„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5390-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 070030000.05.001.019663
5390-Iს
29/11/2019
ვებგვერდი, 10/12/2019
070030000.05.001.019663
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“. 

2. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს კანონი არეგულირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე ორგანოთა სისტემას, სტატუსს და მათი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ადგენს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე პირთა უფლებამოსილებებს, მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობებს, კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის მსჯავრდებულის დაჯარიმების წესსა და პირობებს, აგრეთვე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების წესებს.“. 

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო

1. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.

2. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. სააგენტოს უფროსის მოადგილეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით.

4. სააგენტოს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. 

5. სააგენტო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიდან.

6. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის X თავის მოქმედება. 

7. სააგენტოს სხვა თანამშრომლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.

8. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების აღსრულებას და  როგორც სასჯელის დანიშვნისას, ისე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებას სააგენტო უზრუნველყოფს ცენტრალიზებულად ან თავისი ტერიტორიული ორგანოების – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიურო) მეშვეობით.

9. სააგენტო პენიტენციური დაწესებულების გარეთ პატიმრობის კოდექსის 17მუხლით გათვალისწინებული ვიდეოპაემნის ორგანიზებას უზრუნველყოფს პრობაციის ბიუროების მეშვეობით.  

10. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით (მათ შორის, მსჯავრდებულისა და მისი მდგომარეობის იდენტიფიკაციისთვის, მსჯავრდებულის რეგისტრაციისთვის, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასებისთვის, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენისთვის, მსჯავრდებულზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებისთვის, დასრულებული სააღსრულებო საქმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარქივებისთვის, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადაწყვეტისა და მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებისთვის), აგრეთვე მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისა და არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციის მიზნით სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით ამუშავებენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს). მათ უფლება აქვთ, ამ მიზნით ხელი მიუწვდებოდეთ შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებში ავტომატური და ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებულ მონაცემებზე, აგრეთვე მიიღონ, გაეცნონ და გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია.

11. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების არასრულწლოვნის მიმართ აღსრულების პროცესში სააგენტო და პრობაციის ბიუროები ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებითა და სპეციალური წესებით, რომლებიც გამოიყენება, როგორც უპირატესი ძალის მქონე ნორმები.“. 

4. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს. 

5. მე-5 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: 

„31. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებაზე კანონით დადგენილ სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს პერიოდულად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას, ანგარიშსა და სხვა საჭირო დოკუმენტაციას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პრობაციის ბიუროს ტიპურ დებულებას ამტკიცებს მინისტრი.“.

6. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები

1. სააგენტოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, სააგენტოს სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს.

2. სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და უზრუნველყოს კანონის წინაშე პირთა თანასწორობა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა ნიშნისა.

3. მსჯავრდებულსა და სააგენტოს სხვა ბენეფიციარზე, მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიუხედავად, თანაბრად ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. სააგენტო ვალდებულია დაიცვას მის ბენეფიციართა უფლებები და თავისუფლებები და უზრუნველყოს კანონის წინაშე მათი თანასწორობა.

მუხლი 7. სააგენტოს მიზანი

1. სააგენტოს მიზანია ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებით, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებითა და მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციითა და რეაბილიტაციით საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

2. სააგენტო თავისი მიზნების მისაღწევად საქმიანობას ახორციელებს მსჯავრდებულთა რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვით, მსჯავრდებულზე აუცილებელი ზედამხედველობითა და კონტროლით, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობით და დახმარებით, არასრულწლოვნის გათავისუფლებისთვის მომზადების პროცესში მონაწილეობით, პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებით და მისი შესრულების კოორდინაციით, აგრეთვე რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციისა და რეაბილიტაციის სერვისებისა და პროგრამების უზრუნველყოფითა და არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციით.

3. მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით სააგენტო თანამშრომლობს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან, რომელიც უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

4. სააგენტო უფლებამოსილია მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, აგრეთვე რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით დააფინანსოს კულტურული, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა ღონისძიებები.

5. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

6. სააგენტოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სხვა სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ახორციელებს პატიმრობის კოდექსის 172 და 173 მუხლებით გათვალისწინებული პაემნების ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. პატიმრობის კოდექსის 172 მუხლით გათვალისწინებული საფასური ირიცხება სამეწარმეო იურიდიული პირის ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ანგარიშზე.

