„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 434
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 12/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 080.040.030.05.001.003.301
  • Word
434
31/10/2008
სსმ, 31, 12/11/2008
080.040.030.05.001.003.301
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. პრობაციის ეროვნული სამსახური

1. პრობაციის ეროვნული სამსახური არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. პრობაციის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომში – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი).

2. პრობაციის ეროვნულ სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.

3. პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილეს პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.

4. პრობაციის ეროვნული სამსახურის საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.

5. პრობაციის ეროვნული სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

6. პრობაციის ეროვნული სამსახურის სხვა თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე და დანიშვნის წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით.“.

    მუხლი 2

1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახური და ჩამოყალიბდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სამსახურად.

2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახური არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის უფლებამონაცვლე.

3. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

5. საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 იანვრისათვის უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის.

6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2009 წლის 1 იანვრისათვის უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა მე-2 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები და მე-3 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 31 ოქტომბერი.

№434–რს