„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2324-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 070030000.05.001.017416
2324-IIს
30/04/2014
ვებგვერდი, 13/05/2014
070030000.05.001.017416
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (მსჯავრდებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) მიხედვით.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თუ მსჯავრდებულს საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი), სამართლებრივი აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მიუთითოს შესაბამისი პრობაციის  ბიურო, სადაც მსჯავრდებული გამოცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სამართლებრივი აქტის მიმღებმა (გამომცემმა) ორგანომ უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.“.

2. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (მსჯავრდებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით.“.

3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მსჯავრდებულის შესახებ არსებული მონაცემები და მისი ფოტოსურათი;“.

4. მე-18 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მსჯავრდებული ვალდებულია აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა გამოცხადდეს ამ სამართლებრივ აქტში მითითებულ პრობაციის ბიუროში სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყების, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებით თავის უფლება-მოვალეობათა გაცნობისა და პრობაციის ბიუროს მიერ მის მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით. პრობაციის ოფიცერი პრობაციის ბიუროში გამოცხადებულ მსჯავრდებულს აცნობს მის უფლება-მოვალეობებს და მათი შეუსრულებლობის შესაძლო შედეგებს, რის შესახებაც ადგენს სათანადო ოქმს.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8.  ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულის გაფრთხილების ვალდებულება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი). ასეთი მსჯავრდებული სამართლებრივი აქტის მიმღებმა (გამომცემმა) ორგანომ წინასწარ უნდა გააფრთხილოს შესაბამის პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობისას ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის (აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებაში მყოფ ასეთ მსჯავრდებულთა გაფრთხილების ფორმა და წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად უგზავნის ამ აქტის მიმღებ სასამართლოს.“.

5. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. პრობაციის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის მოხსენებითი ბარათი წარდგინების მოთხოვნის შესახებ

თუ პრობაციის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი მიიჩნევს, რომ არსებობს სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძველი, იგი პრობაციის ბიუროს/დაწესებულების უფროსის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს. მოხსენებით ბარათში უნდა მიეთითოს:

ა) სააღსრულებო საქმის ნომერი;

ბ) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი;

გ) მოკლე ცნობები სააღსრულებო მოქმედებათა შესახებ;

დ) ცნობები მსჯავრდებულის (იურიდიული პირის) მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ;

ე) პრობაციის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის პირადი მოსაზრება წარდგინების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით;

ვ) პრობაციის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის ხელმოწერა, ბეჭედი და მოხსენებითი ბარათის წარდგენის თარიღი.“.

6. 21-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პრობაციის ბიუროს/დაწესებულების უფროსის წარდგინების სახეები“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წარდგინება შეიტანება სასამართლოში მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) მიხედვით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – შესაბამისი პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით.“;

გ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული/შეცვლილი სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.“.

7. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22. წარდგინება

1. სასამართლოსადმი პრობაციის ბიუროს/დაწესებულების უფროსის წარდგინებაში უნდა აღინიშნოს:

ა) სამართლებრივი აქტის დასახელება, რომლის აღსრულების პროცესშიც წარმოიშვა სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის აუცილებლობა;

ბ) მონაცემები მსჯავრდებულის შესახებ და სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობები;

გ) ცნობები მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ და სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი;

დ) ცნობები იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ და სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი;

ე) წარდგინების შინაარსი.

2. წარდგინებას ხელს აწერს და პრობაციის ბიუროს/დაწესებულების ბეჭდით ამოწმებს პრობაციის ბიუროს/დაწესებულების უფროსი.

3. წარდგინებას უნდა დაერთოს წარდგინებაში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებანი.

4. წარდგინებას უნდა ახლდეს პრობაციის ბიუროს/დაწესებულების მიერ დამოწმებული მსჯავრდებულის (იურიდიული პირის) პირადი საქმის ასლი.“.

8. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 7პუნქტი:

„71. თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული/შეცვლილი სასჯელის აღსრულების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას;

ბ) თავისუფლების შეზღუდვის სხვა სახის სასჯელით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისას;

გ) მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 454 მუხლი:

„მუხლი 454. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების მოქმედება იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთა საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობს

1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, სამართლებრივი აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მიუთითოს შესაბამისი პრობაციის  ბიურო, სადაც მსჯავრდებული გამოცხადდება.

2. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე ამ კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულის გაფრთხილების ვალდებულება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომლის საცხოვრებელი ადგილი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.“.

 

მუხლი 2. კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მყოფ უმისამართო მსჯავრდებულთა გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ გამოიცეს ამავე კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა.

 

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 აპრილი 2014 წ.

N2324-IIს