7. სააგენტოს მიერ დაფუძნებულმა სამეწარმეო იურიდიულმა პირმა ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სხვა სამეწარმეო იურიდიულმა პირმა ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება განახორციელოს აგრეთვე სხვა საქმიანობა/პროექტი, რომელიც აუცილებელია სამინისტროს სისტემის კანონით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

8. სააგენტოს კუთვნილი ელექტრონული მონიტორინგისა და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენება, ამ მუხლით განსაზღვრული მიზნების გარდა, აგრეთვე შესაძლებელია მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზნებისთვის. ტექნიკური საშუალებების ამგვარი გამოყენება შეიძლება ითვალისწინებდეს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის გარკვეული საფასურის მიღებასაც, რომელიც სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება და სააგენტოს კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას და მიზნების განხორციელებას ხმარდება.“. 

7. 72 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 72. სააგენტოში კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელება

სამინისტრო ხელს უწყობს სააგენტოში ისეთი კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელებას, რომელთა მიზანია რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, დანაშაულის პრევენციისა და რეაბილიტაციის პროგრამების მეცნიერული შესწავლა.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 73 მუხლი:

„მუხლი 73. რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეფერირება

1. რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოში ფუნქციონირებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეული − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის კოორდინაციას.

2. არასრულწლოვნის რეფერირება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას და მის შესახებ ინფორმაციის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისთვის მიწოდებას;

ბ) არასრულწლოვნის მდგომარეობისა და ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას;

გ)  არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვას;

დ) არასრულწლოვნის ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფასა და განვითარებას;

ე) არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში მონაწილეობის მონიტორინგისა და არასრულწლოვნის მდგომარეობაზე ზედამხედველობის განხორციელებას;

ვ) შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ მონიტორინგის განხორციელებას;

ზ) უკიდურეს შემთხვევაში არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნას.

3. არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემა და მასში მონაწილე უწყებები/დაწესებულებები, არასრულწლოვნის რეფერირების ეტაპების შესაბამისი პროცედურები (მათ შორის, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან, აღსრულებასა და გადასინჯვასთან, აგრეთვე არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები) და არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის X2 თავით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII9 თავით,  საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „არასრულწლოვანთა რეფერირების წესით“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 

4. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის დებულებას, არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის მონიტორინგის, არასრულწლოვნის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის მონიტორინგისა და არასრულწლოვნის მდგომარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების მეთოდოლოგიას, აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „არასრულწლოვანთა რეფერირების წესით“ გათვალისწინებულ სხვა სამართლებრივ აქტებს ამტკიცებს მინისტრი.“. 

9. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააგენტოს მოსამსახურე“.

10. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სააგენტოს მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსი

1. სააგენტოს მოსამსახურე (შემდგომ − მოსამსახურე) არის საჯარო მოსამსახურე, რომელიც დასაქმებულია სააგენტოში ან მის ტერიტორიულ ორგანოში.

2. მოსამსახურე სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისას ხელისუფლების წარმომადგენელია და მისი კანონიერი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა.

3. მოსამსახურის შერჩევას, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას სააგენტოს საჭიროებათა შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (შემდგომ – სასწავლო ცენტრი).

მუხლი 9. პრობაციის ოფიცერი

1. პრობაციის ოფიცერი არის მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.

2. პრობაციის ოფიცერი თანამდებობაზე ინიშნება 3 თვის გამოსაცდელი ვადით. პრობაციის ოფიცერი ამ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სასწავლო ცენტრში გადის პრობაციის ოფიცრის სპეციალურ სასწავლო კურსს და მისი დასრულებისას აბარებს შესაბამის გამოცდას.

3. პრობაციის ოფიცრის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის ჩაუბარებლობა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების გარდა, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია.

4. სააგენტო პრობაციის ოფიცერს თანამდებობაზე დანიშვნისთანავე უზრუნველყოფს სამსახურებრივი ბეჭდით.“. 

11. 91 მუხლი ამოღებულ იქნეს.

12. II1 და III თავები ამოღებულ იქნეს.

13. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის მსჯავრდებულის დაჯარიმების წესი, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა და მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების პირობები. მსჯავრდებულის საერთო მოვალეობები“. 

14. მე-12 მუხლის მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე მსჯავრდებულს შეიძლება შეუმსუბუქდეს დადგენილი რეჟიმი, რაც გულისხმობს პრობაციის ბიუროში 2 კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას, ხოლო ამ კანონით დადგენილი წესით – თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას.

41. თუ მსჯავრდებული არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით) ან ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი − 65 წლიდან, მამაკაცი − 70 წლიდან), სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით მსჯავრდებულს შეიძლება შეუმსუბუქდეს დადგენილი რეჟიმი 3 თვეში ერთხელ პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებით, ხოლო თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულზე ზედამხედველობას განახორციელებს მის საცხოვრებელ ადგილას არანაკლებ 3 თვეში ერთხელ გამოცხადებით.“.

