„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2398-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 070030000.05.001.018854
2398-IIს
30/05/2018
ვებგვერდი, 08/06/2018
070030000.05.001.018854
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ.“.

2. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც პირს შეზღუდული ჰქონდა იარაღთან დაკავშირებული უფლება, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის X3 თავი:

  „თავი X3. სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის აღსრულება

მუხლი 449. სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის აღსრულების წესი

1. სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ სამართლებრივი აქტის წარმოებაში მიღებასა და აღსრულებაზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესი.

2. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ სასამართლოს განაჩენის ასლი აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3.  პრობაციის  ოფიცერს  მსჯავრდებული  აღრიცხვაზე აჰყავს და  განუმარტავს მას სასჯელის მოხდის წესებსა და პირობებს.

4. პრობაციის ოფიცერი აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის წარმოებაში მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უგზავნის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების შესახებ.

მუხლი 4410. იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების უფლებამოსილების მქონე ორგანოს ვალდებულება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებასა და იარაღის ჩამორთმევას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პრობაციის ოფიცრის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციას მათი მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა აწვდის პრობაციის ბიუროს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 მაისი 2018 წ.

N2398-IIს