დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2643 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/02/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 15/03/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 100.030.010.05.001.003.895 |
საქართველოს კანონი
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. არასრულწლოვანი მსჯავრდებული, რომელსაც შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, მოთავსდება თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში.“.
2. 112 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 112. თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების მოსამსახურე
თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების მოსამსახურე შეიძლება იყოს პირი, რომელმაც გაიარა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის შესაბამისი პროგრამა და ჩააბარა გამოცდა.“.
3. 82-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 82. თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მოთავსების საერთო პირობები
თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომელსაც განაჩენის გამოტანის დროისათვის არ შესრულებია თვრამეტი წელი, მოთავსდება თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში.“.
4. 831 მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. 84-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
6. 97-ე მუხლის 21 პუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 23 თებერვალი.
№2643–Iს
დოკუმენტის კომენტარები