„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5114
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 17/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 100.090.000.05.001.002.926
  • Word
5114
29/06/2007
სსმ, 27, 17/07/2007
100.090.000.05.001.002.926
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პატიმრობის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მსჯავრდებულის მიმართ ადმინისტრაციული, დისციპლინური და აღმზრდელობითი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენება“.

2. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევისათვის მსჯავრდებულს, თუ მისი ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ან ამ კანონის 301 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებათა ნიშნებს, დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 301–305 მუხლები:

    მუხლი 301. პასუხისმგებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შინაგანაწესის უხეში დარღვევისათვის, ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის

1. მსჯავრდებულის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესის უხეში დარღვევა, ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა _

გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას არა უმეტეს 60 დღე-ღამის ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის განმეორებით ჩადენა _

გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას არანაკლებ 15 და არა უმეტეს 60 დღე-ღამის ვადით.

3. დარღვევის განმეორებით ჩადენად ჩაითვლება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 1 წლის განმავლობაში მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა.

4. ერთი წლის განმავლობაში შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღე-ღამეს.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც დისციპლინური სასჯელი დაედო. ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდებათ ორსულ ქალებსა და 14 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებს.

6. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. განკარგულება ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს;

ბ) შედგენის თარიღს, დროსა და ადგილს;

გ) სარეგისტრაციო ნომერს;

დ) მითითებას იმ ნორმატიულ აქტსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე, რომელთა საფუძველზედაც თანამდებობის პირი ახორციელებს აღნიშნულ უფლებამოსილებას;

ე) მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა);

ვ) დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს (წლის, თვის, რიცხვის, საათისა და წუთის მითითებით) და დარღვევის არსს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დროის განსაზღვრა, დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო;

ზ) მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში;

თ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში;

ი) შუამდგომლობას სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ, სახდელის ვადის მითითების გარეშე.

8. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემისას მსჯავრდებულს განემარტება უფლება – გაეცნოს განკარგულებას, მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გაასაჩივროს განკარგულება ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მომსახურებით. აღნიშნული განმარტებების თაობაზე აღინიშნება განკარგულებაში.

9. თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში.

10. დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვთ წერილობით წარადგინონ ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებას.

11. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ერთი ეგზემპლარი გამოცემისთანავე გადაეცემა მსჯავრდებულს.

12. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში წარედგინება უფლებამოსილ სასამართლოს, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. მტკიცების ტვირთი ეკისრება განკარგულების გამომცემ ორგანოს (თანამდებობის პირს).

13. განკარგულებას ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ მოსამართლე განიხილავს ერთპიროვნულად, ღია სასამართლო სხდომაზე, განკარგულების წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. დასაბუთებული გადაწყვეტილება საქმის განხილვის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოტანილი. დაუშვებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის სხვა დროისათვის გადადება.

14. სასამართლოში საქმე განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქმის განხილვისას არ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლი.

15. სასამართლოში საქმის განხილვა წარმოებს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მსჯავრდებული სარგებლობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გარანტირებული ყველა უფლებით. მას სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, მონაწილეობა მიიღოს მათ გამოკვლევაში, მოიწვიოს მოწმეები, მისცეს ახსნა-განმარტება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვას საკუთარი აზრი საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულს უფლება აქვს გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მომსახურებით. თუ მსჯავრდებულს არა აქვს ადვოკატის (დამცველის) აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი (დამცველი) სახელმწიფოს ხარჯზე.

16. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაში ჩაითვლება პირის სასამართლოში წარსადგენად გამოყენებული დრო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოსატანად გამოყენებული დრო.

    მუხლი 302. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ

1. სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას) ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი მიიღება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა პირის მიერ შესაბამისი დარღვევის ჩადენა სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე.

2. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

3. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით.

4. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

5. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სამართლიანია, თუ შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობა შეესაბამება დამრღვევის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დარღვევის სიმძიმეს.

    მუხლი 303. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები

1. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:

ა) ჩაიდინა თუ არა პირმა ამ კანონით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) არის თუ არა მისი ქმედება მართლსაწინააღმდეგო;

გ) შეერაცხება თუ არა პირს ბრალად ჩადენილი ქმედება;

დ) უნდა შეეფარდოს თუ არა პირს პატიმრობა და რა ზომით;

ე) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი.

