დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 435 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 31/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 12/11/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.030.010.05.001.003.302 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს კანონი
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
21. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს უფლება აქვს ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოსცეს ბრძანება, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამავე კანონის დებულებებს.
2. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 4. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი
1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სასჯელაღსრულების ორგანო, რომელიც შედის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო) სისტემაში, როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი (შემდგომში – სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი).
3. დეპარტამენტის დებულებას და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
4. დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის ნაწილია.
მუხლი 5. დეპარტამენტის ანგარიშვალდებულება
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის წინაშე. დეპარტამენტის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს წელიწადში ორჯერ მაინც წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.
მე-6 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. სასამართლოს განაჩენით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთას აღასრულებენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებები.
2. სასჯელაღსრულების დაწესებულებას საქართველოს ტერიტორიაზე ქმნის და აუქმებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5. სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებას და შინაგანაწესს დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 7. სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი
სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით.
5. მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და მსჯავრდებულებს იცავენ გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურები, რომელთა დებულებებს ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. სპეციალური დაცვის სამსახურის ამოცანები და მისი შინაგანაწესი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი. გარე დაცვის სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი, რომლის სამსახურის ვადა განისაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. სპეციალური დაცვის სამსახურში წვევამდელის მიერ სამსახურის გავლა ჩაითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლად და სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ იგი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით. სპეციალური დაცვის სამსახურში ჩასარიცხ პირთა შერჩევისა და მათ მიერ სამსახურის გავლის წესს განსაზღვრავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
6. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულებას ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
7. მე-11 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. მოსამსახურეების საშტატო ნუსხას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით.
ბ) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
22. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს დეპარტამენტის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით ან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. ატესტაციის პირობებს ადგენს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
8. 111 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. მოსამსახურეთა ან/და ამ სისტემაში დასაქმების მსურველთა მომზადებას, გადამზადებას ან/და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი.
9. მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. საპყრობილის ადმინისტრაცია ვალდებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ასლის მიღების დღიდან 2 დღის ვადაში გაუგზავნოს განაჩენის ასლი დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რომელიც 5 დღის ვადაში განსაზღვრავს იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც უნდა გაიგზავნოს მსჯავრდებული. საპყრობილის ადმინისტრაცია თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს სასჯელის მოსახდელად აგზავნის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ასლის მიღების დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
2. მსჯავრდებული, რომელსაც განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა საერთო ან მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოხდით, მისივე წერილობითი თანხმობით, დადგენილი წესით შეიძლება დატოვებულ იქნეს საპყრობილეში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მისი გადაადგილების წესსა და პირობებს განსაზღვრავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
10. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით შეიძლება დაადგინოს განცალკევებით მოთავსების სხვა წესი.
11. 305 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. მსჯავრდებულის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით.
12. 31-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. მსჯავრდებულის პირადი საქმე დგება მისი დაპატიმრებიდან გათავისუფლებამდე. გათავისუფლების შემდეგ პირადი საქმე ინახება სასჯელაღსრულების დაწესებულების არქივში. პირადი საქმისათვის დასართავი დოკუმენტების ჩამონათვალს და არქივში მისი შენახვის ვადას განსაზღვრავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5. მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ სპეციალურად უფლებამოსილ პირს. ასეთ პირთა ნუსხას ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
13. 35-ე მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
11. მსჯავრდებულისა და პატიმრის სპეციალური ტანსაცმლის ფორმას ცალკეული სასჯელაღსრულების დაწესებულების მიხედვით ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
14. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. მსჯავრდებულს უფლება აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობისას ან მის ანგარიშზე ჩარიცხეს სხვა პირებმა ან ორგანიზაციებმა. პროდუქტების შესაძენად საკუთარი სახსრების გამოყენება დაიშვება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
15. 46-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5. მსჯავრდებულის ექსტერნად სწავლების წესსა და პირობებს განსაზღვრავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.
16. 49-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ გასვლის უფლება, თუ ეს აუცილებელია მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ხასიათის მიხედვით. დაწესებულების გარეთ გასვლის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რომელთაც ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
7. სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებითი დატოვების წესსა და პირობებს განსაზღვრავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
17. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. მსჯავრდებულის ხელფასის 15 პროცენტი გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, 50 პროცენტი მიეცემა მსჯავრდებულს პირადი ხარჯებისათვის, 10 პროცენტი დაირიცხება სასჯელაღსრულების დაწესებულების შესანახი ხარჯების ანაზღაურებისათვის და მისი ხარჯვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, ხოლო 25 პროცენტი დაიქვითება აღმასრულებელი ფურცლებით ან აღმასრულებელი დოკუმენტებით კანონით დადგენილი წესით. არასრულწლოვანი ბავშვებისათვის გადასახდელი ალიმენტები გამოიანგარიშება მსჯავრდებულის მიერ გამომუშავებული მთელი თანხიდან.
18. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 61. სარეაბილიტაციო ცენტრი
მსჯავრდებულთა ადაპტაციისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან იქმნება სარეაბილიტაციო ცენტრები, რომელთა დებულებასაც ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
19. 63-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიგზავნება ამ კანონის 62-ე მუხლის შესაბამისად, აღირიცხება მსჯავრდებულთა რეესტრში, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
20. 68-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის წევრებს სამსახურის მოსამსახურეთაგან ნიშნავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
3. დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
21. 75-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5. საპყრობილის რეჟიმი განისაზღვრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.
22. 78-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. თითოეული რეჟიმის წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.
23. 88-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. პატიმრის გადაყვანის წესს ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
24. 92-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) საკუთარი სახსრებით შეიძინონ დამატებითი კვების პროდუქტები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. პატიმრობის მოხდის წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.
25. 93-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. კომისია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრსა და დეპარტამენტის თავმჯდომარეს ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.
5. კომისიის უფლებამოსილება, შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
26. 96-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 96. უშიშროების დამატებითი ღონისძიებების გეგმა
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მასობრივი არეულობებისას და ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას დეპარტამენტი თავდასხმის, გაქცევისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით შეიმუშავებს უშიშროების დამატებითი ღონისძიებების გეგმას, რომელსაც ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
27. 99-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება –სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და ჩამოყალიბდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად – სასჯელაღსრულების დეპარტამენტად.
2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.
3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფმა განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება.
4. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი და ჩამოყალიბდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრად.
5. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
7. საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 თებერვლისთვის უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსათვის.
8. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2009 წლის 1 თებერვლისთვის უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსათვის.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებისა და მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.
2. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები და მე-3 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“.
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №961-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ335
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები