დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2942 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 15/05/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.090.000.05.001.002.216 |
საქართველოს კანონი
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საქართველოს იუსტიციის მინისტრს უფლება აქვს ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოსცეს ბრძანება, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კანონის დებულებებს.“.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სასჯელაღსრულების ორგანოები
სასჯელაღსრულების ორგანოებია სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და მასში შემავალი სასჯელაღსრულების დაწესებულებები.“.
3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი
სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.“.
4. მე-8 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და მსჯავრდებულებს იცავენ გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურები, რომელთა დებულებებს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. სპეციალური დაცვის სამსახურის ამოცანები და მისი შინაგანაწესი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი. გარე დაცვის სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი, რომლის სამსახურის ვადა განისაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. სპეციალური დაცვის სამსახურში წვევამდელის მიერ სამსახურის გავლა ჩაითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლად და სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ იგი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით. სპეციალური დაცვის სამსახურში ჩასარიცხ პირთა შერჩევისა და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცალკეულ შემთხვევებში დეპარტამენტის თავმჯდომარეს დეპარტამენტთან ან სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეუძლია შექმნას გაძლიერებული დაცვის ჯგუფები განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად.“.
5. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. მე-11 მუხლის:
ა) მე-2, 21 და 22 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოსამსახურეების საშტატო ნუსხას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.
21. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, გარდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
22. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს დეპარტამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ან იუსტიციის მინისტრი.“;
ბ) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 და 24 პუნქტები:
„23. სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილეებსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინებით.
24. სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეებისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი.“.
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი
1. მოსამსახურეთა ან/და ამ სისტემაში დასაქმების მსურველთა მომზადებას, გადამზადებას ან/და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი.
2. მოსამსახურე (გარდა დეპარტამენტის თავმჯდომარისა), როგორც წესი, თანამდებობაზე ინიშნება მხოლოდ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ.
3. თუ მოსამსახურე თანამდებობაზე დაინიშნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში მომზადების პროგრამის გავლის გარეშე, მან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში მომზადების პროგრამა უნდა გაიაროს თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვის განმავლობაში.“.
8. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისა და მოხდის რეჟიმის განსაზღვრა
1. თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისა და მოხდის რეჟიმს განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით.
2. ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეიძლება მოქმედებდეს სასჯელის მოხდის ერთი ან რამდენიმე რეჟიმი.“.
9. მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპყრობილის ადმინისტრაცია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ასლის მიღების დღიდან 2 დღის ვადაში ვალდებულია განაჩენის ასლი გაუგზავნოს დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რომელიც 5 დღის ვადაში განსაზღვრავს იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც უნდა გაიგზავნოს მსჯავრდებული. საპყრობილის ადმინისტრაცია თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს სასჯელის მოსახდელად აგზავნის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ასლის მიღების დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესსა და პირობებს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.
2. მსჯავრდებული, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა საერთო ან მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოხდით, მისივე წერილობითი თანხმობით, დადგენილი წესით შეიძლება დატოვებულ იქნეს საპყრობილეში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მისი გადაადგილების წესსა და პირობებს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.“.
10. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული სასჯელის მთელ ვადას იხდის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.“.
11. 25-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მსჯავრდებულის გადაყვანა ერთი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სხვა რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, ამ კანონით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4–მე-8 პუნქტები:
„4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს მსჯავრდებული ნაკლებად მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაჰყავს ამ დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, რის შესახებაც ეცნობება სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიას, ან მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით.
5. თუ დეპარტამენტის თავმჯდომარე უარს იტყვის მსჯავრდებულის გადაყვანაზე ნაკლებად მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამავე საკითხზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.
6. დეპარტამენტის თავმჯდომარეს მსჯავრდებული შედარებით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაჰყავს ამ დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, რის შესახებაც ეცნობება სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიას.
7. მსჯავრდებულის გადაყვანა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასაშვებია 3 წლამდე ვადით, ხოლო საპყრობილეში – 1 წლამდე ვადით.
8. დეპარტამენტის თავმჯდომარეს შეუძლია სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადები გააგრძელოს 1 წლამდე ვადით, რის შესახებაც ეცნობება სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიას. სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს შეუძლია შესაბამისი წარდგინებით მიმართოს დეპარტამენტის თავმჯდომარეს იმ შემთხვევაშიც, თუ მსჯავრდებულს გაუგრძელეს რეჟიმის შეცვლის ვადა.“.
12. 26-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ე) ბანდეროლებისა და ამანათების მიღება-გაგზავნით ადმინისტრაციის კონტროლით, გარდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა;“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
13. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
14. 30-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
15. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პირადი საქმის შევსებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი.“.
16. 35-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია მისცეს მსჯავრდებულს სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. აუცილებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. მსჯავრდებულისა და პატიმრის სპეციალური ტანსაცმლის ფორმას ცალკეული სასჯელაღსრულების დაწესებულების მიხედვით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.“.
17. 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მსჯავრდებულს უფლება აქვს ბანდეროლებითა და ამანათებით მიიღოს კვების პროდუქტები, გარდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.
