დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1633 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/07/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 24/07/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.030.010.05.001.001.129 |
საქართველოს კანონი
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-5 პუნქტი.
2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21. სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
22. მინისტრი უფლებამოსილია ცალკეული კატეგორიის მოსამსახურეთა დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება გადასცეს დეპარტამენტის თავმჯდომარეს.“.
3. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კვების ნორმები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით. ორსულ ქალებს, მეძუძურ დედებს, არასრულწლოვნებს, ავადმყოფებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ხანდაზმულებს (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) სხვა მსჯავრდებულებთან შედარებით უნდა შეექმნათ გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო და კვების პირობები.“.
4. 65-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ხანდაზმულობის ასაკის მიღწევის გამო, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.
5. 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 67. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისაგან გათავისუფლება
1. მძიმე ან განუკურნებელი სენით დაავადებულის, აგრეთვე ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული (ქალები – 65 წლიდან, მამაკაცები – 70 წლიდან) მსჯავრდებული პირის გასათავისუფლებლად მსჯავრდებული ან/და სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი, კანონით დადგენილი წესით, მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ მიმართავს სასამართლოს.
2. ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირის გათავისუფლებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ნასამართლობა, სასჯელის მოხდის ადგილებში მისი ქცევა, შრომისადმი დამოკიდებულება, ოჯახური პირობები და ჯანმრთელობის მდგომარეობა.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 4 ივლისი.
№1633-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები