„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6215-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 070030000.05.001.016747
  • Word
6215-რს
15/05/2012
ვებგვერდი, 29/05/2012
070030000.05.001.016747
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზ

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება აგრეთვე განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული არასაპატიმრო სასჯელთა სახის, პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების და განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულებას უზრუნველყოფს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – პრობაციის ეროვნული სააგენტო), რომელიც ამ აქტების და განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულებას ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიუროები) და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების მეშვეობით.“.

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებული, მისი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულია დაემორჩილოს სასჯელის მოხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ოფიცრისა და სხვა უფლებამოსილ თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები, არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია პრობაციის ბიუროს უფროსის ნებართვის გარეშე. ასეთი ნებართვის აღება არ ევალებათ ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულებსა და პირობით მსჯავრდებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კონტროლსა და დახმარებას ახორციელებს სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა.“.

4. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 −13  პუნქტები:

„11 . პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, დააკისროს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ს მიერ დადგენილი შესაბამისი სავალდებულო სარეაბილიტაციო კურსის გავლის ვალდებულება.

12 . მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის 1 1   პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა ან მისთვის განზრახ თავის არიდება არის სასამართლოსათვის შესაბამისი წარდგინებით მიმართვის საფუძველ.

13 . თუ მსჯავრდებული პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას გამოცხადდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, არ ემორჩილება პრობაციის ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას ან არაკორექტულად იქცევა, პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია, პრობაციის ბიუროს უფროსთან შეთანხმებით, მსჯავრდებული გადაიყვანოს განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას მსჯავრდებულის არა უმეტეს 3 თვის განმავლობაში კვირაში არა უმეტეს სამჯერ გამოცხადების ვალდებულებას.“ ;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41  პუნქტი:

„41 . თუ მსჯავრდებული არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (პირი, რომელსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად მოშლის გამო, რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას ანდა ყოფა-ცხოვრების არსებით გაძნელებას), ან ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი − 65 წლიდან, მამაკაცი − 70 წლიდან), პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით, მსჯავრდებულს შესაძლებელია შეუმსუბუქდეს დადგენილი რეჟიმი 3 თვეში ერთხელ პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებით, ხოლო თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულზე ზედამხედველობას განახორციელებს მის საცხოვრებელ ადგილას არანაკლებ 3 თვეში ერთხელ გამოცხადებით.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51  პუნქტი:

„51 . არასრულწლოვნის მიერ, აგრეთვე იმ მსჯავრდებულის მიერ, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე ნაკლებია, დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს გაფრთხილების შესახებ ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი).“;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მსჯავრდებული უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს იგი პრობაციის ბიუროს უფროსთან, რომელიც საკითხს განიხილავს და წყვეტს 15 სამუშაო დღის ვადაში.“;

ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის პირველი, 13 , მე-4 და 41  პუნქტებით გათვალისწინებული დადგენილი რეჟიმის დარღვევა

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 51  პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა მის გაფრთხილებას.“;

ვ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81  და 82  პუნქტები:

„81 . ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, პირველი დარღვევიდან ერთი წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 51  პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის განმეორებით გაფრთხილებას .

82 . მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა ბოლო დარღვევიდან ერთი წლის განმავლობაში

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 51  პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა მის მორიგ გაფრთხილებას.“;

ზ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა ასევე შეიძლება გახდეს პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი. ჯარიმის გადახდის ვალდებულებასთან/გაფრთხილებასთან ერთად ან დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისთვის მსჯავრდებულს შესაძლებელია შეეცვალოს და დაუმძიმდეს დადგენილი რეჟიმი.“;

თ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

10. თუ საპრობაციო ვადის განმავლობაში მსჯავრდებული სრულწლოვანი გახდა, ან მსჯავრდებული აღარ ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე მეტია, დადგენილი რეჟიმის მორიგი დარღვევისას მსჯავრდებული დაჯარიმდება დარღვევის რიგითობის მიხედვით, ამ მუხლის მე-8, 81  და 82  პუნქტებით დადგენილი ჯარიმის შესაბამისი ოდენობით..

5 . მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ კანონის მე-12 მუხლის 51  პუნქტით განსაზღვრულ გაფრთხილების შესახებ ოქმში აღინიშნება: შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მსჯავრდებულის პირადი მონაცემები; დადგენილი რეჟიმის დარღვევის ადგილი, დრო, არსი და რიგითობა; გაფრთხილების სამართლებრივი საფუძველი, ამ კანონის შესაბამისი მუხლების მითითებით; მოსალოდნელი შედეგები; გაფრთხილების გასაჩივრების წესი და ვადა; დადგენილი რეჟიმის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით არსებული სხვა ინფორმაცია. გაფრთხილება მოწმდება პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის ბეჭდით და ხელმოწერით.“.

6 . მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე მსჯავრდებულის წერილობით განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით.“.

7 . 141  მუხლის:

ა) პირველი და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8−მე-10 პუნქტები:

„8. დადგენილი რეჟიმის შესაბამისად პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის გამოცხადების დროისათვის მის მიერ ადგილსამყოფლის დროებით შეცვლისას მსჯავრდებული შესაძლებელია გამოცხადდეს და რეგისტრაცია გაიაროს შესაბამის პრობაციის ბიუროში თავისი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით , შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, რომლის ოდენობას განსაზღვრავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. ეს საფასური ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და მისი საკუთრებაა.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებული არა უგვიანეს გამოცხადების წინა სამუშაო დღისა საქმისმწარმოებელ პრობაციის ბიუროს წერილობით აცნობებს ადგილსამყოფლის დროებით შეცვლის შესახებ, შესაბამისი ვადის მითითებით.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმისმწარმოებელი პრობაციის ბიურო მსჯავრდებულს გადასცემს დროებით სარეგისტრაციო ნებართვას, რომელიც უნდა შეიცავდეს იმ პრობაციის ბიუროს სახელწოდებასა და მისამართს, სადაც კონტროლის განხორციელების მიზნით უნდა გამოცხადდეს მსჯავრდებული პრობაციის ბიუროში გამოცხადების დროს მსჯავრდებულისთვის დადგენილი გრაფიკის მიხედვით, პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და ბეჭედს. დროებითი სარეგისტრაციო ნებართვის ფორმას ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.“.

8 . მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. არასრულწლოვნები, აგრეთვე ის მსჯავრდებულები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე ნაკლებია, გათავისუფლებული არიან ამ კანონის მე-14 მუხლით და 141  მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.“.

9 . მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სამართლებრივი აქტი აღსასრულებლად წარედგინება პრობაციის ბიუროს და მას საამისოდ უფლებამოსილი პირი 3 სამუშაო დღის ვადაში არეგისტრირებს მსჯავრდებულთა რეგისტრაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

2. მსჯავრდებულთა რეგისტრაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში აღინიშნება:

ა) სამართლებრივი აქტის რეგისტრაციის ნომერი;

ბ) სამართლებრივი აქტის პრობაციის ბიუროში შესვლის თარიღი (სააღსრულებო წარმოებაში მიღების თარიღი);

გ) სამართლებრივი აქტის სახე, მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს დასახელება, აქტის ძალაში შესვლის თარიღი;

დ) სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილის მოკლე შინაარსი;

ე) მსჯავრდებულის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაციის მიხედვით, ასევე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო ადგილი ან სასწავლებელი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება და იურიდიული მისამართი);

ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი;

ზ) პრობაციის ოფიცერი, რომელსაც აღსასრულებლად გადაეცა სამართლებრივი აქტი;

თ) მონაცემები წარდგინებების შესახებ;

ი) სააღსრულებო წარმოების დამთავრების თარიღი.“.

10 . მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. თითოეული სამართლებრივი აქტის სააღსრულებო წარმოებაში მიღების შემდეგ იხსნება სააღსრულებო საქმე, რომლსაც ენიჭება უნიკალური რიგითი ნომერი..

11 . 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პრობაციის ბიუროს უფროსი/დაწესებულების უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით მიმართავს სასამართლოს.“.

12 . 211  მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულისათვის (მათ შორის, პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურისათვის, რომლის ყოფაქცევის კონტროლი ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით) გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671  მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც, მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი კომისია.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. გადაწყვეტილების მიღებისას მუდმივმოქმედი კომისია ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671  მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესრულებას, ასევე იმას, მიღწეულია თუ არა ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნები, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებაზე..

13 . 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. წარდგინებას უნდა ახლდეს პრობაციის ბიუროს მიერ დამოწმებული მსჯავრდებულის (იურიდიული პირის) პირადი საქმის ასლი.“.

14 . 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით მსჯავრდებულზე სამუშაოზე გამოუცხადებლობისას ვრცელდება ამ კანონის 121  მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საპატიო პირობები.

4. პატივსადები მიზეზების არსებობისას დამსაქმებელს, პრობაციის ოფიცერთან შეთანხმებით, შეუძლია გაათავისუფლოს მსჯავრდებული კონკრეტულ დღეს სამუშაოს შესრულებისგან. ამ შემთხვევაში მსჯავრდებული შეუსრულებელ სამუშაოს სხვა დროს შეასრულებს.“.

15 . კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII1 თავი :

თავი VIII1

განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულება

    მუხლი 332 . საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულების წესი

1. თუ განრიდების სუბიექტი იკისრებს საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებას, როგორც განრიდების პირობას, პროკურორი პრობაციის ბიუროს უგზავნის ინფორმაციას ამ პირის მიერ ნაკისრი განრიდების პირობის შესახებ, რის შემდეგაც პრობაციის ბიურო განრიდების სუბიექტს განუსაზღვრავს სამუშაოს სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას.

2. განრიდების სუბიექტის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებაზე ვრცელდება ამ კანონის დებულებანი მათი შინაარსის გათვალისწინებით.

    მუხლი 333 . საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებაზე ზედამხედველობა

1. განრიდების სუბიექტის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს სრულფასოვნად შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს შესაბამისი პრობაციის ბიურო.

2. პრობაციის ბიურო პროკურორს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებაზე.“.

16 . 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 35. გამასწორებელი სამუშაოს მოხდის პირობები

1. გამასწორებელი სამუშაოს მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება სამუშაოდან გათავისუფლება პრობაციის ბიუროს წერილობითი ნებართვის გარეშე. ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ გათავისუფლების მიზეზის დასაბუთების შემდეგ. ნებართვის გაცემაზე უარი მოტივირებული უნდა იყოს. უარის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით.

2. თუ სამუშაო ადგილის არქონის ან სხვა პატივსადები მიზეზების გამო ვერ ხერხდება გამასწორებელი სამუშაოს სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება, პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია ეს სასჯელი აღასრულოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებულ სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის მეშვეობით.“.

17 . მე-40 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას ახორციელებს მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, რომლის შედგენის პრინციპებს, წესსა და ფორმას განსაზღვრავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. ამ ფუნქციის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი თანამშრომლობს სოციალურ მუშაკთან;“;

ა.ბ) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11  პუნქტი:

11 . პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში პროფესიული საქმიანობიდან მიღებული ინფორმაციის არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება და გამჟღავნება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ მუხლის პირველი პუნქტისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერვე დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეიძლება აგრეთვე განახორციელოს სოციალურმა დაწესებულებამ, ორგანიზაციამ, სოციალურმა მუშაკმა ან შესაბამისი განათლების მქონე ცალკეულმა პირმა.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. პირობით მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671  მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებას ზედამხედველობს პრობაციის ოფიცერი. პრობაციის ბიუროს უფროსი პროკურორს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას მსჯავრდებულის მიერ სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესრულების შესახებ.“.

18. 41- მუხლ:

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  პუნქტი:

31 . ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის მსჯავრდებული შეიძლება გადაყვანილ იქნ ამ კანონის მე-12 მუხლის 13  პუნქტით გათვალისწინებულ გამოცხადების განსაკუთრებულ რეჟიმზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. მსჯავრდებულის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში სააღსრულებო საქმე გადაეგზავნება პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 15 მაისი.

№6215-რს