„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 341-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 070030000.05.001.102521
341-IIმს-XIმპ
04/03/2025
ვებგვერდი, 06/03/2025
070030000.05.001.102521
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. სააგენტო ახორციელებს „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 7მუხლი:

„მუხლი 74. მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება

1. სავალდებულოა მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების, მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოფს მსჯავრდებულის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წარდგენის ხელშეწყობას.

4. ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომლის გენეტიკური პროფილი რეგისტრირებულია დნმ-ის მონაცემთა ბაზაში.“.

მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომლის მიმართაც არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების ან პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტის აღსრულება ამ კანონის ამოქმედებამდე დაიწყო.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

4 მარტი 2025 წ.

N341-IIმს-XIმპ