დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1755 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/06/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 36, 11/07/2005 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 100.090.000.05.001.001.904 |
საქართველოს კანონი
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) დაემატოს შემდეგი შინაარსის 922 მუხლი:
„მუხლი 922. პატიმრის სამედიცინო შემოწმების სავალდებულო წესი
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის ყოველი გაყვანისას და შემოყვანისას (გარდა სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიზნით პატიმრის გაყვანისა და შემოყვანისა) სავალდებულოა პატიმრისათვის სამედიცინო შემოწმების ჩატარება. შემოწმების შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 ივნისი.
№1755-რს
დოკუმენტის კომენტარები