ე პუნქტები და მე-2 მუხლის მე-6, მე-7 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 ივნისი 2017 წ.

N954-IIს