3. მსჯავრდებულს უფლება აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობისას ან მის ანგარიშზე ჩარიცხეს სხვა პირებმა ან ორგანიზაციებმა. პროდუქტების შესაძენად საკუთარი სახსრების გამოყენება დაიშვება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.“.
18. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 48. შეხვედრა ოჯახის წევრებთან და ახლო ნათესავებთან
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს შეხვდეს ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს (მეუღლეს, მშობლებს, ბებიას, პაპას, შვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, აგრეთვე მათ, ვისთანაც ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას პატიმრობამდე 2 წლის განმავლობაში). ამ უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ მსჯავრდებულისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წესრიგის დაცვის მიზნით.
2. პაემნის უფლება ეძლევათ მსჯავრდებულის ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს. პაემნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს. მსჯავრდებულთან პაემნის მსურველი პირი ვალდებულია ამის თაობაზე სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას შეატყობინოს პაემნამდე არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
3. საერთო რეჟიმის პირობებში პაემნის დროს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლის დასწრება სავალდებულო არ არის.
4. მსჯავრდებულ ქალებს უფლება აქვთ ჰქონდეთ თვეში არა უმეტეს სამი პაემნისა, ხოლო მსჯავრდებული მამაკაცებისათვის პაემნების რაოდენობა განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთის მოხდის რეჟიმის შესაბამისად.
5. ყველა მსჯავრდებულს აქვს უფლება, შეხვდეს დამცველს ყოველგვარი შეზღუდვის, ჩარევისა და ცენზურის გარეშე. სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს შეუძლიათ შეხვედრას აკვირდებოდნენ ვიზუალურად, მაგრამ მოსმენის გარეშე.
6. მსჯავრდებულს, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეა, უფლება აქვს შეხვდეს თავისი ქვეყნის საკონსულოს წარმომადგენელს ან მისი ინტერესების დამცველ, სხვა ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელს.“.
19. 49-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას შეუძლია უფლება მისცეს მსჯავრდებულს, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორია, თუ მიღებული იქნება სარწმუნო ცნობა ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევათ აღმზრდელობითი, საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინებით და მათი პიროვნებისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი ადგენს მსჯავრდებულის გამცილებელი თანამშრომლების რაოდენობას.“.
20. 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 68. სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა
1. დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისია სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე წარდგინებით მიმართავს სასამართლოს.
2. დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის წევრებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა შემადგენლობიდან დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს იუსტიციის მინისტრი.
3. დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
4. დეპარტამენტის მუდმივმოქმედ კომისიას სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, ახლო ნათესავი ან სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი.
5. დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წარუდგინოს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის მასალები, თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობებს. კომისიის წარდგინებას უნდა ახლდეს მსჯავრდებულის პირადი საქმე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მასალების წარდგენისას მხედველობაში მიიღება აგრეთვე მსჯავრდებულის პიროვნება, ოჯახური პირობები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მოხდილი სასჯელი და სხვა გარემოებანი, რომლებიც დადებითად ახასიათებს მას.
7. დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის უარი, წარდგინებით მიმართოს სასამართლოს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე, უნდა იყოს მოტივირებული.“.
21. 69-ე–72-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
22. 73-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაენიშნება პირს, რომელიც პირველად არის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული განზრახი ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულისათვის, ან მსჯავრდებულია გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის, აგრეთვე ქალებს – ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას.“;
ბ) მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ყოველთვიურად ჰქონდეს არა უმეტეს ორი პაემნისა;“;
ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, უფლება აქვს ყოველთვიურად ჰქონდეს სამი პაემანი.“.
23. 74-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაენიშნება პირს, რომელიც პირველად არის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე დანაშაულის რეციდივის ან საშიში რეციდივის დროს, თუ მსჯავრდებული წინათ იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, უფლება აქვს თავისუფლად გადაადგილდეს ამ დაწესებულების ტერიტორიაზე მისი შინაგანაწესით დადგენილი წესით.“;
გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. მსჯავრდებულს, რომელსაც მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაენიშნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის პირველად ჩადენისათვის, უფლება აქვს ყოველთვიურად ჰქონდეს არა უმეტეს ერთი პაემნისა, ხოლო იმ პირს, რომელსაც მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაენიშნა დანაშაულის რეციდივის ან საშიში რეციდივის დროს, თუ იგი წინათ იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, უფლება აქვს პაემანი ჰქონდეს არა უმეტეს ორ თვეში ერთხელ.“.
24. 75-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპყრობილეში თავისუფლების აღკვეთის მოხდა შეეფარდება პირს, რომელიც მსჯავრდებულია უვადო თავისუფლების აღკვეთით, განსაკუთრებით საშიში რეციდივის დროს, მსჯავრდებულს, რომელიც გადმოყვანილია სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან რეჟიმის მოთხოვნისაგან თავის არიდებისათვის.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დასაშვებია საპყრობილეში იმ მსჯავრდებულთა მოთავსება, რომლებიც იხდიან სასჯელს სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მაგრამ დატოვებული ან გადმოყვანილი არიან საპყრობილეში საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადით.“.
25. 76-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მსჯავრდებულები საპყრობილეში იმყოფებიან საერთო საკნებში. საჭიროების შემთხვევაში სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მსჯავრდებული შეიძლება მოთავსდეს სამარტოო საკანში.“.
26. 77-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს უფლება აქვს წლის განმავლობაში ჰქონდეს არა უმეტეს ოთხი პაემნისა.“;
ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
27. 78-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპყრობილეში წესდება რეჟიმის ორი სახე:
ა) საერთო;
ბ) მკაცრი.“.
28. 79-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) წლის განმავლობაში ჰქონდეს არა უმეტეს სამი პაემნისა;“.
29. მე-80 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპყრობილის მკაცრ რეჟიმში იმყოფებიან პირები, რომლებმაც წინათ მოიხადეს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით და რომლებსაც მიესაჯათ პატიმრობა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ჩადენილი დანაშაულისათვის, აგრეთვე პირები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადმოყვანილ იქნენ სასჯელის მოსახდელად ამ კანონით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) წლის განმავლობაში ჰქონდეთ არა უმეტეს ორი პაემნისა ადმინისტრაციის მეთვალყურეობით;“.
30. 81-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპყრობილის რეჟიმის სახეობის დანიშვნა ან მისი შეცვლა ხდება დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, ამ კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.“.
31. 83-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება აქვს პაემანი ჰქონდეს არა უმეტეს თვეში ოთხჯერ ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებთან.“.
32. 85-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ პატიმარმა გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ სასამართლოს განაჩენი, გასაჩივრებიდან არა უადრეს 5 დღისა და არა უგვიანეს 10 დღისა პატიმარი დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით გადაჰყავთ განსაზღვრული რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (გარდა საპყრობილისა) და მისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, მსჯავრდებულთაგან სრულ იზოლაციაში. თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არ საჩივრდება, გამოიყენება ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი.“;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
33. 86-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პატიმარი იმყოფება სადღეღამისოდ ჩაკეტილ საკანში. გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს უფლება აქვთ მითითება მისცენ საგამოძიებო იზოლატორის ადმინისტრაციას ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულთა (განსასჯელთა) ცალ-ცალკე ყოფნისა და ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის შესახებ. ეს წესი შეიძლება გავრცელდეს სხვა ბრალდებულებზედაც (განსასჯელებზედაც) გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მოსამართლის ბრძანებით.“.
34. 89-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პატიმარს შეიძლება ყოველთვიურად მიეცეს არა უმეტეს ორი პაემნის უფლება. პატიმარს პაემნის უფლებას აძლევს გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე.“;
ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
35. 92-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საკუთარი სახსრებით შეიძინონ დამატებითი კვების პროდუქტები იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით;
ა1) ბანდეროლებითა და ამანათებით მიიღონ კვების პროდუქტები ადმინისტრაციის კონტროლით, გარდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა;“;
ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია პატიმარს მისცეს სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.“.
36. 93-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კომისია იუსტიციის მინისტრსა და დეპარტამენტის თავმჯდომარეს ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.“.
37. 97-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 97. ამ კანონით განსაზღვრული აქტების მიღების ვადა
1. 2000 წლის 1 იანვრამდე გამოცემულ იქნეს:
ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის შესახებ“;
ბ) იუსტიციის მინისტრის ბრძანება:
ბ.ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების, ხარჯთაღრიცხვისა და მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ;
ბ.ბ) საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ;
ბ.გ) მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ;
ბ.დ) საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ბ.ე) არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ;
ბ.ვ) სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
ბ.ზ) სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
ბ.თ) სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეთა მომზადებისა და ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ;
ბ.ი) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის შესახებ;
ბ.კ) მსჯავრდებულთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიღებისა და განცალკევებით მოთავსების წესის შესახებ;
ბ.ლ) მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის შესახებ;
ბ.მ) მსჯავრდებულთა სოციალური სამსახურის შესახებ;
ბ.ნ) მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ;
ბ.ო) სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის შესახებ;
ბ.პ) სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებით დატოვების წესის შესახებ;
ბ.ჟ) პატიმრობის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ბ.რ) პატიმრის გადაყვანის წესის შესახებ;
გ) იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება მსჯავრდებულთა კვების ნორმების, ტანსაცმლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესახებ;
დ) იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლების მინისტრის ერთობლივი ბრძანება მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული სწავლების შესახებ.
2. იუსტიციის მინისტრმა 2006 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს:
ა) „მსჯავრდებულისა და პატიმრის სპეციალური ტანსაცმლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების გამოცემა;
ბ) „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბრძანების გამოცემა.
3. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნამდე სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე სასამართლოს წარდგინებით მიმართავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.“.
38. 991 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ამ კანონის ამოქმედებამდე თანამდებობაზე დანიშნულმა სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში მომზადების პროგრამა უნდა გაიარონ 2008 წლის 1 იანვრამდე.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 28 აპრილი.
№2942-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები