„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4813
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 01/06/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 100.090.000.05.001.002.844
  • Word
4813
25/05/2007
სსმ, 19, 01/06/2007
100.090.000.05.001.002.844
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პატიმრობის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. არასრულწლოვან მსჯავრდებულს, რომელსაც შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, ათავსებენ:

ა) თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში;

ბ) თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 112 მუხლი:

     „მუხლი 112. თორმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების მოსამსახურე

თორმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების მოსამსახურე შეიძლება იყოს პირი, რომელმაც გაიარა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის შესაბამისი პროგრამა და ჩააბარა გამოცდა.“.

3. 82-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 82. თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მოთავსების საერთო პირობები

1. თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომელსაც განაჩენის გამოტანის დროისათვის არ შესრულებია თოთხმეტი წელი, მოთავსდება თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში.

2. თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომელსაც განაჩენის გამოტანის დროისათვის არ შესრულებია თვრამეტი წელი, მოთავსდება თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში.“.

4. 83-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 83. თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება

1. თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანი. მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულს ათავსებენ სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით.

2. თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება იყოფა დახურულ, ნახევრად ღია და ღია რეჟიმის ბლოკებად. არასრულწლოვნის სასჯელის მოხდის შესაბამის რეჟიმს ადგენს ადმინისტრაცია.

3. თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება აქვს ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებთან პაემანი ჰქონდეს არა უმეტეს თვეში ოთხჯერ.

4. კარგი ყოფაქცევისა და სწავლის შემთხვევაში, სასჯელის ვადის ერთი მეოთხედის მოხდის შემდეგ, თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პატიმრობის პირობები შეიძლება გაუმჯობესდეს. ამ შემთხვევაში მას უფლება აქვს, წელიწადში დამატებით ორი პაემნით ისარგებლოს.

5. თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების სხვა პრინციპები განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 831 მუხლი:

     „მუხლი 831. თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება

1. თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანი.

2. თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება არის განსაკუთრებული სახის სასჯელაღსრულების დაწესებულება, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანი დამნაშავის გამოსწორება და რესოციალიზაცია. აღმზრდელობითი დაწესებულება ვალდებულია, არასრულწლოვანი დამნაშავე უზრუნველყოს სახელმწიფოს ხარჯზე განათლების მიღების უფლებით, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, აგრეთვე შეუქმნას ჯანსაღი ფსიქიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობები.

3. თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების პირობები უნდა შეესაბამებოდეს მსგავსი სახის დაწესებულებისათვის გათვალისწინებულ საერთაშორისო სტანდარტებს.

4. თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება აქვს ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებთან პაემანი ჰქონდეს შეუზღუდავად.

5. კარგი ყოფაქცევისა და სწავლის შემთხვევაში თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვან მსჯავრდებულს თვეში ერთხელ ეძლევა უფლება, ოჯახში დაბრუნდეს და ნახოს ახლო ნათესავები არა უმეტეს 5 დღის ვადით. აღნიშნული ვადა ჩაითვლება სასჯელის მოხდის საერთო ვადაში. თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახში დაბრუნებასთან დაკავშირებული მგზავრობის ხარჯებს აანაზღაურებენ თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანი მსჯავრდებული ან/და მისი ოჯახის წევრები.

6. თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების სხვა პრინციპები განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

6. 84-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. მსჯავრდებულის პიროვნებისა და ქცევის გათვალისწინებით, თოთხმეტ წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისათვის შეიძლება გადაყვანილ იქნეს თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში.

4. თოთხმეტ წელს მიღწეული მსჯავრდებული შეიძლება დატოვებულ იქნეს თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში სასჯელის ვადის დამთავრებამდე, მაგრამ არა უმეტეს თექვსმეტი წლის მიღწევისა. თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში დატოვების შემთხვევაში მსჯავრდებულზე ვრცელდება ამ დაწესებულების რეჟიმი. დატოვების საკითხი წყდება ამ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.“.

7. 97-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. 2008 წლის 1 აგვისტომდე:

ა) გამოცემულ იქნეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება:

ა.ა) თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ;

ა.ბ) თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ;

ა.გ) თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვნის ოჯახში დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ;

ბ) უზრუნველყოფილ იქნეს „მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული სწავლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისობა ამ კანონის მოთხოვნებთან.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 25 მაისი.

№4813–Iს