„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1781-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 070030000.05.001.017282
1781-Iს
13/12/2013
ვებგვერდი, 28/12/2013
070030000.05.001.017282
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პრობაციის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი).

2. პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.

3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან შეთანხმებით.

4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან შეთანხმებით.“.

2. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პრობაციის ბიუროს ტიპურ დებულებას პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან შეთანხმებით, პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსოს კულტურული, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა ღონისძიებები.“;

ბ) 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებულმა სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა შესაძლებელია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის ფუნქციონირების ხელშემწყობი სხვა საქმიანობაც.“.

4. 71 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დაწესებულების საქმიანობის წესი, სტრუქტურა, მისაღებ მსჯავრდებულთა ზღვრული რაოდენობა, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობები, მსჯავრდებულთა წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა განისაზღვრება დაწესებულების ტიპური დებულებით, რომელსაც პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.

9. დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

5. 72 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 72. კრიმინოლოგიური კვლევა პრობაციის ეროვნულ სააგენტოში

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ხელს უწყობს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ისეთი კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელებას, რომელთა მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, დანაშაულის თავიდან აცილებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების მეცნიერული შესწავლა.“.

6. 91 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პრობაციის ოფიცერი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში გადის პრობაციის ოფიცრის სპეციალურ სასწავლო კურსს, რომლის დასრულებისას აბარებს შესაბამის გამოცდას.“.

7. 92 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში გადის სპეციალურ სასწავლო კურსს, რომლის დასრულებისას აბარებს შესაბამის გამოცდას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის მიზნით თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერს შეიძლება ჰქონდეს სპეციალური საშუალებები − ხელკეტი და ხელბორკილი, რომელთა გაცემისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.“.

8. მე-12 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„11. პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, დააკისროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ დადგენილი შესაბამისი სავალდებულო სარეაბილიტაციო კურსის გავლის ვალდებულება.“.

9. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იმავდროულად არის საჯარიმო ქვითარი, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით.“.

10. 141 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დადგენილი რეჟიმის შესაბამისად პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის გამოცხადების დროისათვის მის მიერ ადგილსამყოფლის დროებით შეცვლისას მსჯავრდებული შესაძლებელია გამოცხადდეს და რეგისტრაცია გაიაროს შესაბამის პრობაციის ბიუროში თავისი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით, შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, რომლის ოდენობას განსაზღვრავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. ეს საფასური ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და მისი საკუთრებაა.“.

11. 211 მუხლის:

 ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის 1 თანამშრომელი;“;

 ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუდმივმოქმედ კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენლის კანდიდატურას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო.

  5. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის 1 თანამშრომელსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 2 თანამშრომელს ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.“;

გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.

9. პირობით მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.  

12. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით, მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადებისას) სასამართლო განაჩენის ასლის ან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ პრობაციის ბიურო განუსაზღვრავს მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მსჯავრდებული, მისი სოციალური მდგომარეობისა და სამუშაო პირობების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იქნება კვებით ან მას პრობაციის ეროვნული სააგენტო აუნაზღაურებს კვების ხარჯებს, რომლის დანიშვნის პირობები და წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ნორმატიული აქტით.

5. მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დროს, შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ დადგენილი პირობებისა და წესის შესაბამისად, პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სათანადო სახის დაზღვევით.“.

13. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულისათვის შეთავაზებული სამუშაოს ხანგრძლივობა სასამართლოს ან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაზე ნაკლებია, პრობაციის ბიურო ვალდებულია შეთავაზებული სამუშაოს ვადის გასვლამდე განუსაზღვროს მსჯავრდებულს ახალი სამუშაო ადგილი.“.

14. მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას ახორციელებს მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, რომლის შედგენის პრინციპებს, წესსა და ფორმას განსაზღვრავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. ამ ფუნქციის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი თანამშრომლობს სოციალურ მუშაკთან;

ზ) მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის მოთხოვნების შესრულების, აგრეთვე მის შესახებ სხვა ინფორმაციის რეგისტრაციას ახორციელებს სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, რომლის წარმოების წესსა და ფორმას ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

13 დეკემბერი 2013 წ.

N1781-Iს