2. რამდენიმე დარღვევის ჩადენაში მხილებული პირის საქმის განხილვისას სასამართლო თითოეული დარღვევის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად წყვეტს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ საკითხებს.

3. სასამართლო უფლებამოსილია, დარღვევის ჩადენაში მხილებული რამდენიმე პირისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების საკითხი განიხილოს ერთობლივად, განკარგულების გამომცემის შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი პირის მიმართ ცალ-ცალკე.

    მუხლი 304. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრება

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სააპელაციო სასამართლოში შეიძლება გაასაჩივრონ მხარეებმა ან მათმა წარმომადგენლებმა მათთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით გადაწყვეტილების (განჩინების) ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. შემოსულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოსა და მოწინააღმდეგე მხარეს.

2. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს განიხილავს კოლეგიურად – სამი მოსამართლის შემადგენლობით, ღია სასამართლო სხდომაზე. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილება (განჩინება) გამოაქვს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კანონით დადგენილი წესით და ვადებში.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

    მუხლი 305. აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და კონტროლი

1. ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებას (განჩინებას) აღსასრულებლად მიაქცევს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანი სასამართლო. აღსრულების ორგანიზება და კონტროლი ეკისრება დეპარტამენტს.

2. მსჯავრდებულის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

3. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა არ ჩაითვლება მსჯავრდებულის სასჯელის ვადაში.“.

4. 48-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მსჯავრდებულ ქალებს უფლება აქვთ ჰქონდეთ თვეში არა უმეტეს სამი პაემნისა, ხოლო მსჯავრდებული მამაკაცებისათვის პაემნების რაოდენობა განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთის მოხდის რეჟიმის შესაბამისად. მსჯავრდებულის ქცევის ან შრომისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, მისი სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, განურჩევლად სქესისა, ასაკისა და სასჯელის მოხდის რეჟიმისა, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს შეუძლია მისცეს მსჯავრდებულს დამატებითი პაემანი.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. მსჯავრდებულისათვის დამატებითი პაემნის მიცემის შესახებ გადაწყვეტილებას სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი იღებს საკუთარი ინიციატივით, სასჯელაღსრულების დაწესებულების სოციალური განყოფილების ან ამ კანონის 93-ე მუხლით განსაზღვრული კომისიის წარდგინებით. დამატებითი პაემნის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება შეთანხმებული უნდა იყოს დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურთან.“.

5. 73-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ჰქონდეს თვეში არა უმეტეს ორი პაემნისა, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი პაემნის გარდა;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, უფლება აქვს ჰქონდეს თვეში სამი პაემანი, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი პაემნის გარდა.“.

6. 74-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მსჯავრდებულს, რომელსაც მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაენიშნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის პირველად ჩადენისათვის, უფლება აქვს ჰქონდეს თვეში არა უმეტეს ერთი პაემნისა, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი პაემნის გარდა. იმ პირს, რომელსაც მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაენიშნა დანაშაულის რეციდივის დროს, თუ იგი წინათ იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, უფლება აქვს პაემანი ჰქონდეს არა უმეტეს ორ თვეში ერთხელ, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი პაემნის გარდა.“.

7. 77-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს უფლება აქვს წლის განმავლობაში ჰქონდეს არა უმეტეს ოთხი პაემნისა, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი პაემნის გარდა.“.

8. 79-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წლის განმავლობაში ჰქონდეს არა უმეტეს სამი პაემნისა, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი პაემნის გარდა;“.

9. მე-80 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციის მეთვალყურეობით, წლის განმავლობაში ჰქონდეთ არა უმეტეს ორი პაემნისა, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი პაემნის გარდა;“.

10. 83-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება აქვს ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან ჰქონდეს თვეში არა უმეტეს ოთხი პაემნისა, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი პაემნის გარდა.“.

    მუხლი 2.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2007 წლის 1 სექტემბრამდე გამოსცეს ბრძანება ამ კანონის 305 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესის შესახებ.

    მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2007 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 29 ივნისი.

№5114–რს