დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2588 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/12/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 18/01/2006 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 100.090.000.05.001.002.149 |
საქართველოს კანონი
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 26-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ე) ბანდეროლებისა და ამანათების მიღება-გაგზავნით ადმინისტრაციის კონტროლით, გარდა იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა;“;
ა.ბ) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ვ“ ქვეპუნქტი:
„ა.ვ) ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით ადმინისტრაციის კონტროლით;“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებათა ნუსხა, რომლებშიც არ დაიშვება ბანდეროლებისა და ამანათების მიღება-გაგზავნა.“.
2. 36-ე მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მსჯავრდებულს უფლება აქვს დამატებითი კვების პროდუქტები მიიღოს ბანდეროლებითა და ამანათებით, გარდა იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა.
3. მსჯავრდებულს უფლება აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღაზიაში შეიძინოს კვების პროდუქტები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში ან მის ანგარიშზე ჩარიცხეს სხვა პირებმა ან ორგანიზაციებმა. კვების პროდუქტების შესაძენად პირადი თანხის გამოყენება დაიშვება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სასმელი წყალი.“.
3. 92-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შეიძინონ დამატებითი კვების პროდუქტები საკუთარი სახსრებით, უნაღდო ანგარიშსწორებით;“;
ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) მიიღონ კვების პროდუქტები ბანდეროლებითა და ამანათებით ადმინისტრაციის კონტროლით, გარდა იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა;“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 991 მუხლი:
„მუხლი 991. შეზღუდვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბანდეროლებისა და ამანათების მიღება-გაგზავნაზე
ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 92-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ვრცელდება იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე, რომელთა ტერიტორიაზედაც შესაძლებელია მაღაზიებში მომსახურების განხორციელება საბანკო ანგარიშის მეშვეობით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 28 დეკემბერი.
№2588-რს
დოკუმენტის კომენტარები