დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
პატიმრობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2263 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/07/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 38(45), 04/08/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 100.030.010.05.001.000.642 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (11/07/2009 - 16/07/2009)
საქართველოს კანონი
პატიმრობის შესახებ
კარი პირველი.
ზოგადი ნაწილი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე პატიმრობასთან, როგორც სასჯელის ღონისძიების აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს პატიმრობის აღსრულების ორგანოთა სისტემას და სტრუქტურას, აღსრულების პრინციპებსა და წესებს, პატიმართა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
2. პატიმრობის შესახებ კანონმდებლობა შედგება ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
21. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს უფლება აქვს ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოსცეს ბრძანება, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამავე კანონის დებულებებს.
3. პატიმრობის შესახებ კანონმდებლობა შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.335
მუხლი 2. სასჯელაღსრულების ქვემდებარე გადაწყვეტილებები
ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულდება პატიმრობასთან დაკავშირებული და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, განჩინება, დადგენილება და მოსამართლის ბრძანება, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2984-სსმI, №26, 05.09.2003წ., მუხ.193
თავი II
სასჯელაღსრულების ორგანოების სისტემა
მუხლი 3. სასჯელაღსრულების ორგანოები
სასჯელაღსრულების ორგანოებია სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და მასში შემავალი სასჯელაღსრულების დაწესებულებები.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
მუხლი 4. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი
1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სასჯელაღსრულების ორგანო, რომელიც შედის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო) სისტემაში, როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი (შემდგომში – სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი).
3. დეპარტამენტის დებულებას და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
4. დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის ნაწილია.
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1633-სსმI, №23, 24.07.2002 წ., მუხ.116
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30. 12.2008წ., მუხ.335
მუხლი 5. დეპარტამენტის ანგარიშვალდებულება
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის წინაშე. დეპარტამენტის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს წელიწადში ორჯერ მაინც წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30. 12.2008წ., მუხ.335
მუხლი 6. სასჯელაღსრულების დაწესებულებები და მათი სახეები
1. სასამართლოს განაჩენით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთას აღასრულებენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებები.
2. სასჯელაღსრულების დაწესებულებას საქართველოს ტერიტორიაზე ქმნის და აუქმებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
3. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სასჯელაღსრულების დაწესებულებებია:
ა) საერთო რეჟიმის დაწესებულება;
ბ) მკაცრი რეჟიმის დაწესებულება;
გ) საპყრობილე.
4. არასრულწლოვან მსჯავრდებულს, რომელსაც შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, ათავსებენ:
ა) თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში;
ბ) თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში.
5. სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებას და შინაგანაწესს დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4813-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.168
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30. 12.2008წ., მუხ.335
მუხლი 7. სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი
სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ93
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.335
მუხლი 8. სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და მსჯავრდებულთა დაცვა
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და მსჯავრდებულებს იცავენ გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურები, რომელთა დებულებებს ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. სპეციალური დაცვის სამსახურის ამოცანები და მისი შინაგანაწესი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი. გარე დაცვის სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი, რომლის სამსახურის ვადა განისაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. სპეციალური დაცვის სამსახურში წვევამდელის მიერ სამსახურის გავლა ჩაითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლად და სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ იგი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით. სპეციალური დაცვის სამსახურში ჩასარიცხ პირთა შერჩევისა და მათ მიერ სამსახურის გავლის წესს განსაზღვრავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
21. გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. ცალკეულ შემთხვევებში დეპარტამენტის თავმჯდომარეს დეპარტამენტთან ან სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეუძლია შექმნას გაძლიერებული დაცვის ჯგუფები განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად.
4. დადგენილი წესით სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება აქვს გამოიყენოს აუდიო, ვიზუალური, ელექტრონული ან სხვა სახის ტექნიკური კონტროლის საშუალებები დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულთა ყოფაქცევის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მიღების მიზნით. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია გააფრთხილოს მსჯავრდებულები დაცვისა და კონტროლის ამ საშუალებების გამოყენების თაობაზე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.335
მუხლი 9. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება წარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხორციელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებანი, რომელთა ამოცანაა დაწესებულების მოსამსახურეების და სხვა პირების, ასევე მსჯავრდებულთა პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დაწესებულებებში მომხდარი დანაშაულის გამოვლენა და გახსნა; სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევისა და დანაშაულის მზადების სტადიაში მისი აცილება; დადგენილი წესით იმ მსჯავრდებულთა ძებნა, რომლებიც გაიქცნენ დაწესებულებიდან; ურთიერთმოქმედება სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან მათი კომპეტენციის ფარგლებში იმ დანაშაულთა გამოვლენა - გახსნაში, რომლებიც მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე. ოპერატიულ- სამძებრო საქმიანობას ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახური, კანონით დადგენილი წესით.
3. სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულებას ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1351-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.123
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
\საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30. 12.2008წ., მუხ.335
მუხლი 10. (ამოღებულია)
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
თავი III
სასჯელაღსრულების ორგანოს მოსამსახურეები, მათი სახელმწიფო დაცვა, სოციალური გარანტიები და პასუხისმგებლობა
მუხლი 11. სასჯელაღსრულების ორგანოს მოსამსახურეები
1. სასჯელაღსრულების ორგანოს მოსამსახურე (შემდგომში _ მოსამსახურე) არის საჯარო მოსამსახურე.
2. მოსამსახურეების საშტატო ნუსხას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით.
21. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, გარდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
22. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს დეპარტამენტის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით ან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
23. სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილეებსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინებით.
24. სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეებისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი.
3. მოსამსახურეთა ატესტაცია ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. ატესტაციის პირობებს ადგენს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1633-სსმI, №23, 24.07.2002 წ., მუხ.116
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.335
მუხლი 111. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი
1. მოსამსახურეთა ან/და ამ სისტემაში დასაქმების მსურველთა მომზადებას, გადამზადებას ან/და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი.
2. მოსამსახურე (გარდა დეპარტამენტის თავმჯდომარისა), როგორც წესი, თანამდებობაზე ინიშნება მხოლოდ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ.
3. თუ მოსამსახურე თანამდებობაზე დაინიშნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში მომზადების პროგრამის გავლის გარეშე, მან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში მომზადების პროგრამა უნდა გაიაროს თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვის განმავლობაში.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.335
მუხლი 112. თორმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების მოსამსახურე
თორმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების მოსამსახურე შეიძლება იყოს პირი, რომელმაც გაიარა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის შესაბამისი პროგრამა და ჩააბარა გამოცდა.
საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4813-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.168
მუხლი 12. მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსი
1. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამსახურე არის ხელისუფლების წარმომადგენელი და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნა სავალდებულოა შესასრულებლად.
2. მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის კანონიერი მოქმედებით გამოწვეულ მატერიალურ ზიანს ანაზღაურებს სახელმწიფო კანონით დადგენილი წესით.
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურეს უფლება აქვს ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები. ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების ტარების და გამოყენების წესს ადგენს კანონი.
მუხლი 13. სამუშაო დრო და ანაზღაურება
მოსამსახურის სამუშაო და დასვენების დრო, აგრეთვე შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 14. სამსახურებრივი ფორმა
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურე ატარებს სამსახურებრივ ფორმას.
2. მოსამსახურის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 15. მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა
მოსამსახურესა და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესითა და ოდენობით.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2465-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.406
მუხლი 16. მოსამსახურის შვებულება
1. მოსამსახურის ყოველწლიური ძირითადი შვებულების ვადა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით.
2. მოსამსახურეს სამსახურებრივი სტაჟის გათვალისწინებით ეძლევა დამატებითი შვებულება კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 17. სოციალური გარანტიები
1. მოსამსახურე ექვემდებარება სახელმწიფო დაზღვევას.
2. მოსამსახურეებზე ვრცელდება პოლიციის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები, რომელიც განსაზღვრულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით.
კარი მეორე
თავისუფლების აღკვეთის აღსრულება და მოხდა
თავი IV
თავისუფლების აღკვეთის აღსრულება
მუხლი 18. სასჯელის აღსრულების ადგილი
თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულები, როგორც წესი, სასჯელს იხდიან საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
მუხლი 19. თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისა და მოხდის რეჟიმის განსაზღვრა
1. თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისა და მოხდის რეჟიმს განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით.
2. ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეიძლება მოქმედებდეს სასჯელის მოხდის ერთი ან რამდენიმე რეჟიმი.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
მუხლი 20. თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნა
1. საპყრობილის ადმინისტრაცია ვალდებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ასლის მიღების დღიდან 2 დღის ვადაში გაუგზავნოს განაჩენის ასლი დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რომელიც 5 დღის ვადაში განსაზღვრავს იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც უნდა გაიგზავნოს მსჯავრდებული. საპყრობილის ადმინისტრაცია თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს სასჯელის მოსახდელად აგზავნის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ასლის მიღების დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
2. მსჯავრდებული, რომელსაც განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა საერთო ან მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოხდით, მისივე წერილობითი თანხმობით, დადგენილი წესით შეიძლება დატოვებულ იქნეს საპყრობილეში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მისი გადაადგილების წესსა და პირობებს განსაზღვრავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
3. სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის საპყრობილეში დატოვება ფორმდება სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30. 12.2008წ., მუხ.335
მუხლი 21. მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიღების წესი
1. მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია მოვალეა განაჩენის გამომტან სასამართლოს და მსჯავრდებულის ოჯახს დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შესახებ.
3. მსჯავრდებულს წერილობითი ფორმით უნდა გააცნონ მისი უფლებები და მისდამი მოსამსახურეების მოპყრობის წესები, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესები, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნები.
4. მსჯავრდებულს, რომელმაც არ იცის სახელმწიფო ენა, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული უფლებები, წესები და მოთხოვნები მიეწოდება მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ ენაზე.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2462-სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.150
მუხლი 22. მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცალკე ათავსებენ:
ა) ქალებს;
ბ) არასრულწლოვანებს;
გ) პირველად მსჯავრდებულებს;
დ) უვადო თავისუფლებააღკვეთილებს.
ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს.
ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაზარალებულად ცნობილ პირებს.
2. სასჯელაღსრულების დაწესებულების სამკურნალო განყოფილებაში განცალკევებით ათავსებენ შიდსით და სხვა არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს.
3. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით შეიძლება დაადგინოს განცალკევებით მოთავსების სხვა წესი.
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1891-სსმI, №3, 17.01.2003 წ., მუხ.17
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2953-სსმI, №15, 16.05.2006წ., მუხ.106
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30. 12.2008წ., მუხ.335
მუხლი 23. სასჯელის მოხდა
1. თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული სასჯელის მთელ ვადას იხდის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
2. მსჯავრდებულის გადაყვანა იმავე რეჟიმის სხვა დაწესებულებაში დაიშვება მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ყოფნა მოცემულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუძლებელია განსაკუთრებულ გარემოებათა გამო.
3. მსჯავრდებულის გადაყვანის წესი და პირობები განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2462-სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.150
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
თავი V
თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესი და პირობები
მუხლი 24. სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმი
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ყოფნის რეჟიმმა (შემდგომში _ რეჟიმი) ხელი უნდა შეუწყოს თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა გამოსწორებას.
2. რეჟიმის ძირითადი პირობებია:
ა) მსჯავრდებულთა იზოლაცია;
ბ) მსჯავრდებულთა მიმართ მუდმივი ზედამხედველობა;
გ) მსჯავრდებულთათვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე კონტროლი;
დ) მსჯავრდებულთათვის მინიჭებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
ე) მსჯავრდებულთა და მათი მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების დაცვა;
ვ) მსჯავრდებულთა განცალკევება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;
ზ) მსჯავრდებულთათვის რეჟიმის შეცვლა კანონით დადგენილი წესით;
თ) მსჯავრდებულთა მიმართ კანონით დადგენილი შეღავათების გავრცელება.
3. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ყოფნა რეგლამენტირებულია შინაგანაწესით.
4. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შინაგანაწესის დაცვის მიზნით დასაშვებია მსჯავრდებულთა და მათი მოთავსების ადგილის შემოწმება.
5. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია მოახდინოს იმ პირთა ნივთებისა და ტანსაცმლის გასინჯვა, რომლებიც შედიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან გადიან იქიდან.
6. იმ ნივთებისა და საგნების ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს მსჯავრდებულს, განსაზღვრავს სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულება. ფული ან სხვა ფასეულობანი მსჯავრდებულს ჩამოერთმევა და გადაეცემა შესანახად სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას. ფულის ან სხვა ფასეულობათა ჩამორთმევა ხდება ამ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
მუხლი 25. მსჯავრდებულისათვის რეჟიმის პირობების შეცვლა
1. მსჯავრდებულს, მისი ქცევისა და სამუშაოსადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, შეიძლება შეეცვალოს რეჟიმის პირობები, როგორც ერთი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ასევე სხვა რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანით.
2. პირობების შეცვლა ერთი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების ფარგლებში შეიძლება მოხდეს ამ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
3. მსჯავრდებულის გადაყვანა ერთი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სხვა რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, ამ კანონით დადგენილი წესით.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს მსჯავრდებული ნაკლებად მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაჰყავს ამ დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, რის შესახებაც ეცნობება სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიას, ან მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით.
5. თუ დეპარტამენტის თავმჯდომარე უარს იტყვის მსჯავრდებულის გადაყვანაზე ნაკლებად მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამავე საკითხზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.
6. დეპარტამენტის თავმჯდომარეს მსჯავრდებული შედარებით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაჰყავს ამ დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, რის შესახებაც ეცნობება სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიას.
7. მსჯავრდებულის გადაყვანა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასაშვებია 3 წლამდე ვადით, ხოლო საპყრობილეში – 1 წლამდე ვადით.
8. დეპარტამენტის თავმჯდომარეს შეუძლია სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადები გააგრძელოს 1 წლამდე ვადით, რის შესახებაც ეცნობება სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიას. სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს შეუძლია შესაბამისი წარდგინებით მიმართოს დეპარტამენტის თავმჯდომარეს იმ შემთხვევაშიც, თუ მსჯავრდებულს გაუგრძელეს რეჟიმის შეცვლის ვადა.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
თავი VI
მსჯავრდებულის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 26. მსჯავრდებულის უფლებები
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს:
ა) უზრუნველყოფილი იყოს:
ა. ა) საცხოვრებელი სადგომით, კვებით, ტანსაცმლითა და შრომის უსაფრთხოებით;
ა. ბ) სამედიცინო დახმარებით და მომსახურებით;
ა. გ) დამცველთან შეუზღუდავი შეხვედრით;
ა.დ) სატელეფონო საუბრებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციის კონტროლით, აგრეთვე მიმოწერით;
ა.ე) ბანდეროლებისა და ამანათების მიღება-გაგზავნით ადმინისტრაციის კონტროლით, გარდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა;
ა.ვ) ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით ადმინისტრაციის კონტროლით;
ბ) შეიტანოს საჩივარი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის, მოსამსახურეთა, დეპარტამენტის ან სხვა სახელმწიფო დაწესებულების უკანონო მოქმედებაზე;
გ) მიიღოს ზოგადი, პროფესიული ან უმაღლესი განათლება, გაიაროს სოციალური ადაპტაციის კურსები, გაეწიოს კონსულტაციები;
დ) მიიღოს მონაწილეობა კულტურულ-აღმზრდელობით ან რელიგიურ ღონისძიებაში, ისარგებლოს შესაბამისი ინვენტარითა და ლიტერატურით;
ე) ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას და ადმინისტრაციის კონტროლით იქონიოს ამისათვის საჭირო ხელსაწყოები;
3. (ამოღებულია)
2. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას ეკრძალება შეაჩეროს ან შეამოწმოს სასამართლოს, დეპარტამენტის, დამცველის ან პროკურორისათვის გაგზავნილი მსჯავრდებულის განცხადება.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2588-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ,37
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
მუხლი 27. მსჯავრდებულის მოვალეობა
1. მსჯავრდებულს ევალება:
ა) დაიცვას სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესი და შეასრულოს ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნა;
ბ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საცხოვრებელი სადგომი;
გ) იმუშაოს ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ სამუშაო ადგილზე ამ კანონითა და დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილი პირობებით.
2. განსაზღვრული რეჟიმის ფარგლებში ადმინისტრაციამ შეიძლება მსჯავრდებულს დააკისროს დამატებითი მოვალეობები. აკრძალულია მსჯავრდებულისათვის ისეთი მოვალეობების დაკისრება, რომელიც ამკაცრებს დაწესებული რეჟიმის პირობებს, ლახავს მის პატივსა და ღირსებას.
თავი VII
მსჯავრდებულის მიმართ ადმინისტრაციული, დისციპლინური და აღმზრდელობითი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენება
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5114-სსმI, №27, 17.07.2007წ., მუხ.249
მუხლი 28. აღმზრდელობითი ზემოქმედების ღონისძიებანი
სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია იყენებს შესაბამის სასწავლო, აღმზრდელობით და სოციალურ პროგრამებსა და მსჯავრდებულთა ინიციატივის წახალისებას გათავისუფლების შემდეგ მათ მიერ სოციალურად დადებითი საქმიანობის განსახორციელებლად.
მუხლი 29. მსჯავრდებულის წახალისება კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი პატიოსანი დამოკიდებულებისათვის
1. ადმინისტრაციას შეუძლია წაახალისოს მსჯავრდებული კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისათვის. წახალისების წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესით.
2. წახალისების სახეებია:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დისციპლინური სასჯელის ვადაზე ადრე მოხსნა;
გ) (ამოღებულია)
დ) დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მკაცრი რეჟიმის საკნის ტიპის სადგომიდან ამავე დაწესებულების ჩვეულებრივ საცხოვრებელ სადგომში გადაყვანა;
ე) მკაცრი რეჟიმის საერთო რეჟიმით შეცვლაზე წარდგენა;
ვ) დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებაზე წარდგენა.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
მუხლი 30. მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გამოყენება
1. სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევისათვის მსჯავრდებულს, თუ მისი ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ან ამ კანონის 301 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებათა ნიშნებს, დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.
2. დისციპლინური ზომების გამოყენების უფლება აქვთ სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორსა და მის მოადგილეს.
3. დაუშვებელია ერთი და იმავე დისციპლინური გადაცდომისათვის რამდენიმე დისციპლინური სასჯელის დაკისრება.
4. მსჯავრდებულს უნდა განუმარტონ, თუ მისი რომელი ქმედება და რატომ იქნა მიჩნეული დისციპლინურ გადაცდომად და ჩამოართვან შესაბამისი ახსნა-განმარტება.
5. დისციპლინური პასუხისმგებლობის მასალები უნდა დაერთოს მსჯავრდებულის პირად საქმეს.
6. დისციპლინური სასჯელის სახეებია:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) (ამოღებულია)
დ) კარცერში მოთავსება ვადით ოც დღემდე, ხოლო აღმზრდელობით დაწესებულებაში _ ვადით ათ დღემდე;
ე) ამანათის, ბანდეროლის და გზავნილის მიღების აკრძალვა;
ვ) საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის საკნის ტიპის სადგომში გადაყვანა ვადით ექვს თვემდე;
ზ) მკაცრი რეჟიმის დაწესებულების სამარტოო საკანში გადაყვანა ვადით ერთ წლამდე.
7. ქალებისათვის, დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის, საკნის ტიპის სადგომში გადაყვანა ხდება ვადით სამ თვემდე.
8. მსჯავრდებულის გადაყვანა კარცერში უნდა მოხდეს სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილი წესით.
9. დისციპლინურ სასჯელდაუდებლად ითვლება პირი, რომელიც დისციპლინური სასჯელის მოხდიდან ერთი წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ გადაცდომას.
10. დისციპლინური სასჯელი არ უნდა იყოს მსჯავრდებულის დამამცირებელი და მისი პატივისა და ღირსების შემლახველი.
11. მსჯავრდებულს უფლება აქვს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ან სასამართლოში გაასაჩივროს მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ზომები.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2462-სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.150
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5114-სსმI, №27, 17.07.2007წ., მუხ.249
მუხლი 301. პასუხისმგებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შინაგანაწესის უხეში დარღვევისათვის, ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის
1. მსჯავრდებულის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესის უხეში დარღვევა, ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა _
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას არა უმეტეს 60 დღე-ღამის ვადით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის განმეორებით ჩადენა _
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას არანაკლებ 15 და არა უმეტეს 60 დღე-ღამის ვადით.
3. დარღვევის განმეორებით ჩადენად ჩაითვლება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 1 წლის განმავლობაში მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა.
4. ერთი წლის განმავლობაში შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღე-ღამეს.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც დისციპლინური სასჯელი დაედო. ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდებათ ორსულ ქალებსა და 14 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებს.
6. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. განკარგულება ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს;
ბ) შედგენის თარიღს, დროსა და ადგილს;
გ) სარეგისტრაციო ნომერს;
დ) მითითებას იმ ნორმატიულ აქტსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე, რომელთა საფუძველზედაც თანამდებობის პირი ახორციელებს აღნიშნულ უფლებამოსილებას;
ე) მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა);
ვ) დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს (წლის, თვის, რიცხვის, საათისა და წუთის მითითებით) და დარღვევის არსს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დროის განსაზღვრა, დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო;
ზ) მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში;
თ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში;
ი) შუამდგომლობას სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ, სახდელის ვადის მითითების გარეშე.
8. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემისას მსჯავრდებულს განემარტება უფლება – გაეცნოს განკარგულებას, მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გაასაჩივროს განკარგულება ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მომსახურებით. აღნიშნული განმარტებების თაობაზე აღინიშნება განკარგულებაში.
9. თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში.
10. დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვთ წერილობით წარადგინონ ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებას.
11. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ერთი ეგზემპლარი გამოცემისთანავე გადაეცემა მსჯავრდებულს.
12. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში წარედგინება უფლებამოსილ სასამართლოს, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. მტკიცების ტვირთი ეკისრება განკარგულების გამომცემ ორგანოს (თანამდებობის პირს).
13. განკარგულებას ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ მოსამართლე განიხილავს ერთპიროვნულად, ღია სასამართლო სხდომაზე, განკარგულების წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. დასაბუთებული გადაწყვეტილება საქმის განხილვის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოტანილი. დაუშვებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის სხვა დროისათვის გადადება.
14. სასამართლოში საქმე განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქმის განხილვისას არ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლი.
15. სასამართლოში საქმის განხილვა წარმოებს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მსჯავრდებული სარგებლობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გარანტირებული ყველა უფლებით. მას სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, მონაწილეობა მიიღოს მათ გამოკვლევაში, მოიწვიოს მოწმეები, მისცეს ახსნა-განმარტება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვას საკუთარი აზრი საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულს უფლება აქვს გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მომსახურებით. თუ მსჯავრდებულს არა აქვს ადვოკატის (დამცველის) აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი (დამცველი) სახელმწიფოს ხარჯზე.
16. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაში ჩაითვლება პირის სასამართლოში წარსადგენად გამოყენებული დრო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოსატანად გამოყენებული დრო.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5114-სსმI, №27, 17.07.2007წ., მუხ.249
მუხლი 302. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ
1. სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას) ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი მიიღება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა პირის მიერ შესაბამისი დარღვევის ჩადენა სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე.
2. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
3. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით.
4. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
5. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სამართლიანია, თუ შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობა შეესაბამება დამრღვევის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დარღვევის სიმძიმეს.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5114-სსმI, №27, 17.07.2007წ.,მუხ.249
მუხლი 303. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები
1. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:
ა) ჩაიდინა თუ არა პირმა ამ კანონით გათვალისწინებული ქმედება;
ბ) არის თუ არა მისი ქმედება მართლსაწინააღმდეგო;
გ) შეერაცხება თუ არა პირს ბრალად ჩადენილი ქმედება;
დ) უნდა შეეფარდოს თუ არა პირს პატიმრობა და რა ზომით;
ე) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი.
2. რამდენიმე დარღვევის ჩადენაში მხილებული პირის საქმის განხილვისას სასამართლო თითოეული დარღვევის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად წყვეტს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ საკითხებს.
3. სასამართლო უფლებამოსილია, დარღვევის ჩადენაში მხილებული რამდენიმე პირისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების საკითხი განიხილოს ერთობლივად, განკარგულების გამომცემის შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი პირის მიმართ ცალ-ცალკე.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5114-სსმI, №27, 17.07.2007წ., მუხ.249
მუხლი 304. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრება
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სააპელაციო სასამართლოში შეიძლება გაასაჩივრონ მხარეებმა ან მათმა წარმომადგენლებმა მათთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით გადაწყვეტილების (განჩინების) ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. შემოსულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოსა და მოწინააღმდეგე მხარეს.
2. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს განიხილავს კოლეგიურად – სამი მოსამართლის შემადგენლობით, ღია სასამართლო სხდომაზე. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილება (განჩინება) გამოაქვს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კანონით დადგენილი წესით და ვადებში.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5114-სსმI, №27, 17.07.2007წ., მუხ.249
მუხლი 305. აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და კონტროლი
1. ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებას (განჩინებას) აღსასრულებლად მიაქცევს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანი სასამართლო. აღსრულების ორგანიზება და კონტროლი ეკისრება დეპარტამენტს.
2. მსჯავრდებულის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით.
3. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა არ ჩაითვლება მსჯავრდებულის სასჯელის ვადაში.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5114-სსმI, №27, 17.07.2007წ., მუხ.249
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.335
მუხლი 31. მსჯავრდებულის პირადი საქმე
1.მსჯავრდებულის პირადი საქმე დგება მისი დაპატიმრებიდან გათავისუფლებამდე. გათავისუფლების შემდეგ პირადი საქმე ინახება სასჯელაღსრულების დაწესებულების არქივში. პირადი საქმისათვის დასართავი დოკუმენტების ჩამონათვალს და არქივში მისი შენახვის ვადას განსაზღვრავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
2. პირად საქმეში უნდა იყოს მონაცემები მსჯავრდებულის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის, აგრეთვე შრომისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ.
3. პირადი საქმის შევსებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი.
4. მსჯავრდებულის სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას, მისი პირადი საქმე უნდა გადაეგზავნოს ამ დაწესებულებას.
5. მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ სპეციალურად უფლებამოსილ პირს. ასეთ პირთა ნუსხას ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30. 12.2008წ., მუხ.335
თავი VIII
მსჯავრდებულთა საყოფაცხოვრებო პირობები
მუხლი 32. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულის მოთავსების ნორმატივები
სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის სწორად განხორციელების უზრუნველსაყოფად ცალკეული რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულის მოთავსების ზღვრული ნორმატივები განისაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესით, დაწესებულების შესაძლებლობათა გათვალისწინებით.
მუხლი 33. მსჯავრდებულის ცხოვრების პირობები
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი სადგომი, უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო-ტექნიკურ და სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უზრუნველყოფდეს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
2. ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უნდა იყოს 2 კვ. მ-ზე, საპყრობილეში 2,5 კვ.მ-ზე, ქალთა დაწესებულებაში 3 კვ.მ-ზე, არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში 3,5 კვ.მ-ზე, ხოლო სამკურნალო დაწესებულებაში _ 3 კვ.მ-ზე ნაკლები.
3. კვების ნორმები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით. ორსულ ქალებს, მეძუძურ დედებს, არასრულწლოვნებს, ავადმყოფებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ხანდაზმულებს (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) სხვა მსჯავრდებულებთან შედარებით უნდა შეექმნათ გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო და კვების პირობები.
4. საცხოვრებელ სადგომს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას და ვენტილაციას.
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1633-სსმI, №23, 24.07.2002 წ., მუხ.116
მუხლი 34. მსჯავრდებულის პირადი ჰიგიენა
1. მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად.
2. კვირაში ერთხელ მაინც მსჯავრდებული უზრუნველყოფილ უნდა იყოს სუფთა თეთრეულით და საპარიკმახერო მომსახურებით. ადმინისტრაციას ეკრძალება მოითხოვოს მსჯავრდებულისაგან თმების მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.
მუხლი 35. მსჯავრდებულის ტანსაცმელი და თეთრეული
1. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია მისცეს მსჯავრდებულს სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. აუცილებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი.
11. მსჯავრდებულისა და პატიმრის სპეციალური ტანსაცმლის ფორმას ცალკეული სასჯელაღსრულების დაწესებულების მიხედვით ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
2. მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. თეთრეულის გამოცვლის პერიოდი უნდა აკმაყოფილებდეს ჰიგიენის მოთხოვნებს.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05.2006წ., მუხ.93
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30. 12.2008წ., მუხ.335
მუხლი 36. მსჯავრდებულის კვების ორგანიზაცია
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვების ორგანიზაცია უნდა შეესაბამებოდეს მოსახლეობის კვების ტრადიციებს და შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საჭმლის კალორიულობის დაქვეითება.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს ბანდეროლებითა და ამანათებით მიიღოს კვების პროდუქტები, გარდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.
3. მსჯავრდებულს უფლება აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობისას ან მის ანგარიშზე ჩარიცხეს სხვა პირებმა ან ორგანიზაციებმა. პროდუქტების შესაძენად საკუთარი სახსრების გამოყენება დაიშვება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
4. მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სასმელი წყალი.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის №2588-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.37
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30. 12.2008წ., მუხ.335
თავი IX
მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურება
მუხლი 37. სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახურის ორგანიზაცია
სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახური წარმოადგენს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ნაწილს. სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის დონე არ უნდა იყოს ჯანმრთელობის დაცვის საერთო სისტემის დონეზე ნაკლები. სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონის მე-11-17 მუხლებით განსაზღვრული წესები.
მუხლი 38. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისვლისთანავე მსჯავრდებული გადის სამედიცინო შემოწმებას.
2. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება წელიწადში ერთხელ მაინც. დაავადებულ მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.
მუხლი 39. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქალთა ყოფნის განსაკუთრებული პირობები
1. საჭიროების შემთხვევაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეწყობა სპეციალური განყოფილება ფეხმძიმე ქალებისათვის და ბავშვებისათვის (ბავშვთა ბაგა-ბაღი). დედის შუამდგომლობით, მზრუნველობის ორგანოების ნებართვითა და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შეიძლება დედისა და სამ წლამდე ასაკის ბავშვისათვის ერთად ცხოვრების პირობების შექმნა.
2. სასჯელაღსრულების დაწესებულება დედას აძლევს საშუალებას ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილებთან, თუ ეს ხელს არ შეუშლის მათ ნორმალურ აღზრდასა და არ იქონიებს მათზე ცუდ გავლენას.
მუხლი 40. მკურნალობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც არანაკლებ ასი მსჯავრდებული იმყოფება, უნდა მოეწყოს სტაციონარული სამკურნალო პუნქტი სადღეღამისო სამედიცინო დახმარების გასაწევად.
2. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ასზე ნაკლები მსჯავრდებულია, უნდა შეიქმნას საექიმო-სამედიცინო პუნქტი, სადაც სამედიცინო მომსახურება შეიძლება განხორციელდეს შესაბამის ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებასთან ხელშეკრულების საფუძველზე.
3. თუ მსჯავრდებულის, მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს სამკურნალო პუნქტში ან ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებას, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში.
4. სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სამედიცინო ქვედანაყოფების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამ დაწესებულების ადმინისტრაცია
მუხლი 41. სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმი
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებამ, რომელსაც არ გააჩნია სტაციონარული-სამკურნალო პუნქტი ან ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებასთან არა აქვს დადებული ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურებაზე, ვალდებულია აიყვანოს ექიმი, რომელიც დაწესებულებას მოემსახურება ხელშეკრულების საფუძველზე.
2. ექიმი, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ემსახურება დაწესებულებას, ვალდებულია განახორციელოს მუდმივი კონტროლი მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე, უმკურნალოს მათ შესაძლებლობის ფარგლებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს მისი გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში.
3. ექიმი ვალდებულია დადგენილ ვადებში მოახდინოს მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმება და რომელიმე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საშიში პირობების შესახებ აცნობოს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს.
მუხლი 42. სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო კონტროლი
1. სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახური ან ექიმი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს:
ა) მსჯავრდებულთათვის მიცემული საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები;
ბ) დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;
გ) მსჯავრდებულთა ტანსაცმლისა და საწოლის თეთრეულის მდგომარეობა და სეზონის პირობებთან შესაბამისობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში სამედიცინო სამსახური ან ექიმი წერილობით აცნობებს დაწესებულების ადმინისტრაციას.
3. თუ დაწესებულების ადმინისტრაცია ჩათვლის, რომ ექიმის მიერ გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრა დაწესებულების შესაძლებლობებს აღემატება, იგი ვალდებულია მოხსენებითი ბარათით მიმართოს დეპარტამენტის ადმინისტრაციას. მოხსენებით ბარათს უნდა დაერთოს სამედიცინო სამსახურის ან ექიმის წერილი.
მუხლი 43. მსჯავრდებულის საერთო ფიზიკური მდგომარეობისათვის ხელის შეწყობა
მსჯავრდებულს, რომელიც რეჟიმის ან სხვა გარემოებათა გამო არ შეიძლება რეგულარულად გამოყვანილ იქნეს გასასეირნებლად, უნდა მიეცეს ჰაერზე ყოფნის ნება დღეში არანაკლებ ერთი საათისა.
თავი X
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთა განათლება და პროფესიული სწავლება
მუხლი 44. მსჯავრდებულთა ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლება
სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია შექმნას პირობები, რათა მსჯავრდებულებმა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლება. ადმინისტრაცია ვალდებულია დაწესებულებაში მოაწყოს ბიბლიოთეკა, რომელშიც უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა, ასევე მსჯავრდებულთათვის გასაგებ ენაზე პატიმრობის შესახებ კანონმდებლობა, ევროპული პენიტენციური წესები. მსჯავრდებულებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სოციალური ადაპტაციის სასწავლო ჯგუფებში, რომელთა შექმნაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მოვალეობაა.
მუხლი 45. ზოგადი განათლება
1. მსჯავრდებულს საშუალება უნდა ჰქონდეს მიიღოს ზოგადი განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამით.
2. არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დაწყებითი განათლების მიცემა სავალდებულოა. სახელმწიფო თავის ხარჯზე უზრუნველყოფს საბაზო განათლებას.
3. მსჯავრდებულს, რომელიც ვერ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, უნდა შეექმნას პირობები მის დასაუფლებლად.
მუხლი 46. პროფესიული განათლება
1.სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა შეიქმნას პირობები მსჯავრდებულთა პროფესიული დონის ასამაღლებლად.
2.პროფესიული სწავლება ნებაყოფლობითია იმ მსჯავრდებულებისათვის, რომელთაც გააჩნიათ რაიმე სპეციალობა, აგრეთვე არასრულწლოვან და იმ მსჯავრდებულებისათვის, რომელთაც სპეციალური განათლება არ გააჩნიათ.
3.მსჯავრდებულთა პროფესიული სწავლების დროს უპირატესობა ეძლევა იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც სასჯელაღსრულების დაწესებულებების პირობებშია შესაძლებელი.
4.სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით უფლება აქვს ნება დართოს მსჯავრდებულს ექსტერნად ისწავლოს საშუალო, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში.
5. მსჯავრდებულის ექსტერნად სწავლების წესსა და პირობებს განსაზღვრავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.335
თავი XI
ახლობლებთან მსჯავრდებულის ურთიერთობის სახეები
მუხლი 47. ახლობლებთან მსჯავრდებულის ურთიერთობის ზოგადი პრინციპები
1.სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ხელს უწყობს მსჯავრდებულს ურთიერთობა ჰქონდეს ოჯახთან, ნათესავებთან და სხვა ახლობლებთან.
2. აკრძალულია მსჯავრდებულის სრული იზოლაცია.
3.ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებთან მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი უნდა განხორციელდეს მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.
მუხლი 48. შეხვედრა ოჯახის წევრებთან და ახლო ნათესავებთან
1.მსჯავრდებულს უფლება აქვს შეხვდეს ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს (მეუღლეს, მშობლებს, ბებიას, პაპას, შვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, აგრეთვე მათ, ვისთანაც ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას პატიმრობამდე 2 წლის განმავლობაში). ამ უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ მსჯავრდებულისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წესრიგის დაცვის მიზნით.
2.პაემნის უფლება ეძლევათ მსჯავრდებულის ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს. პაემნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს. მსჯავრდებულთან პაემნის მსურველი პირი ვალდებულია ამის თაობაზე სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას შეატყობინოს პაემნამდე არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
3.საერთო რეჟიმის პირობებში პაემნის დროს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლის დასწრება სავალდებულო არ არის.
4.მსჯავრდებულ ქალებს უფლება აქვთ ჰქონდეთ თვეში არა უმეტეს ოთხი პაემნისა, ხოლო მსჯავრდებული მამაკაცებისათვის პაემნების რაოდენობა განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთის მოხდის რეჟიმის შესაბამისად. მსჯავრდებულის ქცევის ან შრომისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, მისი სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, განურჩევლად სქესისა, ასაკისა და სასჯელის მოხდის რეჟიმისა, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს შეუძლია მისცეს მსჯავრდებულს დამატებითი პაემანი.
41. მსჯავრდებულისათვის დამატებითი პაემნის მიცემის შესახებ გადაწყვეტილებას სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი იღებს საკუთარი ინიციატივით, სასჯელაღსრულების დაწესებულების სოციალური განყოფილების ან ამ კანონის 93-ე მუხლით განსაზღვრული კომისიის წარდგინებით. დამატებითი პაემნის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება შეთანხმებული უნდა იყოს დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურთან.
5.ყველა მსჯავრდებულს აქვს უფლება, შეხვდეს დამცველს ყოველგვარი შეზღუდვის, ჩარევისა და ცენზურის გარეშე. სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს შეუძლიათ შეხვედრას აკვირდებოდნენ ვიზუალურად, მაგრამ მოსმენის გარეშე.
6.მსჯავრდებულს, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეა, უფლება აქვს შეხვდეს თავისი ქვეყნის საკონსულოს წარმომადგენელს ან მისი ინტერესების დამცველ, სხვა ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელს.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15.05.2006წ., მუხ.93
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5114-სსმI, №27, 17.07.2007წ., მუხ.249
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №896-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.320
მუხლი 49. სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა
1. მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ გასვლის უფლება, თუ ეს აუცილებელია მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ხასიათის მიხედვით. დაწესებულების გარეთ გასვლის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რომელთაც ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
2. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას შეუძლია უფლება მისცეს მსჯავრდებულს, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორია, თუ მიღებული იქნება სარწმუნო ცნობა ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე.
3.დაწესებულების დროებითი დატოვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შვიდ დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის ადგილამდე მგზავრობის დროც.
4. დაწესებულების დროებითი დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.
5.დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევათ აღმზრდელობითი, საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინებით და მათი პიროვნებისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი ადგენს მსჯავრდებულის გამცილებელი თანამშრომლების რაოდენობას.
6. მსჯავრდებულის გარეთ გასვლის ხარჯები გადაიხდება მისი ან მისი ოჯახის სახსრებით.
7. სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებითი დატოვების წესსა და პირობებს განსაზღვრავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05.2006წ., მუხ.93
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30. 12.2008წ., მუხ.335
მუხლი 50. მიმოწერა და სატელეფონო საუბარი
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები, დადგენილი წესით და სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის კონტროლით ისარგებლოს საერთო სარგებლობის ტელეფონით, თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ამისი ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნია.
2. მიმოწერა და სატელეფონო საუბრები ხორციელდება მსჯავრდებულის ხარჯზე.
3.მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების დანიშნულებისამებრ ჩაბარებას, აგრეთვე მსჯავრდებულის წერილების ადრესატისათვის გაგზავნას აწარმოებს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია.
მუხლი 51. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
1.მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა გაცნობის შესაძლებლობა.
2.სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდება რადიოსა და ტელევიზიის ტრანსლაცია. მსჯავრდებულთათვის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების შესაბამისად მათ შეიძლება ჰქონდეთ პირადი რადიომიმღები, ტელევიზორი, ვიდეო- ან აუდიო მაგნიტოფონი, საბეჭდი საშუალება, თუ მათი გამოყენება არ არღვევს დაწესებულების შინაგანაწესსა და სხვა მსჯავრდებულთა სიმშვიდეს. აღნიშნული ტექნიკის გამოყენების ხარჯებს (ელექტროენერგიისა და სხვა) იხდის მსჯავრდებული.
3.მსჯავრდებულს შეუძლია საკუთარი სახსრებით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური, მხატვრული ლიტერატურა, გაზეთები და ჟურნალები.
მუხლი 52. სპეციალური ნებართვის გარეშე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლა
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;
გ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
დ) საქართველოს პარლამენტის საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ე) სახალხო დამცველი;
ვ) საქართველოს პროკურატურის საამისოდ უფლებამოსილი პირები.
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მის მიერ უფლებამოსილი პირები – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2119-სსმI, №50, 01.12.2005წ., მუხ.333
თავი XII
მსჯავრდებულთა შრომა
მუხლი 53. შრომისადმი დამოკიდებულების საერთო მოთხოვნები
1. მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობა ხორციელდება ამ კანონითა და შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. მსჯავრდებულთა შრომაში ჩაბმა, როგორც წესი, ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე.
3. მსჯავრდებულს უფლება აქვს ამოირჩიოს ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სამუშაოებიდან მისთვის შესაფერისი სამუშაო.
4. აკრძალულია მსჯავრდებულის იძულება შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას.
მუხლი 54. მსჯავრდებულის მუშაობის პირობები
1.მსჯავრდებულის მუშაობის პირობები უნდა შეესაბამებოდეს შრომის კანონმდებლობითა და ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
2.არასრულწლოვანი მსჯავრდებული მუშაობს სწავლისაგან თავისუფალ დროს, ამასთან სწავლისა და მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.
