„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2707-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 070030000.05.001.017523
2707-Iს
17/10/2014
ვებგვერდი, 31/10/2014
070030000.05.001.017523
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 401 მუხლი:

„მუხლი 401. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირისათვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უზრუნველყოფა − ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის ორგანიზება

ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირისათვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უზრუნველყოფა − ძალადობრივი დამოკიდებულებისა და  ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის ორგანიზება, პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარდა, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების (მემორანდუმის) საფუძველზე აგრეთვე შეიძლება განახორციელოს სათანადო გამოცდილების (კომპეტენციის) მქონე სოციალურმა დაწესებულებამ, არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა ან შესაბამისი განათლების მქონე პირმა.“.

2. 443 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციის მიზნით პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ტარდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსები. აღნიშნული კურსების ორგანიზებას პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებებთან და სხვა დაინტერესებულ და შესაბამის სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 455 მუხლი:

„მუხლი 455. ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსების ორგანიზების ვადა

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსების ორგანიზება ოჯახური დანაშაულის ჩამდენი იმ პირებისთვის, რომლებსაც სასჯელის სახით შეფარდებული აქვთ თავისუფლების შეზღუდვა ან/და რომელთა მიმართაც გამოყენებულია პირობითი მსჯავრი.“. 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

17 ოქტომბერი 2014 წ.

N2707-Iს