„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2272
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 21/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 100.030.010.05.001.003.792
  • Word
2272
04/12/2009
სსმ, 45, 21/12/2009
100.030.010.05.001.003.792
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) დაემატოს შემდეგი შინაარსის 401 მუხლი:

    მუხლი 401. მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა

1. თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციას „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შესახებ. მსჯავრდებულის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გამოტანამდე მის ბადრაგირებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი.

2. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, მის დამცველს, კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, მოსთხოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციას „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შესახებ.

3. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სასჯელაღსრულების  დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

4. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 4 დეკემბერი.

№2272–IIს