დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2984 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 14/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 05/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.030.010.05.001.001.375 |
საქართველოს კანონი
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ.182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სასჯელაღსრულების ქვემდებარე გადაწყვეტილებები
ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულდება პატიმრობასთან დაკავშირებული და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, განჩინება, დადგენილება და მოსამართლის ბრძანება, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.“.
2. 65-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულის გათავისუფლების საკითხი წყდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2003 წლის 14 აგვისტო.
№2984-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები