დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 619 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/11/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 36, 08/12/2004 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 100.030.010.05.001.001.608 |
საქართველოს კანონი
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. 85-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 – მე-4 პუნქტები:
„2. თუ პატიმარმა გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯის შესახებ სასამართლოს განაჩენი, გასაჩივრებიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 10 დღისა პატიმარი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით გადაჰყავთ იმ რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (გარდა საპყრობილისა) და მისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, მსჯავრდებულთაგან სრულ იზოლაციაში, რომელშიც თავისუფლების აღკვეთის მოხდასაც ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რის თაობაზეც ეცნობება პროკურორს. თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არ საჩივრდება, გამოიყენება ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პატიმარზე ვრცელდება ამ კანონით მისთვის დადგენილი პატიმრობაში ყოფნის საერთო პირობები, მიუხედავად იმ სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმისა, სადაც მოთავსებულია პატიმარი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ გამოიყენება, თუ ამავე პუნქტში გათვალისწინებული სასჯელაღსრუ-ლების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების გამოცემიდან 5 დღის ვადაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარედგინა პროკურორის წერილობითი პროტესტი.“.
2. მე-100 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ამ კანონის 85-ე მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტები მოქმედებს 2007 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 26 ნოემბერი.
№619-IIს
დოკუმენტის კომენტარები