„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3713-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 070030000.05.001.017785
3713-IIს
12/06/2015
ვებგვერდი, 24/06/2015
070030000.05.001.017785
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სასჯელის სახით შინაპატიმრობის დანიშვნის შესახებ.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების და სასჯელის დანიშვნისას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებას უზრუნველყოფს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – პრობაციის ეროვნული სააგენტო) თავისი ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიუროები) და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების მეშვეობით.“;

  ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების არასრულწლოვნის მიმართ აღსრულების პროცესში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებითა და სპეციალური წესებით, რომლებიც გამოიყენება, როგორც უპირატესი ძალის მქონე ნორმები.“.

3. მე-12 მუხლის:

ა) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. იმ მსჯავრდებულის მიერ, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე ნაკლებია, დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს გაფრთხილების შესახებ ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი).“;

  ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „10. თუ მსჯავრდებული საპრობაციო ვადის განმავლობაში აღარ ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე მეტია, დადგენილი რეჟიმის მორიგი დარღვევისას მსჯავრდებული დაჯარიმდება დარღვევის რიგითობის მიხედვით, ამ მუხლის მე-8, 81 და 82 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის შესაბამისი ოდენობით.“.

4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ის მსჯავრდებულები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე ნაკლებია, გათავისუფლებული არიან ამ კანონის მე-14 მუხლითა და 141 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.“.

5. 21-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) მსჯავრდებულისათვის დანიშნული შინაპატიმრობის სხვა სახის სასჯელით შეცვლის შესახებ.“.

6. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი:

„72. შინაპატიმრობის დანიშვნის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას;

ბ) შინაპატიმრობის სხვა სახის სასჯელით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის X2 თავი:

„თავი X2

სასჯელის სახით დანიშნული შინაპატიმრობის აღსრულების წესი

 

მუხლი 448. შინაპატიმრობის აღსრულების წესი

1. სასჯელის სახით დანიშნული შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტების წარმოებაში მიღებასა და აღსრულებაზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესი.

2. შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტი ექვემდებარება წარმოებაში მიღებას და აღსრულების დაწყებას დაუყოვნებლივ, თუ ამ სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

3. შინაპატიმრობით მსჯავრდებულის მიმართ არ ვრცელდება ამ კანონის  IV თავის მოქმედება, გარდა 121 მუხლისა.

4. შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში მსჯავრდებულზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

5. მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის რეჟიმის (სასამართლოს მიერ დადგენილი შინაპატიმრობის დრო და პირობები, აგრეთვე მსჯავრდებულის სხვა მოვალეობები) არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფროსი შესაბამისი წარდგინებით მიმართავს განაჩენის გამომტან სასამართლოს.

6. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება  ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ეროვნული სააგენტო.

7. მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება.

8. იქ, სადაც შინაპატიმრობის  ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით კონტროლი ტექნიკურად შეუძლებელია, კონტროლი ხორციელდება მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილზე პრობაციის ოფიცრის გაუფრთხილებელი ვიზიტით, თვეში არანაკლებ ექვსჯერ, რის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი.

9. შინაპატიმრობის აღსრულებისას ამ კანონის 121 მუხლით გათვალისწინებული საპატიო პირობების არსებობის შემთხვევაში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით, მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული თხოვნით, პრობაციის ბიუროს უფროსის წერილობითი ნებართვით მსჯავრდებულს შესაძლებელია მიეცეს საცხოვრებლიდან დროებით გასვლის უფლება.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივნისი 2015 წ.

N3713-IIს