3.მსჯავრდებულს შეიძლება დაევალოს ზეგანაკვეთური მუშაობა, აგრეთვე მუშაობა გამოსასვლელ ან უქმე დღეებში მხოლოდ მისივე თანხმობით. ამასთან, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში რვა საათს.
4.ადმინისტრაციის ინიციატივით, როგორც გამონაკლისი, დასაშვებია მსჯავრდებულთა შრომის გამოყენება სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიის გარეთ (მსჯავრდებულის თანხმობით, ზედამხედველობის ან მის გარეშე, თუ ეს ხელს შეუწყობს სასჯელაღსრულების მიზნების განხორციელებას) სტიქიური უბედურების, საწარმოო ავარიის აცილების თუ ლიკვიდაციის დროს ან მათი შედეგების აღმოსაფხვრელად, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების კეთილმოწყობისათვის.
მუხლი 55. მსჯავრდებულის შრომის ანაზღაურება
1. მსჯავრდებულის შრომის ანაზღაურების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
2. მსჯავრდებულის ხელფასის 15 პროცენტი გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, 50 პროცენტი მიეცემა მსჯავრდებულს პირადი ხარჯებისათვის, 10 პროცენტი დაირიცხება სასჯელაღსრულების დაწესებულების შესანახი ხარჯების ანაზღაურებისათვის და მისი ხარჯვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, ხოლო 25 პროცენტი დაიქვითება აღმასრულებელი ფურცლებით ან აღმასრულებელი დოკუმენტებით კანონით დადგენილი წესით. არასრულწლოვანი ბავშვებისათვის გადასახდელი ალიმენტები გამოიანგარიშება მსჯავრდებულის მიერ გამომუშავებული მთელი თანხიდან.
3. თუ მსჯავრდებულს თანხა არ დაექვითება აღმასრულებელი ფურცლით ან აღმასრულებელი დოკუმენტით, თანხის 75 პროცენტი ინახება მსჯავრდებულის ანგარიშზე (დეპოზიტზე) და მიეცემა მას გათავისუფლებისას. მსჯავრდებულს უფლება აქვს ეს თანხა თავისი შეხედულებისამებრ გადაუგზავნოს ოჯახის წევრებს ან სხვა პირებს.
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30. 12.2008წ., მუხ.335
მუხლი 56. შრომის დაცვა
1.სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულზე ვრცელდება ამ კანონითა და შრომის კანონმდებლობით დადგენილი შრომის დაცვის წესები. დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მსჯავრდებულს შეუქმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები.
2.თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდის დროს საწარმოო საქმიანობასთან დაკავშირებით დაკარგა შრომისუნარიანობა, სასჯელისაგან გათავისუფლების შემდეგ უფლება აქვს მოითხოვოს პენსია და მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და წესით.
თავი XIII
სოციალური სამსახური
მუხლი 57. სოციალური სამსახურის მიზანი
1.სოციალური სამსახურის მიზანია დახმარება გაუწიოს მსჯავრდებულებს შეინარჩუნონ და დაამყარონ საზოგადოებასთან სოციალურად, სამართლებრივად და ზნეობრივად გამართლებული კონტაქტები, გადაჭრან პირადი თუ ოჯახური პრობლემები. სამსახური ხელს უწყობს მსჯავრდებულთა მართლშეგნების ამაღლებას, მათ ურთიერთობას საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან, რომელთაც შეუძლიათ დაეხმარონ მსჯავრდებულებს გათავისუფლების შემდეგ ცხოვრების პირობების მოწყობაში.
2.სოციალური სამსახური ხელმძღვანელობს მსჯავრდებულთა სოციალური ადაპტაციის სასწავლო ჯგუფებს.
მუხლი 58. სოციალური სამსახურის მუშაკი
1.სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სოციალურ საკითხებს აწესრიგებს სოციალური სამსახურის მუშაკი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი.
2.ზემოთ აღნიშნულ თანამდებობაზე ინიშნება პირი, რომელსაც გააჩნია სათანადო უმაღლესი სპეციალური განათლება.
3.სოციალური სამსახურის მუშაკზე ვრცელდება სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებისათვის დადგენილი ყველა გარანტია და შეღავათი.
მუხლი 59. სოციალური უზრუნველყოფა მსჯავრდებულის მიღებისას და გათავისუფლებისას
1.სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებისას მსჯავრდებულს კონსულტაციას უტარებენ სამართლებრივ საკითხებზე.
2.მსჯავრდებულის გათავისუფლების მომზადების პროცესში მას გაეწევა დახმარება იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც დაკავშირებულია პირადი ცხოვრების მოწესრიგებასთან, ასევე სათანადო დოკუმენტების გაფორმებასთან. მსჯავრდებულს ეცნობება, რომ მას აქვს შესაძლებლობა მიიღოს დახმარება საერთო სოციალური უზრუნველყოფის ფარგლებში.
3. მსჯავრდებულის გათავისუფლების მომზადების პროცესში სოციალური მუშაკი ატყობინებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, რომ მსჯავრდებული გათავისუფლების შემდეგ საჭიროებს სოციალურ დახმარებას. თუ არ არის ცნობილი მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის საცხოვრებელი ადგილი, სოციალური სამსახურის მუშაკი ინფორმაციას აწვდის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის იმ ორგანოებს, რომელთა ტერიტორიაზედაც ცხოვრობდა მსჯავრდებული.
მუხლი 60. ზედამხედველი ორგანო
1. მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების მომზადების პროცესში სოციალური სამსახურის მუშაკი ინფორმაციას მსჯავრდებულის შესახებ გზავნის ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოში მისი ან მისი ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. თუ მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის საცხოვრებელი ადგილი უცნობია ან მას არ სურს დაუბრუნდეს ყოფილ საცხოვრებელ ადგილს, სოციალური სამსახურის მუშაკი მსჯავრდებულის სურვილის გათვალისწინებით ინფორმაციას უგზავნის ზედამხედველობაზე უფლებამოსილ ორგანოს.
მუხლი 61. სარეაბილიტაციო ცენტრი
მსჯავრდებულთა ადაპტაციისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან იქმნება სარეაბილიტაციო ცენტრები, რომელთა დებულებასაც ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.335
თავი XIV
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსება და გათავისუფლება
მუხლი 62. მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების დოკუმენტები
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებუ-ლის მოსათავსებლად აუცილებელია სასამართლოს განაჩენი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 63. მსჯავრდებულთა რეესტრი
1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიგზავნება ამ კანონის 62-ე მუხლის შესაბამისად, აღირიცხება მსჯავრდებულთა რეესტრში, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
2.სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღებისას აუცილებელია მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება, ცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური რუკა, სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით და ინფორმაცია სისხლის ჯგუფის შესახებ ინახება მსჯავრდებულის პირად საქმეში.
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.335
მუხლი 64. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსება
მსჯავრდებულთა განთავსება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდება ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 65. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების საფუძვლები
1.მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან:
ა) სასჯელის მოხდის შემდეგ;
ბ) მძიმე ან განუკურნებელი დაავადების შემთხვევაში;
გ) პირობით ვადამდე ადრე;
დ) კანონით დადგენილი წესით განაჩენის შეცვლის ან გაუქმების გამო;
ე) ამნისტიით ან შეწყალებით.
ვ) ხანდაზმულობის ასაკის მიღწევის გამო, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
2. იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელიც წარმოადგენს საჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
3. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულის გათავისუფლების საკითხი წყდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად.
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1633-სსმI, №23, 24.07.2002 წ., მუხ.116
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს №2984-სსმI, №26, 05.09.2003წ., მუხ.193
მუხლი 66. გათავისუფლების საერთო წესი
1. გასათავისუფლებელი მსჯავრდებული ამ კანონის 65-ე მუხლის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების წინა დღის პირველ ნახევარში. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. მას მიეცემა ცნობა გათავისუფლების შესახებ.
2. გათავისუფლებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი, რომელიც ინახებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციაში. თუ გათავისუფლებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი ან იგი არ შეეფერება წლის დროს, მას შესაფერის ტანსაცმელს ანაზღაურების გარეშე აძლევს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციია.
3. მსჯავრდებულს დეპოზიტზე დაგროვილი თანხა გადაეცემა გათავისუფლებისას. თუ თანხა უმუშევრობისათვის დაწესებულ შემწეობაზე ნაკლებია, გათავისუფლებულს ეძლევა ერთდროული დახმარება, მაგრამ არა უმეტეს ამ შემწეობისა.
მუხლი 67. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისაგან გათავისუფლება
1. მძიმე ან განუკურნებელი სენით დაავადებულის, აგრეთვე ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული (ქალები – 65 წლიდან, მამაკაცები – 70 წლიდან) მსჯავრდებული პირის გასათავისუფლებლად მსჯავრდებული ან/და სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი, კანონით დადგენილი წესით, მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ მიმართავს სასამართლოს.
2. ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირის გათავისუფლებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ნასამართლობა, სასჯელის მოხდის ადგილებში მისი ქცევა, შრომისადმი დამოკიდებულება, ოჯახური პირობები და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1633-სსმI, №23, 24.07.2002 წ., მუხ.116
მუხლი 671. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია
1. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია შედგება 9 წევრისაგან.
2. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) როტაციის წესით – საპარლამენტო უმრავლესობის ერთი წარმომადგენელი, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა ერთი წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენელი;
ბ) სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის 6 თანამშრომელი.
3. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენლის კანდიდატურას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო. საკოორდინაციო საბჭოს უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
4. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის 6 თანამშრომელს ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ერთ წარმომადგენელსა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა ერთ წარმომადგენელს ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
5. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს კომისიის შემადგენლობიდან (გარდა როტაციის წესით დანიშნული წევრებისა) ირჩევს კომისია.
6. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის ის წევრები, რომლებიც კომისიაში წარადგინეს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ, უმრავლესობის გარეთ დარჩენილმა პარლამენტის წევრებმა და საკოორდინაციო საბჭომ, ექვემდებარებიან როტაციის წესით შეცვლას ყოველ 3 თვეში.
7. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1397-სსმI, №20, 28.07.2009წ., მუხ.93
მუხლი 68. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა
1. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე წარდგინებით მიმართავს სასამართლოს.
2. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიას სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, ახლო ნათესავი ან სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი.
3. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წარუდგინოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის მასალები, თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობებს. კომისიის წარდგინებას უნდა ახლდეს მსჯავრდებულის პირადი საქმე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მასალების წარდგენისას მხედველობაში მიიღება აგრეთვე მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პირობების წარსულში დარღვევის ფაქტები (თუ ისინი არსებობს), მსჯავრდებულის პიროვნება, ოჯახური პირობები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მოხდილი სასჯელი და სხვა გარემოებანი, რომლებიც დადებითად ახასიათებს მას.
5. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის უარი, სასამართლოს მიმართოს წარდგინებით მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე, უნდა იყოს მოტივირებული.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05.2006წ., მუხ.93
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.335
საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1397-სსმI, №20, 28.07.2009წ., მუხ.93
მუხლი 681. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლა
1. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3–მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე წარდგინებით მიმართოს სასამართლოს.
2. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიას თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილის უფლებამოსილი პირი.
3. წარდგინებაში აღინიშნება: მსჯავრდებულის სახელი და გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, ინფორმაცია ნასამართლობის თაობაზე, ჩადენილი დანაშაულის არსი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის მითითებით, სასჯელის ზომა, ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შინაარსი, სასჯელის მოხდის წესი და პირობები, სასჯელის მოხდის ადგილი (გეოგრაფიული მდებარეობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების დასახელება და საქმიანობა), მითითება იმის თაობაზე, თუ სად უნდა განთავსდეს მსჯავრდებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან თავისუფალ დროს – სასჯელის მოხდის თუ სხვა ნებისმიერ ადგილზე, მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობა თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილის საკონტაქტო პირის ვინაობა, რომელიც უშუალოდ გაუწევს ზედამხედველობას მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას, და მისი წერილობითი თანხმობა, აგრეთვე საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები.
4. სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პირობების წარსულში დარღვევის ფაქტებს (თუ ისინი არსებობს), მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ პირობებს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და სხვა გარემოებებს, რომლებიც ახასიათებს მას. კომისიის წარდგინებას უნდა ახლდეს მსჯავრდებულის პირადი საქმე.
5. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის უარი, სასამართლოს მიმართოს წარდგინებით თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე, უნდა იყოს მოტივირებული.
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1397-სსმI, №20, 28.07.2009წ., მუხ.93
თავი XV
სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმი
მუხლი 69. (ამოღებულია)
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05.2006წ., მუხ.93
მუხლი 70. (ამოღებულია)
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05.2006წ., მუხ.93
მუხლი 71. (ამოღებულია)
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05.2006წ., მუხ.93
მუხლი 72. (ამოღებულია)
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
მუხლი 73. საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება
1. საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაენიშნება პირს, რომელიც პირველად არის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული განზრახი ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულისათვის, ან მსჯავრდებულია გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის, აგრეთვე ქალებს – ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას.
2. საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთ დააბინავებენ საერთო საცხოვრებელში, თუ შინაგანაწესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, უფლება აქვს:
ა) თავისუფლად იაროს ამ დაწესებულების ტერიტორიაზე მისი შინაგანაწესით დადგენილი წესით;
ბ) ჰქონდეს თვეში არა უმეტეს ორი პაემნისა, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი პაემნის გარდა;
გ) (ამოღებულია)
4. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, უფლება აქვს ჰქონდეს თვეში ოთხი პაემანი, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი პაემნის გარდა.
საქართველოს 1999 წლი 8 სექტემბრის კანონი №2361-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.212
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5114-სსმI, №27, 17.07.2007წ., მუხ.249
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №896-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.320
მუხლი 74. მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება
1. მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაენიშნება პირს, რომელიც პირველად არის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე დანაშაულის რეციდივის ან საშიში რეციდივის დროს, თუ მსჯავრდებული წინათ იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.
2. მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთ ათავსებენ საერთო საცხოვრებელში, თუ შინაგანაწესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, უფლება აქვს თავისუფლად გადაადგილდეს ამ დაწესებულების ტერიტორიაზე მისი შინაგანაწესით დადგენილი წესით.
4. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, უფლება აქვს ჰქონდეს თვეში არა უმეტეს ერთი პაემნისა, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი პაემნის გარდა.
საქართველოს 1999 წლი 8 სექტემბრის კანონი №2361-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.212
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333-სსმI, №20, 31.05.200წ., მუხ.51
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05.2006წ., მუხ.93
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5114-სსმI, №27, 17.07.2007წ., მუხ.249
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №896-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.320
მუხლი 75. მსჯავრდებულნი, რომლებიც სასჯელს იხდიან საპყრობილეში
1. საპყრობილეში თავისუფლების აღკვეთის მოხდა შეეფარდება პირს, რომელიც მსჯავრდებულია უვადო თავისუფლების აღკვეთით, განსაკუთრებით საშიში რეციდივის დროს, მსჯავრდებულს, რომელიც გადმოყვანილია სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან რეჟიმის მოთხოვნისაგან თავის არიდებისათვის.
2. საპყრობილეში სასჯელს იხდიან აგრეთვე მსჯავრდებულები, რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით სამეურნეო მომსახურებისათვის არიან იქ დატოვებულნი.
3. დასაშვებია საპყრობილეში იმ მსჯავრდებულთა მოთავსება, რომლებიც იხდიან სასჯელს სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მაგრამ დატოვებული ან გადმოყვანილი არიან საპყრობილეში საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადით.
4. დასაშვებია არა უმეტეს ათი დღით საპყრობილეში დროებით მოთავსება იმ მსჯავრდებულებისა, რომლებიც გადაყვანილნი არიან თავისუფლების აღკვეთის ერთი ადგილიდან მეორეში.
5. საპყრობილის რეჟიმი განისაზღვრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.
საქართველოს 1999 წლი 8 სექტემბრის კანონი №2361-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.212
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05.2006წ., მუხ.93
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30. 12.2008წ., მუხ.335
მუხლი 76. საპყრობილეში მოთავსების პირობები
1. მსჯავრდებულები საპყრობილეში იმყოფებიან საერთო საკნებში. საჭიროების შემთხვევაში სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მსჯავრდებული შეიძლება მოთავსდეს სამარტოო საკანში.
2. მსჯავრდებულთა საკანში განაწილება ხდება ამ კანონითა და სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
მუხლი 77. უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის ყოფნის თავისებურებანი
1. უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს ამყოფებენ სადღეღამისო დაკავების საკანში, სადაც შესაძლებელია მუდმივი ვიზუალური კონტროლი
2. უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს უფლება აქვს წლის განმავლობაში ჰქონდეს არა უმეტეს ოთხი პაემნისა, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი პაემნის გარდა.
3. რეჟიმისა და შინაგანაწესის დარღვევისათვის მსჯავრდებულს შეიძლება დისციპლინური სასჯელის სახით განესაზღვროს:
ა) საყვედური;
ბ) (ამოღებულია)
გ) საფოსტო გზავნილების მიღების და გაგზავნის აკრძალვა;
დ) კარცერში მოთავსება ვადით სამიდან ოც დღემდე.
4. უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს ეკრძალება ურთიერთობა ვადიან თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებთან.
საქართველოს 2000 წლის 24 ნოემბრის კანონი №622-სსმI, №46, 11.12.2000წ., მუხ.129
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5114-სსმI, №27, 17.07.2007წ., მუხ.249
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №896-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.320
მუხლი 78. საპყრობილის რეჟიმის სახეები
1. საპყრობილეში წესდება რეჟიმის ორი სახე:
ა) საერთო;
ბ) მკაცრი.
2. აკრძალულია ურთიერთობა მსჯავრდებულებს შორის, რომლებიც სხვადასხვა რეჟიმში იმყოფებიან.
3. თითოეული რეჟიმის წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15.05. 2006წ., მუხ.93
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.335
მუხლი 79. საპყრობილის საერთო რეჟიმი
1. საპყრობილის საერთო რეჟიმში იმყოფებიან ის მსჯავრდებულები, რომლებიც პირველად არიან მსჯავრდებულნი საპყრობილეში მოთავსებით და რომლებიც საპყრობილის მკაცრ რეჟიმში იმყოფებოდნენ და ამ კანონის შესაბამისად გადმოიყვანეს საერთო რეჟიმში.
2. საპყრობილის საერთო რეჟიმის საკნებში არ შეიძლება იმყოფებოდეს ოთხ მსჯავრდებულზე მეტი.
3. საკნები აღჭურვილი უნდა იყოს მსჯავრდებულებზე ვიზუალური დაკვირვების საშუალებებით.
ა) ჰქონდეს თვეში არა უმეტეს ერთი პაემნისა, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი პაემნის გარდა;
ბ) ისარგებლოს ყოველდღიური ორსაათიანი გასეირნებით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15.05. 2006წ., მუხ.93
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5114-სსმI, №27, 17.07.2007წ., მუხ.249
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №896-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.320
მუხლი 80. საპყრობილის მკაცრი რეჟიმი
1. საპყრობილის მკაცრ რეჟიმში იმყოფებიან პირები, რომლებმაც წინათ მოიხადეს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით და რომლებსაც მიესაჯათ პატიმრობა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ჩადენილი დანაშაულისათვის, აგრეთვე პირები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადმოყვანილ იქნენ სასჯელის მოსახდელად ამ კანონით დადგენილი წესით.
2. მკაცრი რეჟიმის საკანი წარმოადგენს სადგომს ერთი ან ორი მსჯავრდებულისათვის, სადაც შეიძლება მათზე ვიზუალური დაკვირვება.
3. მკაცრი რეჟიმის პირობებში მსჯავრდებულნი ასრულებენ მხოლოდ ისეთ სამუშაოს, რომელიც არ საჭიროებს საკნიდან გამოსვლას.
4. მკაცრ რეჟიმში მყოფ მსჯავრდებულებს უფლება აქვთ:
ა) ადმინისტრაციის მეთვალყურეობით, ჰქონდეს თვეში არა უმეტეს ერთი პაემნისა, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი პაემნის გარდა;
ბ) ისარგებლონ ყოველდღიურად ერთსაათიანი გასეირნებით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5114-სსმI, №27, 17.07.2007წ., მუხ.249
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №896-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.320
მუხლი 81. საპყრობილის რეჟიმის დანიშვნა და შეცვლა
1. საპყრობილის რეჟიმის სახეობის დანიშვნა ან მისი შეცვლა ხდება დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, ამ კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. შუამდგომლობაში აღინიშნება რეჟიმის დანიშვნის ან შეცვლის შესახებ მისაღები გადაწყვეტილების საფუძველი. თუ მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს მკაცრი რეჟიმი, შუამდგომლობაში მიეთითება მისი ვადა.
3. მსჯავრდებულის ვადამდე გადაყვანა მკაცრი რეჟიმიდან საერთო რეჟიმზე შეიძლება მხოლოდ სამედიცინო დასკვნის საფუძველზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას.