15. 121 მუხლის:  

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავის (მშობლის, მშვილებლის, მინდობით აღმზრდელის, შვილის, ნაშვილების, მინდობით აღსაზრდელის, პაპის, ბებიის, შვილიშვილის, დის, ძმის, მეუღლის (მათ შორის, განქორწინებული მეუღლის)) ან მსჯავრდებულთან მუდმივად მცხოვრები პირის გარდაცვალება;“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მსჯავრდებულისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, მსჯავრდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ ყოფნის დროს დაპატიმრება, მსჯავრდებულის მონაწილეობა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ საპროცესო მოქმედებებში ან/და საგამოძიებო მოქმედებებში, აგრეთვე  სამართალდამცავი ორგანოების „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სათანადო გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტს მსჯავრდებული შესაბამის პრობაციის ბიუროს წარუდგენს პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ საჩივრის განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი ვადისა.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების გარდა, ისეთი ობიექტური გარემოების არსებობისას, რომლის გამოც მსჯავრდებულმა ვერ შეძლო კანონით დადგენილი რეჟიმის შესრულება, მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის საპატიოდ ჩათვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.“.

16. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის საფუძველზე, ჯარიმის გადახდის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 7 დღის განმავლობაში, შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის გამოცემით ახორციელებს ჯარიმის გადახდის იძულებით აღსასრულებლად მიქცევას.“. 

17. მე-14 მუხლის: 

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვას გასცემს და აუქმებს პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.“; 

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11−1პუნქტები:

„11. მსჯავრდებულს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა მიეცემა:

ა) თუ იგი არის შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან საქართველოსა და შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან აქვს შესაბამის უცხო ქვეყანაში ბინადრობის უფლება, სამუშაო ვიზა ან/და ამ ქვეყანაში დროებით არის რეგისტრირებული. ეს გარემოება უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი უცხო ქვეყნის პასპორტით, ბინადრობის მოწმობით, სამუშაო ვიზით ან სხვა დოკუმენტით. ამ დოკუმენტში აღნიშნული უნდა იყოს სათანადო უფლების/მოწმობის მოქმედების ვადა;

ბ) თუ მისი ახლო ნათესავი (მეუღლე, შვილი, ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი) შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქეა − შესაბამის უცხო ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის (90 დღე) ვადამდე. საამისოდ წარმოდგენილი უნდა იქნეს მსჯავრდებულის ახლო ნათესავის შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მისი მძიმე ავადმყოფობის გამო საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით ან მსჯავრდებულის ახლო ნათესავის (მშობლის, მშვილებლის, მინდობით აღმზრდელის, შვილის, ნაშვილების, მინდობით აღსაზრდელის, პაპის, ბებიის, შვილიშვილის, დის, ძმის, მეუღლის ან მსჯავრდებულთან მუდმივად მცხოვრები პირის) მძიმე ავადმყოფობის გამო საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, თუ აუცილებელია, რომ მსჯავრდებული ახლდეს თავის ახლო ნათესავს. მსჯავრდებულის თანხლების აუცილებლობა, სხვა ობიექტური გარემოების გარდა, განპირობებული უნდა იყოს იმ დასაბუთებული გარემოებით, რომ მსჯავრდებულის ახლო ნათესავს არ ჰყავს მის გარდა სხვა ახლო ნათესავი, რომელიც მას საზღვარგარეთ მკურნალობისას უპატრონებს. მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობა უნდა დასტურდებოდეს საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის უფლებამოსილი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციით. თუ მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის უცხო ქვეყანაში მკურნალობას საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო აფინანსებს, მსჯავრდებულმა უნდა წარმოადგინოს აგრეთვე დაფინანსების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

დ) მისი გარდაცვლილი ახლო ნათესავის (მშობლის, მშვილებლის, მინდობით აღმზრდელის, შვილის, ნაშვილების, მინდობით აღსაზრდელის, პაპის, ბებიის, შვილიშვილის, დის, ძმის, მეუღლის (მათ შორის, განქორწინებული მეუღლის) ან მსჯავრდებულთან მუდმივად მცხოვრები პირის) უცხო ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსვენების ან სხვა ქვეყანაში გადასვენების/დაკრძალვის მიზნით. მსჯავრდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ფაქტი უნდა დასტურდებოდეს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით;

ე) თუ იგი საქართველოს სახელით მონაწილეობს ოფიციალურ, საერთაშორისო კულტურულ, სპორტულ, პროფესიულ ან საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებაში, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით (დოკუმენტებით);

ვ) თუ იგი მუშაობის ან სწავლის მიზნით მიიწვია შესაბამისი უცხო ქვეყნის რეზიდენტმა იურიდიულმა პირმა, რაც დასტურდება ამ იურიდიული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით (დოკუმენტებით), მუშაობის დამადასტურებელი მოწმობით ან/და ხელშეკრულებით, რომელიც (რომლებიც) დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილი პირის მიერ. თუ მსჯავრდებულის უცხო ქვეყანაში სწავლას უფლებამოსილი სახელმწიფო უწყება აფინანსებს, მსჯავრდებულმა უნდა წარმოადგინოს დაფინანსების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

ზ) თუ იგი მეზღვაურად, მძღოლად ან ბორტგამცილებლად მუშაობს საქართველოს ან უცხო ქვეყნის რეზიდენტ იურიდიულ პირში და წარმოდგენილი აქვს პროფესიის/სპეციალობის ან/და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები); 

თ) თუ იგი უცხო ქვეყანაში (გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და შენგენის ზონის ქვეყნებისა) სეზონური სამუშაოების შესასრულებლად მიემგზავრება. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა გაიცემა ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, რომლის დროსაც გაითვალისწინება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, რისკი და გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ქცევა. ამასთანავე, მსჯავრდებულმა უნდა წარმოადგინოს იმ ქვეყნის მოქმედი ვიზა (ვიზის აუცილებლობის შემთხვევაში), რომელშიც მიემგზავრება, და ცნობა პოტენციური დამსაქმებლისგან (არსებობის შემთხვევაში). 

12. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს შესაბამისი ვადით, თუ:

ა) შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილმა უწყებამ მსჯავრდებულს აუკრძალა ამ ქვეყნის დატოვება, აღნიშნულ ქვეყანაში მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან მას მინიჭებული აქვს მოწმის სტატუსი, ან ეს გამომდინარეობს გამოძიების ინტერესებიდან;

ბ) კვლავ არსებობს ამ მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება;

გ) ამოწურული არ არის ამ მუხლის 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესაბამის უცხო ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის 90-დღიანი ვადა.

13. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გასაცემად აუცილებელია, არ არსებობდეს ამ კანონით დადგენილი, გადაუხდელი ჯარიმა.    

14. ამ მუხლის 11 პუნქტის „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე გარემოების არსებობისას მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა შეიძლება გაიცეს ან ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ამ მუხლის 13 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დაუცველად.

15. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის მოქმედების პერიოდში მისი გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს:

ა) მსჯავრდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, რაც ცნობილი გახდა პრობაციის ბიუროსთვის;

ბ) მსჯავრდებულისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის ან აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, რაც ცნობილი გახდა პრობაციის ბიუროსთვის;

გ) მსჯავრდებულის მიერ შესაბამის პრობაციის ბიუროში დადგენილი რეჟიმის არასაპატიო მიზეზით დარღვევა;

დ) მსჯავრდებულის მიერ მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის იმ მიზნით ან იმ ქვეყანაში გასამგზავრებლად გამოყენება, რომელიც შესაბამის განცხადებაში არ მიუთითებია.

16. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა  შეიძლება არ გაიცეს ან გაცემული ნებართვა შეიძლება გაუქმდეს აგრეთვე ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად. 

17. დაუშვებელია მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემა ამ მუხლის 1პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არარსებობისას. 

18. დაუშვებელია მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემა, თუ მსჯავრდებული დეპორტირებული, რეადმისირებული ან ექსტრადირებული იყო უცხო ქვეყნიდან (ევროკავშირის წევრი ქვეყნის შემთხვევაში − შენგენის ზონის ქვეყნიდან) ან/და მსჯავრდებულმა დაარღვია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის წესები.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ნებართვის გაუქმების წესები და სხვა პროცედურული საკითხები, აგრეთვე მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურის ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“;

დ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასური ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე. მსჯავრდებულისთვის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ან მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი საფასური არ ბრუნდება.

6. საქართველოს სახელით ოფიციალურ, საერთაშორისო კულტურულ, სპორტულ, პროფესიულ ან საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებაში მსჯავრდებულის მონაწილეობის ან/და მსჯავრდებულის სიცოცხლისთვის ან მისი არასრულწლოვანი შვილის/ნაშვილების/მინდობით აღსაზრდელის სიცოცხლისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების საზღვარგარეთ გაწევის საჭიროების შემთხვევაში, რაც დასტურდება კომპეტენტური პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით, მსჯავრდებული სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება გათავისუფლდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფასურების გადახდის ვალდებულებისგან.“; 

ვ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8−მე-12 პუნქტები:

„8. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან და მთავრდება ამ მომსახურების ვადის ბოლო სამუშაო დღის დასრულებისთანავე. თუ აღნიშნული მომსახურების ვადის ბოლო დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, ამ ვადის დამთავრების დღედ მიიჩნევა მისი მომდევნო სამუშაო დღე.

9. მსჯავრდებულის მიერ მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ან მისი გადაკვეთის მცდელობის შემთხვევაში შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვის ზედამხედველობისთვის გამოყოფილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია დააკავოს იგი და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს. 

10. სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში დაუყოვნებლივ მიავლინოს უახლოესი პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი. აღნიშნული პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში, შეადგინოს და მსჯავრდებულს გადასცეს სათანადო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზედაც მსჯავრდებულს ეკისრება ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულება. 

11. მსჯავრდებულის მიერ მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ან მისი გადაკვეთის მცდელობა გამოიწვევს მსჯავრდებულის დაჯარიმებას: 

ა) პირველ შემთხვევაში – 1000 ლარის ოდენობით;

ბ) პირველი შემთხვევიდან ერთი წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისას (მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისას) – 2000 ლარის ოდენობით.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“–„თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი წარდგინებით სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველია.“.

18. 141 მუხლის: 

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების თაობაზე განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის არაუმეტეს თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულების დაწესების საფასურის ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ეს საფასური ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმისმწარმოებელი პრობაციის ბიურო მსჯავრდებულს გადასცემს დროებით სარეგისტრაციო ნებართვას. ეს ნებართვა უნდა შეიცავდეს იმ პრობაციის ბიუროს სახელწოდებასა და მისამართს, სადაც დადგენილი გრაფიკის მიხედვით უნდა გამოცხადდეს მსჯავრდებული მის მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით, აგრეთვე პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. დროებითი სარეგისტრაციო ნებართვის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.“.

19. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს. 

20. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

„მუხლი 151. მსჯავრდებულის საერთო მოვალეობები

1. მსჯავრდებული, მისი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულია დაემორჩილოს სასჯელის მოხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და სააგენტოს პრობაციის ოფიცრისა და სხვა უფლებამოსილ თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები, არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია პრობაციის ბიუროს უფროსის ნებართვის გარეშე. ასეთი ნებართვის აღება არ ევალებათ ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულებსა და იმ პირობით მსჯავრდებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კონტროლსა და დახმარებას ახორციელებს სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა.

2. მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულების ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

21. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამართლებრივი აქტის აღსრულების ზოგადი წესი“.  

22. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 3პუნქტები:

„31. სამართლებრივი აქტის სააღსრულებო წარმოებაში მიღების შემდეგ იხსნება სააღსრულებო საქმე და მას უნიკალური რიგითი ნომერი ენიჭება. 

32. სააღსრულებო საქმეში შესატანი ინფორმაცია, აგრეთვე სააღსრულებო საქმის წარმოების წესი განისაზღვრება „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციით“. ეს ინსტრუქცია მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.“. 

23. 161 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნათესავად მიიჩნევა დედა, მამა, ბებია, პაპა, მეუღლე, შვილი, ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, რძალი, სიძე, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.“. 

24. მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს. 

25. 171 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს ტერიტორიული ორგანო ამ კანონით გათვალისწინებულ შეტყობინებას, გაფრთხილებას, საჯარიმო ქვითარს, გადაწყვეტილებასა და სხვა დოკუმენტს ადრესატს აბარებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე და 73-ე–76-ე მუხლებით დადგენილი წესით.“.

26. მე-18 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი სააგენტოს ეგზავნება დაუყოვნებლივ, ამ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მსჯავრდებული ვალდებულია აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 5 დღისა გამოცხადდეს ამ სამართლებრივ აქტში მითითებულ პრობაციის ბიუროში სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყების, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებით თავის უფლება-მოვალეობათა გაცნობისა და პრობაციის ბიუროს მიერ მის მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით. პრობაციის ოფიცერი პრობაციის ბიუროში გამოცხადებულ მსჯავრდებულს აცნობს მის უფლება-მოვალეობებს და მათი შეუსრულებლობის შესაძლო შედეგებს, რის შესახებაც ადგენს შესაბამის ოქმს.“. 

27. მე-20 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ცნობები მსჯავრდებულის (მათ შორის, იურიდიული პირის) მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ;

ე) პრობაციის ოფიცრის დასაბუთებული მოსაზრება წარდგინების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით;“. 

28. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11−14 პუნქტები: 

„11. წარდგინებაში უნდა აღინიშნოს: 

ა) იმ სამართლებრივი აქტის დასახელება, რომლის აღსრულების პროცესშიც აუცილებელი გახდა სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვა;

ბ) მონაცემები მსჯავრდებულის შესახებ და სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობები;

გ) ინფორმაცია მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ და სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი;

დ) ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ და სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი;

ე) წარდგინების შინაარსი.

12. წარდგინებას ხელს აწერს და პრობაციის ბიუროს ბეჭდით ამოწმებს პრობაციის ბიუროს უფროსი.

13. წარდგინებას უნდა დაერთოს მასში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

14. წარდგინებას უნდა ახლდეს მსჯავრდებულის (მათ შორის, იურიდიული პირის) მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების საქმის ასლი, დამოწმებული პრობაციის ბიუროს მიერ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პრობაციის ბიუროს უფროსი მსჯავრდებულის შესაბამისი განცხადებისა და სათანადო საფუძვლის (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავითა და 381-ე მუხლით („ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის საფუძველზე) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირისთვის − სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის) არსებობის შემთხვევაში მსჯავრდებულისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობით მიმართავს სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას (შემდგომ − მუდმივმოქმედი კომისია).“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე მიმართავს სასამართლოს.“.

29. 211 და 22-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. 

30. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი: 

„მუხლი 221. მსჯავრდებულისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა 

1. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტით პირობით მსჯავრდებულისთვის (მათ შორის, პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურისთვის, რომლის ყოფაქცევის კონტროლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით ხორციელდება) დადგენილი გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესაბამისად, − გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც, მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი კომისია. 

2. მუდმივმოქმედი კომისია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკითხების გარდა, პირის მომართვისა და სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისთვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების საკითხს, რისთვისაც აუცილებელია, გასული იყოს მათი ჩამორთმევის ვადის ერთი მესამედი.

3. მუდმივმოქმედი კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესრულებას, აგრეთვე იმას, მიღწეულია თუ არა ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზანი, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებაზე. 

4. მუდმივმოქმედი კომისია შედგება 5 წევრისგან. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში შედიან: 

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) სამოქალაქო დანაყოფში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე; 

ბ) სააგენტოს სისტემის 2 თანამშრომელი; 

გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი;

დ) არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელი. 

5. სააგენტოს უფროსს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლის კანდიდატურას − სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭო, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის კანდიდატურას − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

6. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი. 

7. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის უფლებამოსილებას ახორციელებენ 1 წლის ვადით.

8. მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით ირჩევს მუდმივმოქმედი კომისია. 

9. მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით. ამ დებულებას ამტკიცებს მინისტრი. 

10. მუდმივმოქმედი კომისია საკითხს განიხილავს ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. მუდმივმოქმედი კომისია ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის თაობაზე, აგრეთვე პირისთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენაზე ან უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის თაობაზე. 

11. თუ მუდმივმოქმედი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის თაობაზე, აგრეთვე პირისთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენაზე ან უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის თაობაზე, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა დასაშვებია მუდმივმოქმედი კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.

12. მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.“.  

31. 23-ე მუხლის 81−მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„81. თუ მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, ან პირობით მსჯავრდებულს სასჯელის აღსრულების ან გამოსაცდელი ვადის პერიოდში სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი გადაწყვეტილებით აჩერებს სააღსრულებო წარმოებას.

82. სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის სხვა ღონისძიებით შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება გრძელდება.

9. კანონიერ ძალაში შესული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის გაუქმებისა და მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება წყდება, ხოლო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და მსჯავრდებულის ექსტრადიციის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება ჩერდება. ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება განახლდება.“. 

32. 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 

33. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევისა და იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულება“.

34. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:

„მუხლი 271. იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულება 

1. იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულებისას პრობაციის ოფიცერი იღებს ზომებს იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემებში აკრძალული საქმიანობის სახისა და ამ საქმიანობის აკრძალვის ვადის აღნიშვნის უზრუნველსაყოფად. 

2. თუ იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ეხება იურიდიული პირის სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის აკრძალვას, პრობაციის ოფიცერი სათანადო ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად მიღებიდან 3 დღის ვადაში აცნობებს იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ. 

3. პრობაციის ოფიცერი პერიოდულად აკონტროლებს იურიდიული პირის მიერ იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის სათანადოდ შესრულებას. 

4. თუ იურიდიული პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას თავს არიდებს და აკრძალულ საქმიანობას აგრძელებს, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ კანონით დადგენილი წესით მიმართავს სასამართლოს წარდგინებით იურიდიული პირისთვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ. 

5. იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი აღსრულების შესაბამისი დებულებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც, ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იურიდიული პირის მიმართ მათი გამოყენება შეუძლებელია.“. 

35. VII თავი ამოღებულ იქნეს. 

36. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით, მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადებისას) სასამართლო განაჩენის ასლის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს (შემდგომ − ადგილობრივი საბჭო) გადაწყვეტილების ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ პრობაციის ბიურო მსჯავრდებულს განუსაზღვრავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელი აღსრულდება საჯარო დაწესებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, შესასრულებელი სამუშაოს საზოგადოებისთვის სასარგებლო ხასიათიდან გამომდინარე, სასჯელი შეიძლება აღსრულდეს კერძო სამართლის იურიდიულ პირში.“; 

ბ) მე-3−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო უფლებამოსილია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვანი აღსრულების და მისი ჯეროვანი კონტროლის, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის, განხორციელების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ან სხვა დამსაქმებელთან დადოს შესაბამისი შეთანხმება/ხელშეკრულება. ეს შეთანხმება/ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს დამსაქმებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებას. ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული მომსახურების საფასური სააგენტოს აღნიშნული მიზნისა და სხვა მიზნების მიღწევას მოხმარდება.

4. მსჯავრდებული, მისი სოციალური მდგომარეობისა და სამუშაო პირობების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იქნება კვებით ან მას სააგენტო აუნაზღაურებს კვების ხარჯებს, რომლის დანიშვნის პირობები და წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

5. მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დროს, შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით, სააგენტო მინისტრის მიერ დადგენილი პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს სათანადო სახის დაზღვევით.“.

37. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადა გამოითვლება საათებით, რომელთა განმავლობაშიც მსჯავრდებული ასრულებს სავალდებულო სამუშაოს.“. 

38. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35. გამასწორებელი სამუშაოს მოხდის პირობები 

1. გამასწორებელი სამუშაოს მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება სამუშაოს შესრულებისგან დროებით გათავისუფლება პრობაციის ბიუროს წერილობითი ნებართვის გარეშე. ეს ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ სამუშაოს შესრულებისგან დროებით გათავისუფლების მიზეზის დასაბუთების შემდეგ. ამ ნებართვის გაცემაზე უარი მოტივირებული უნდა იყოს. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით. 

2. თუ სამუშაო ადგილის არქონის ან სხვა პატივსადები მიზეზების გამო ვერ ხერხდება გამასწორებელი სამუშაოს სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება, სააგენტო უფლებამოსილია ეს სასჯელი აღასრულოს სააგენტოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის მეშვეობით.“. 

39. 37-ე მუხლის მე-3−მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 

40. მე-40 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას ახორციელებს მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით. ამ გეგმის შედგენის პრინციპებს, წესსა და ფორმას განსაზღვრავს მინისტრი. აღნიშნული ფუნქციის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი თანამშრომლობს სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგთან;“;

ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სააგენტოს სისტემაში პროფესიული საქმიანობიდან მიღებული ინფორმაციის (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება და გამჟღავნება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეიძლება განახორციელოს აგრეთვე სოციალურმა დაწესებულებამ, ორგანიზაციამ, სოციალურმა მუშაკმა ან შესაბამისი განათლების მქონე პირმა.“.

41. 401 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 401. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უზრუნველყოფა − ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის ორგანიზება

ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უზრუნველყოფა − ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის ორგანიზება, სააგენტოს გარდა, სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების (მემორანდუმის) საფუძველზე შეიძლება განახორციელოს აგრეთვე სათანადო გამოცდილების (კომპეტენციის) მქონე სოციალურმა დაწესებულებამ, არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა ან შესაბამისი განათლების მქონე პირმა.“.

42. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42. გაფრთხილების მიცემა იმ მსჯავრდებულისთვის, რომელსაც გადავადებული აქვს სასჯელის აღსრულება 

1. თუ მსჯავრდებული, რომელსაც ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადავადებული აქვს სასჯელის აღსრულება, უარს აცხადებს შვილზე ან თავს არიდებს მის აღზრდას, პრობაციის ოფიცერი მას წერილობით აფრთხილებს, რომ ასეთი ქმედება ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველია, რის შესახებაც ადგენს შესაბამის ოქმს. პრობაციის ოფიცერი ოქმის შედგენისთანავე ამ პუნქტში მითითებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. 

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მდგომარეობა 1 თვის ვადაში არ გამოსწორდა, პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიმართავს წარდგინებით სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ.“. 

43. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) ამ კანონის მე-14 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა;“.  

44. 448 მუხლის: 

ა) მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში მსჯავრდებულზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები.

5. მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის რეჟიმის (სასამართლოს/ადგილობრივი საბჭოს მიერ დადგენილი შინაპატიმრობის დროისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის სხვა მოვალეობების) არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფროსი შესაბამისი წარდგინებით მიმართავს განაჩენის გამომტან სასამართლოს.

6. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.“;

ბ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. შინაპატიმრობის აღსრულებისას ამ კანონის 121 მუხლით გათვალისწინებული საპატიო პირობების არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით, მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული თხოვნით, პრობაციის ბიუროს უფროსის წერილობითი ნებართვით მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს საცხოვრებლიდან დროებით გასვლის უფლება.

10. შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს საფასური. ეს საფასური სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება და მისი მიზნების მიღწევას და ფუნქციების შესრულებას ხმარდება.“.

45. 452 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − პრობაციის ეროვნული სააგენტო) და დანაშაულის პრევენციის ცენტრის (შემდგომ − ცენტრი) უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო). სააგენტო ჩაითვალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და ცენტრის უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 

2. 2020 წლის 1 იანვრისთვის პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და ცენტრის წარმოებაში არსებული საქმეები დასრულდეს 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედი წესით.

3. პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და ცენტრის შერწყმის გამო შტატების შემცირების შემთხვევაში პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და ცენტრის მოსამსახურეები (გარდა ამ მუხლის მე-4−მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მოსამსახურეებისა) ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ მათი თანხმობით შესაძლებელია გადაყვანილ იქნენ სააგენტოში ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე, ხოლო ასეთი თანამდებობების არარსებობისას – დაბალ თანამდებობებზე, მათი კომპეტენციის გათვალისწინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლისა და „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების შესაბამისად.

4. სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილეები თანამდებობებზე დაინიშნებიან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ამ მუხლის მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის შედეგად. 

5. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები გადაყვანილ იქნენ სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ტოლფას თანამდებობებზე. პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და ცენტრის მოსამსახურეები სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ტოლფას თანამდებობებზე გადაყვანილ იქნენ იმ შემთხვევაში, თუ პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და ცენტრის შერწყმის შემდეგ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და მასში შემავალი თანამდებობების დასახელებები და ფუნქციები არ იცვლება.

6. პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების სააგენტოსთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა გაგრძელდეს შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან 2020 წლის 1 იანვრამდე დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის საკითხები გადაწყდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის IX თავისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესაბამისად. 

7. 2020 წლის 1 აპრილამდე სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყონ 2020 წლის 1 იანვრისთვის თანამდებობებზე დანიშნულ პრობაციის ოფიცერთა მიერ სპეციალური სასწავლო კურსის გავლისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების ორგანიზება. პრობაციის ოფიცრის მიერ ამ გამოცდის ჩაუბარებლობა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია.

8. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება 2019 წლის განმავლობაში პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულების მიზნით პრობაციის ეროვნულ სააგენტოში 2020 წლის 1 იანვრამდე დამატებით მოხდება მოსამსახურეების დასაქმება.   

9. არასრულწლოვნები, რომელთა მიმართაც 2020 წლის 1 სექტემბრამდე მიღებული იქნება გადაწყვეტილება არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ, 2020 წლის 1 სექტემბრიდან გადაყვანილ იქნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ნახევრად დახურულ სააღმზრდელო დაწესებულებაში“ გადამისამართების ღონისძიების ვადის დასრულებამდე.

10. 2020 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს „ნახევრად დახურული სააღმზრდელო დაწესებულების“ სერვისის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

11. 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით „არასრულწლოვანთა რეფერირების წესის“ დამტკიცება.

12. 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ/მინისტრმა პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და ცენტრთან კოორდინაციით უზრუნველყოს:

ა) სააგენტოს დებულების, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის დებულებისა და სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულების დამტკიცება;

ბ) სააგენტოს უფროსისა და მისი მოადგილეების, სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების უფროსებისა და მათი მოადგილეების (მათი არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე სააგენტოს მოხელეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება;

გ) სააგენტოს საშტატო ნუსხის შემუშავება და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება;

დ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა/მოხელეთა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობასთან, აგრეთვე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა თანამდებობებზე დასანიშნად გამარტივებული კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

13. 2020 წლის 1 ივნისამდე  საქართველოს მთავრობამ და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

14. პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას სააგენტოს უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ ახალი სამართლებრივი აქტების გამოცემამდე. აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭება (ენიჭებათ) სააგენტოს შესაბამის თანამდებობის პირს (პირებს).

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი−მე-7 და მე-14 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი−მე-7 და მე-14 პუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ნოემბერი 2019 წ.

N5390-Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.