„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 964
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 30/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 080.040.030.05.001.003.458
  • Word
964
30/12/2008
სსმ, 41, 30/12/2008
080.040.030.05.001.003.458
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 12.11.2008, მუხ. 204) პირველი–მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 4. პრობაციის ეროვნული სამსახური

1. პრობაციის ეროვნული სამსახური არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. პრობაციის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი (შემდგომში – სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი).

2. პრობაციის ეროვნულ სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.

3. პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილეს პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.

4. პრობაციის ეროვნული სამსახურის საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.

5. პრობაციის ეროვნული სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

6. პრობაციის ეროვნული სამსახურის სხვა თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე და დანიშვნის წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2

1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახური და ჩამოყალიბდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სამსახურად.

2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახური არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის უფლებამონაცვლე.

3. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

5. საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 თებერვლისათვის უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსათვის.

6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2009 წლის 1 თებერვლისათვის უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსათვის.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა მე-2 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები და მე-3 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 30 დეკემბერი.

№964–რს