4. თუ მსჯავრდებული გადაყვანილ იქნა საერთო რეჟიმზე, მაგრამ არღვევს სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესს, იგი შეიძლება დაბრუნებული იქნეს მკაცრ რეჟიმში.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05.2006წ., მუხ.93
თავი XVI
არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება
მუხლი 82. თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მოთავსების საერთო პირობები
1. თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომელსაც განაჩენის გამოტანის დროისათვის არ შესრულებია თოთხმეტი წელი, მოთავსდება თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში.
2. თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომელსაც განაჩენის გამოტანის დროისათვის არ შესრულებია თვრამეტი წელი, მოთავსდება თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში.
საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4813-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.168
მუხლი 83. თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება
1. თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანი. მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულს ათავსებენ სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით.
2. თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება იყოფა დახურულ, ნახევრად ღია და ღია რეჟიმის ბლოკებად. არასრულწლოვნის სასჯელის მოხდის შესაბამის რეჟიმს ადგენს ადმინისტრაცია.
3. თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება აქვს ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებთან პაემანი ჰქონდეს არა უმეტეს თვეში ოთხჯერ.
4. არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება აქვს ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან ჰქონდეს თვეში არა უმეტეს ოთხი პაემნისა, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი პაემნის გარდა.
5. თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების სხვა პრინციპები განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15.05.2006წ., მუხ.93
საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4813-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.168
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5114-სსმI, №27, 17.07.2007წ., მუხ.249
მუხლი 831. თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება
1. თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანი.
2. თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება არის განსაკუთრებული სახის სასჯელაღსრულების დაწესებულება, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანი დამნაშავის გამოსწორება და რესოციალიზაცია. აღმზრდელობითი დაწესებულება ვალდებულია, არასრულწლოვანი დამნაშავე უზრუნველყოს სახელმწიფოს ხარჯზე განათლების მიღების უფლებით, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, აგრეთვე შეუქმნას ჯანსაღი ფსიქიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობები.
3. თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების პირობები უნდა შეესაბამებოდეს მსგავსი სახის დაწესებულებისათვის გათვალისწინებულ საერთაშორისო სტანდარტებს.
4. თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება აქვს ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებთან პაემანი ჰქონდეს შეუზღუდავად.
5. კარგი ყოფაქცევისა და სწავლის შემთხვევაში თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვან მსჯავრდებულს თვეში ერთხელ ეძლევა უფლება, ოჯახში დაბრუნდეს და ნახოს ახლო ნათესავები არა უმეტეს 5 დღის ვადით. აღნიშნული ვადა ჩაითვლება სასჯელის მოხდის საერთო ვადაში. თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახში დაბრუნებასთან დაკავშირებული მგზავრობის ხარჯებს აანაზღაურებენ თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანი მსჯავრდებული ან/და მისი ოჯახის წევრები.
6. თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების სხვა პრინციპები განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4813-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.168
მუხლი 84. არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულებიდან სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა
1. ჩადენილი დანაშაულის საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მისი ქცევის გათვალისწინებით თვრამეტი წლის ასაკს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისათვის შეიძლება გადაყვანილ იქნეს საერთო ან მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში.
2. თვრამეტი წლის ასაკს მიღწეული მსჯავრდებული შეიძლება დატოვებულ იქნეს არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში სასჯელის ვადის დამთავრებამდე, მაგრამ არა უმეტეს ოცი წლის ასაკის მიღწევისა. არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში დატოვების შემთხვევაში მსჯავრდებულზე ვრცელდება ამ დაწესებულების რეჟიმი. დატოვების საკითხი წყდება ამ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
3. მსჯავრდებულის პიროვნებისა და ქცევის გათვალისწინებით, თოთხმეტ წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისათვის შეიძლება გადაყვანილ იქნეს თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში.
4. თოთხმეტ წელს მიღწეული მსჯავრდებული შეიძლება დატოვებულ იქნეს თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში სასჯელის ვადის დამთავრებამდე, მაგრამ არა უმეტეს თექვსმეტი წლის მიღწევისა. თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში დატოვების შემთხვევაში მსჯავრდებულზე ვრცელდება ამ დაწესებულების რეჟიმი. დატოვების საკითხი წყდება ამ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4813-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.168
თავი XVII
ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის საერთო პირობები
მუხლი 85. ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ადგილი
1.ბრალდებულს, რომელიც დაპატიმრებულია (შემდგომში _ პატიმარი) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ამყოფებენ საპყრობილის სპეციალურ საპატიმრო განყოფილებაში.
2. თუ პატიმარმა გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ სასამართლოს განაჩენი, გასაჩივრებიდან არა უადრეს 5 დღისა და არა უგვიანეს 10 დღისა პატიმარი დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით გადაჰყავთ განსაზღვრული რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (გარდა საპყრობილისა) და მისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, მსჯავრდებულთაგან სრულ იზოლაციაში. თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არ საჩივრდება, გამოიყენება ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პატიმარზე ვრცელდება ამ კანონით მისთვის დადგენილი პატიმრობაში ყოფნის საერთო პირობები, მიუხედავად იმ სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმისა, სადაც მოთავსებულია პატიმარი.
4. (ამოღებულია)
საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის კანონი №619-სსმI, №36, 08.12.2004წ.,მუხ.169
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15.05.2006წ., მუხ.93
მუხლი 86. პატიმრობაში ყოფნის საერთო პირობები
1. საპყრობილის სანიტარულ-ჰიგიენური პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონით დადგენილ ნორმებს.
2. პატიმარი იმყოფება სადღეღამისოდ ჩაკეტილ საკანში. გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს უფლება აქვთ მითითება მისცენ საგამოძიებო იზოლატორის ადმინისტრაციას ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულთა (განსასჯელთა) ცალ-ცალკე ყოფნისა და ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის შესახებ. ეს წესი შეიძლება გავრცელდეს სხვა ბრალდებულებზედაც (განსასჯელებზედაც) გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მოსამართლის ბრძანებით.
3. საპყრობილის ადმინისტრაცია ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ ცალ-ცალკე საკნებში მყოფ პირებს შორის არ იყოს ურთიერთობა. მათზე უნდა ხდებოდეს მუდმივი მეთვალყურეობა ვიზუალური და ელექტრონული საშუალებებით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ.,მუხ.93
მუხლი 87. ბრალდებულის პატიმრობაში მიღება
1. საპყრობილეში მიღების დროს პატიმარი და მისი პირადი ნივთები საგულდაგულოდ მოწმდება. პატიმრის შემოწმებას ახდენს საპყრობილის იმავე სქესის თანამშრომელი.
2. საპყრობილეში მიღების დროს პირმა უნდა გაიაროს სამედიცინო კონტროლი, რომელსაც ატარებს საპყრობილის ექიმი. 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ხდება მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპიური რეგისტრაცია.
3. საპყრობილის დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ ატყობინებს პატიმარს მის უფლებებსა და მოვალეობებს.
4. პირის პატიმრობაში მიღების შესახებ საპყრობილის დირექტორი დაუყოვნებლივ აცნობებს გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს.
მუხლი 88. პატიმრის გადაყვანა
1. პატიმრის გადაყვანის წესს ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
2. პატიმრის გადაყვანის შესახებ მისი მიმღები პირი დაუყოვნებლივ აცნობებს გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს.
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.335
მუხლი 89. პატიმრის პაემანი
1. პატიმარს (ბრალდებულს, განსასჯელს, ასევე ამ კანონის 85-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პატიმარს) შეიძლება ყოველთვიურად მიეცეს არა უმეტეს ორი პაემნის უფლება. პაემნის თაობაზე დაწესებულების ადმინისტრაციას უნდა ეცნობოს პაემნამდე არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
11. ბრალდებულს პაემნის უფლებას აძლევს გამომძიებელი, პროკურორი. პაემნის მიცემაზე გამომძიებლის, პროკურორის დასაბუთებული უარი ბრალდებულს ეცნობება წერილობით 24 საათის განმავლობაში. უარის გასაჩივრების უფლება ბრალდებულს აქვს მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. სასამართლო (მოსამართლე) საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილება გამოაქვს ზეპირი მოსმენის გარეშე, საჩივრის შესვლიდან არა უგვიანეს 48 საათისა. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს (მოსამართლის) გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
12. განსასჯელის, ასევე ამ კანონის 85-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პატიმრის პაემნის უფლება განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება შეიზღუდოს პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს (მოსამართლის) გადაწყვეტილებით. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს (მოსამართლეს) გადაწყვეტილება გამოაქვს პროკურორის მიერ შუამდგომლობის დაყენებიდან (წარდგენიდან) არა უგვიანეს 48 საათისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
2. პატიმარს, რომლიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, თავისი ქვეყნის საკონსულოს ან ამ ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელთან შეხვედრის შეუზღუდავი უფლება აქვს.
3. პატიმარს აქვს თავის დამცველთან შეხვედრის შეუზღუდავი უფლება, რაც წესრიგდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით.
4. პატიმრის პაემანს თვალყურს ადევნებს საპყრობილის თანამშრომელი, რომელიც უნდა ჩაერიოს პაემანში ან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს იგი, თუ პაემანი ზიანს აყენებს სისხლის სამართალწარმოებას.
5. (ამოღებულია)
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
საქართველოს 2006 წლის 27 ოქტომბრის კანონი №3630-სსმI, №43, 13.11.2006წ., მუხ.285
მუხლი 90. პატიმრის ხანმოკლე გათავისუფლება
არსებით და გადაუდებელ პირად ან სამართლებრივ საქმეებზე, რაც მოითხოვს პატიმრის უშუალო მონაწილეობას, გამომძიებლის შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია გასცეს პატიმრის ხანმოკლე გათავისუფლების ნებართვა სამი დღის ვადით. პატიმარზე ზედამხედველობისა და ბადრაგირების წესს განსაზღვრავს სასამართლო. ხანმოკლე გათავისუფლებასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება პატიმარს.
მუხლი 91. პატიმრების მიმართ გამოყენებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებანი
1. საპყრობილის რეჟიმისა და შინაგანაწესის დარღვევა იწვევს შემდეგი სახის დისციპლინურ პასუხისმგებლობას:
ა) საყვედურს;
ბ) კარცერში გადაყვანას ვადით ათ დღემდე.
2. პატიმრის მიმართ დისციპლინური სასჯელი არ აღსრულდება, თუ იგი არ აღსრულდა ერთი თვის განმავლობაში დისციპლინური სასჯელის დადების დღიდან.
მუხლი 92. პატიმრის საპყრობილეში ყოფნის პირობები
1. პატიმრებს, რომლებიც იმყოფებიან საპყრობილეში, ნება ეძლევათ:
ა) საკუთარი სახსრებით შეიძინონ დამატებითი კვების პროდუქტები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით;
ა1) ბანდეროლებითა და ამანათებით მიიღონ კვების პროდუქტები ადმინისტრაციის კონტროლით, გარდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა;
ბ) (ამოღებულია)
გ) იქონიონ მიმოწერა ან სატელეფონო საუბარი მხოლოდ გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს ნებართვით, საკუთარი ხარჯებით;
დ) ისარგებლონ პრესით, აგრეთვე ბიბლიოთეკის წიგნებითა და ჟურნალებით. ადმინისტრაციის ნებართვით იქონიონ რადიო ან ტელევიზორი.
11. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია პატიმარს მისცეს სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.
2. პატიმრის გათავისუფლება ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
3. პატიმრობის მოხდის წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2588-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.37
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.335
მუხლი 921. პატიმრის საერთო ფიზიკური მდგომარეობისათვის ხელის შეწყობა
პატიმარს, რომელიც რეჟიმის ან სხვა გარემოებათა გამო არ შეიძლება რეგულარულად გამოყვანილ იქნეს გასასეირნებლად, უნდა მიეცეს ჰაერზე ყოფნის ნება დღეში არანაკლებ ერთი საათისა.
საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2348-სსმI, №18, 24.06.2003წ., მუხ.115
მუხლი 922. პატიმრის სამედიცინო შემოწმების სავალდებულო წესი
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის ყოველი გაყვანისას და შემოყვანისას (გარდა სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიზნით პატიმრის გაყვანისა და შემოყვანისა) სავალდებულოა პატიმრისათვის სამედიცინო შემოწმების ჩატარება. შემოწმების შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას.
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1755-სსმI, №36, 11.07.2005წ., მუხ.235
თავი XVIII
საზოგადოებრივი კონტროლი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
მუხლი 93. სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისია
1. საზოგადოებრივ კონტროლს სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე ახორციელებს მუდმივმოქმედი კომისია, რომელშიც შედიან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწენი, არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები. სასჯელაღსრულების დაწესებულებების მუშაკები ამ კომისიის შემადგენლობაში არ შედიან.
2. კომისიის ამოცანებს წარმოადგენს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციისათვის დახმარების გაწევა მსჯავრდებულთა განთავსების, სწავლების, მუშაობის, კვების, სამედიცინო მომსახურების, მათზე ზედამხედველობის განხორციელების და სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტაში.
3. კომისიას ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ამოცანების განხორციელებისას უფლება აქვს შეიმუშაოს რეკომენდაციები და მიმართოს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს.
4. კომისია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრსა და დეპარტამენტის თავმჯდომარეს ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.
5. კომისიის უფლებამოსილება, შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15 05.2006წ., მუხ.93
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.335
მუხლი 94. რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ურთიერთობა
ადმინისტრაცია მოვალეა შექმნას პირობები მსჯავრდებულთა რელიგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ხოლო დაწესებულების ტექნიკური საშუალებების გათვალისწინებით, დაწესებულებაში შეიძლება იმყოფებოდეს ეკლესიის მიერ უფლებამოსილი მღვდელმსახური.
თავი XIX
უშიშროების ღონისძიებანი და სასჯელაღსრულების დაწესებულების მუშაკის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების საფუძველი
მუხლი 95. უშიშროების ღონისძიებანი, რომლებიც გამოიყენება პატიმრების მიმართ
1. პატიმრების მიმართ დასაშვებია ხელბორკილების ან დამაწყნარებელი პერანგის გამოყენება, თუ ისინი ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეებს, შმაგობენ ან ძალმომრეობენ გარშემომყოფთათვის ან საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენების მიზნით.
2. არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა, აგრეთვე ქალთა მიმართ დამაწყნარებელი პერანგი არ გამოიყენება.
3. თუ პატიმარი თავს დაესხმება ან ჩაიდენს სხვა განზრახ მოქმედებას, რომელიც ემუქრება სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლეს, დასაშვებია სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება კანონით დადგენილი წესის დაცვით.
4. პატიმრობიდან გაქცევის შემთხვევაში გამონაკლისი ღონისძიების სახით დასაშვებია სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ სხვა საშუალებით შეუძლებელია აღნიშნული მოქმედების აღკვეთა. ქალებისა და არასრულწლოვანთა გაქცევის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაუშვებელია.
5. უშიშროების ღონისძიებანი წესრიგდება ამ კანონითა და სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესით.
6. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უშიშროების ღონისძიებებისა და შინაგანაწესის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ამ დაწესებულების დირექტორს.
7. ნებისმიერი სახის უშიშროების ღონისძიების გამოყენების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობამ ამავე დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ერთად უნდა ჩაატაროს პატიმრის სამედიცინო შემოწმება.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2462-სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.150
მუხლი 96. უშიშროების დამატებითი ღონისძიებების გეგმა
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მასობრივი არეულობებისას და ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას დეპარტამენტი თავდასხმის, გაქცევისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით შეიმუშავებს უშიშროების დამატებითი ღონისძიებების გეგმას, რომელსაც ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3165-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.154
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.335
კარი მესამე,
გარდამავალი დებულებანი
თავი XX
კანონის ამოქმედების ღონისძიებანი
მუხლი 97. ამ კანონით განსაზღვრული აქტების მიღების ვადა
1. 2000 წლის 1 იანვრამდე გამოცემულ იქნეს:
ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის შესახებ“;
ბ) იუსტიციის მინისტრის ბრძანება:
ბ.ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების, ხარჯთაღრიცხვისა და მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ;
ბ.ბ) საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ;
ბ.გ) მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ;
ბ.დ) საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ბ.ე) არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ;
ბ.ვ) სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
ბ.ზ) სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
ბ.თ) სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეთა მომზადებისა და ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ;
ბ.ი) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის შესახებ;
ბ.კ) მსჯავრდებულთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიღებისა და განცალკევებით მოთავსების წესის შესახებ;
ბ.ლ) მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის შესახებ;
ბ.მ) მსჯავრდებულთა სოციალური სამსახურის შესახებ;
ბ.ნ) მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ;
ბ.ო) სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის შესახებ;
ბ.პ) სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებით დატოვების წესის შესახებ;
ბ.ჟ) პატიმრობის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ბ.რ) პატიმრის გადაყვანის წესის შესახებ;
გ) იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება მსჯავრდებულთა კვების ნორმების, ტანსაცმლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესახებ;
დ) იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლების მინისტრის ერთობლივი ბრძანება მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული სწავლების შესახებ.
2. იუსტიციის მინისტრმა 2006 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს:
ა) „მსჯავრდებულისა და პატიმრის სპეციალური ტანსაცმლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების გამოცემა;
ბ) „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბრძანების გამოცემა.
21. 2008 წლის 1 აგვისტომდე:
ა) გამოცემულ იქნეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება:
ა.ა) თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ;
ა.ბ) თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ;
ა.გ) თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვნის ოჯახში დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ;
ბ) უზრუნველყოფილ იქნეს „მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული სწავლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისობა ამ კანონის მოთხოვნებთან.
3. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნამდე სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე სასამართლოს წარდგინებით მიმართავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4813-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.168
მუხლი 971. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამონაცვლე.
2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედმა კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის წარმოებაში არსებული საქმეების დასრულება კანონით დადგენილი წესით.
3. საქართველოს მთავრობამ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით უზრუნველყოს სათანადო ცვლილებების შეტანა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულებაში.
4. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა უზრუნველყოს:
ა) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცება;
ბ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შექმნასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1397-სსმI, №20, 28.07.2009წ., მუხ.93
მუხლი 98. იუსტიციის სამინისტროს მოვალეობა ამ კანონით განსაზღვრული დაწესებულებების ამოქმედებამდე
ამ კანონით განსაზღვრული სასჯელაღსრულების დაწესებულებების ამოქმედებამდე იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს მოსამსახურეთა მომზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.
მუხლი 99. (ამოღებულია)
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30. 12.2008წ., მუხ.335
მუხლი 991 (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2588-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.37
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
კარი მეოთხე
დასკვნითი დებულებანი
თავი XXI
კანონის ამოქმედება
მუხლი 100. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან, გარდა 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 69_72-ე მუხლებისა და 83-ე მუხლის მე-2 პუნქტისა.
2. ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 83-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის 69-72-ე მუხლები აგრეთვე 73-ე, 74-ე და 75-ე მუხლების პირველი პუნქტები ამოქმედდეს საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის ამოქმედებისთანავე.
4. ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.
5. ამ კანონის 85-ე მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტები მოქმედებს 2007 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70-სსმI, №48(55), 16.12.1999წ., მუხ245
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2462-სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.150
საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის კანონი №619-სსმI, №36, 08.12.2004წ.,მუხ.169
მუხლი 101. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
ამ კანონის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შრომა-გასწორების კოდექსი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1971 წ., №12, მუხ. 202).
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 22 ივლისი.
№2263_რს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1999 წლი 8 სექტემბრის კანონი №2361-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.212
2. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63-სსმI, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.239
3. საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70-სსმI, №48(55), 16.12.1999წ., მუხ.245
4. საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333-სსმI, №20, 31.05.200წ.,მუხ.51
5. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ88
6.საქართველოს 2000 წლის 24 ნოემბრის კანონი №622-სსმI, №46, 11.12.2000წ., მუხ129
7.საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1633-სსმI, №23, 24.07.2002 წ., მუხ.116
8.საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1891-სსმI, №3, 17.01.2003 წ., მუხ.17
9. საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2348-სსმI, №18, 24.06.2003წ., მუხ.115
10. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2462-სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.150
11. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი№2984-სსმI, №26, 05.09.2003წ., მუხ.193
12. საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის კანონი №619-სსმI, №36, 08.12.2004წ.,მუხ.169
13. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1351-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.123
14. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1755-სსმI, №36, 11.07.2005წ., მუხ.235
15. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2119-სსმI, №50, 01.12.2005წ., მუხ.333
16. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2465-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.406
17. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი№2588-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.37
18. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2942-სსმI, №14, 15. 05. 2006წ., მუხ.93
19. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2953-სსმI, №15, 16.05.2006წ., მუხ.106
20. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3165-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ154
21. საქართველოს 2006 წლის 27 ოქტომბრის კანონი №3630-სსმI, №43, 13.11.2006წ., მუხ.285
22. საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4813-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.168
23. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5114-სსმI, №27, 17.07.2007წ., მუხ.249
24. საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №435-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.205
25. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №896-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.320
26. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30. 12.2008წ., მუხ.335
27. საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1397-სსმI, №20, 28.07.2009წ., მუხ.93
დოკუმენტის კომენტარები