სახელმწიფო ბაჟის შესახებ

  • Word
სახელმწიფო ბაჟის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1363
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/04/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.000.350
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1363
29/04/1998
პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998
230.000.000.05.001.000.350
სახელმწიფო ბაჟის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (26/06/2009 - 31/07/2009)

საქართველოს კანონი

სახელმწიფო ბაჟის შესახებ

მუხლი 1. სახელმწიფო ბაჟის ცნება

სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის.

��� მუხლი 2. სახელმწიფო ბაჟის გადამხდელები

1. სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

2. იმ შემთხვევაში, როცა იურიდიული მოქმედების შესრულების ან საბუთის გაცემის თაობაზე ერთდროულად მიმართავს რამდენიმე პირი, სახელმწიფო ბაჟს გადაიხდის ერთ-ერთი ან რამდენიმე მათგანი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

��� მუხლი 3. მოქმედებები, რომლებისთვისაც გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი

სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე;

ბ) საერთო სასამართლოებში განსახილველ სასარჩელო ან სხვა განცხადებებზე და საჩივრებზე;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის, მოქალაქეობისა და ემიგრაცია-იმიგრაციის საკითხებზე განცხადებების განხილვისათვის და მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციისათვის, რომლებსაც ახორციელებენ შესაბამისი სამსახურები;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა;

ე) საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს ორდინალური ვიზის გაცემისათვის;

ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დოკუმენტების გამოთხოვისათვის;

ზ) დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში შედგენილი დოკუმენტების ლეგალიზაციისა.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1771-სსმI, №39, 16.07.2005წ., მუხ.262

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3136-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.163

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3383-სსმI, №24, 29.06.2006წ., მუხ.191

საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1332-სსმI, №14, 03.07.2009წ., მუხ.73

��� მუხლი 4. სახელმწიფო ბაჟის განაკვეთები

1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:

ა) სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების შესახებ და განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე � დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

ბ) შეგებებულ სარჩელზე � დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

გ) მესამე პირის სარჩელზე, რომელიც დავის საგანზე დამოუკიდებელ მოთხოვნებს აცხადებს, � დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

დ) სახელმწიფო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების შესახებ სარჩელზე � დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

ე) სააპელაციო საჩივარზე, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) � დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა;

ვ) საკასაციო საჩივარზე, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) � დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა;

ზ) კერძო საჩივარზე � 50 ლარი;

თ) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე � თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია � 50 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია � 150 ლარი;

ი) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე � თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია � 100 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია � 300 ლარი;

კ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე � 50 ლარი;

ლ) არაქონებრივ დავაზე � 100 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე � შესაბამისად 150 ლარი და 300 ლარი;

მ) დაკარგული საქმის წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაზე, როდესაც საქმის მასალები მხარის ბრალით დაიკარგა � 100 ლარი;

ნ) თამასუქის ან ჩეკის შესახებ სარჩელზე � 100 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე � შესაბამისად 150 ლარი და 300 ლარი;

ო) უდავო წარმოების საქმეზე � 50 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე � შესაბამისად 100 ლარი და 300 ლარი;

პ) აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე � 500 ლარი.

2. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ერთი სასამართლო წარმოების ყველა ინსტანციისათვის არ უნდა აღემატებოდეს:

ა) ფიზიკური პირისათვის � 10 000 ლარს;

ბ) იურიდიული პირისათვის � 15 000 ლარს.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:

ა) ფიზიკური პირის მიერ შეტანილ

�კონსტიტუციურ სარჩელზე ���� ���� ���� ���� 10 ლარი

ბ) სხვა პირების მიერ შეტანილ

�კონსტიტუციურ სარჩელსა და

�კონსტიტუციურ წარდგინებაზე�� ���� ���� ���� 55 ლარი.

4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისათვის სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:

ა) ქორწინების რეგისტრაციისათვის, მოწმობის გაცემის ჩათვლით � 9 ლარი;

ბ) განქორწინების რეგისტრაციისათვის, მოწმობის გაცემის ჩათვლით � 45 ლარი;

გ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციისათვის, მოწმობის გაცემისათვის და, მათი შეცვლიდან გამომდინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენისა და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა) � 50 ლარი;

დ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების, დამატებისა და ცვლილების შეტანისათვის (გარდა მამობის დადგენისა და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), მათ შორის, მშობლის (მშობლების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მონაცემის შესწორების, დამატებისა და ცვლილების შემთხვევებში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მშობლის (მშობლების) მონაცემის სავალდებულო შესწორების, დამატებისა და ცვლილების შეტანის ჩათვლით � 10 ლარი;

ე) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობის გაცემისათვის � 2 ლარი;

ვ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის თაობაზე ცნობის გაცემისათვის (გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის �ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) � 2 ლარი.

5. მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისათვის, მოქალაქეობისა და ემიგრაცია-იმიგრაციის საკითხების განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:

ა) საქართველოს მოქალაქის 32-გვერდიანი პასპორტის გაცემისათვის ან შეცვლისათვის � 35 ლარი, ხოლო 48-გვერდიანი პასპორტისა � 40 ლარი;

1) საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის გაცემისათვის ან შეცვლისათვის � 35 ლარი;

ბ)(ამოღებულია);

გ) (ამოღებულია);

დ) (ამოღებულია);

ე) (ამოღებულია);

ვ) საქართველოში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის საზღვარგარეთ გასასვლელი პირადობის მოწმობის (პასპორტის შემცვლელი დოკუმენტის) გაცემისათვის � 35 ლარი;

ზ) მეზღვაურის წიგნაკისა და ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემისათვის � 35 ლარი;

თ) (ამოღებულია);

ი) (ამოღებულია);

კ) (ამოღებულია);

ლ) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემისათვის � 30 ლარი;

მ) (ამოღებულია);

6. საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის � 20 ლარი.

7. საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს ორდინალური ვიზის გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება შემდეგი ოდენობით:

ა) მრავალჯერადი ორდინალური ვიზის 360 დღით გაცემისათვის � 100 ლარი;

ბ) სატრანზიტო გავლის უფლებით ერთჯერადი ორდინალური ვიზის გაცემისათვის � 10 ლარი;

გ) სატრანზიტო გავლის უფლებით ორჯერადი ორდინალური ვიზის გაცემისათვის � 20 ლარი.

8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის გამოთხოვისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 20 ლარია.

9. საქართველოში შედგენილი დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 20 ლარია.

10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 15 ლარია.

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2307-სსმI, №39(46), 06.08.1999წ., მუხ.192

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №409-სსმI, №26, 13.07.2000წ., მუხ.72

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №183-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.89

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1771-სსმI, №39, 16.07.2005წ., მუხ.262

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №3262-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.379

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2625-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.19

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3136-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.163

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3383-სსმI, №24, 29.06.2006წ., მუხ.191

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3519-სსმI, №32, 31.07.2006წ., მუხ.246

საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4815-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.170

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5206-სსმI, №28, 18.07.2007წ., მუხ.291

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5287-სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.328

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5303-სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.333

საქართველოს 2007 წლის 30 ნოემბრის კანონი №5460-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.373

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5976-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.63

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №809-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.269

საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1091-სსმI, №7, 06.04.2009წ., მუხ.25

საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1332-სსმI, №14, 03.07.2009წ., მუხ.73

��� მუხლი 5. შეღავათები სახელმწიფო ბაჟში

1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) ფიზიკური პირები � სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან;

ბ) მოსარჩელენი � სარჩელებზე, რომლებიც გამომდინარეობს საავტორო, აგრეთვე აღმოჩენის, გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებებისა და სამრეწველო ნიმუშების უფლებებიდან;

გ) მოსარჩელენი � სარჩელებზე ალიმენტების გადახდევინების შესახებ;

დ) ფიზიკური და იურიდიული პირები � მათზე იმ დოკუმენტების გაცემისათვის, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართლისა და ალიმენტის საქმეებთან;

ე) მოსარჩელენი � სარჩელებზე ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით;

ვ) ფიზიკური პირები � სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ საკასაციო საჩივრებზე დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ამოღების სისწორის შესახებ;

ზ) სოციალური დაზღვევის ორგანოები და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები რეგრესულ სარჩელებზე ზიანის მიმყენებლის მიერ დაზარალებულზე გაცემული დახმარების ან პენსიის გადახდევინების შესახებ, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები � აგრეთვე სარჩელებზე არასწორად მიღებული დახმარებებისა და პენსიების შესახებ;

თ) მოსარჩელე � დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე;

ი) მხარეები � საკასაციო საჩივრებზე განქორწინების საქმეების შეწყვეტის შესახებ;

კ) შინაგან საქმეთა ორგანოები, როგორც მოსარჩელეები � სარჩელებზე იმ პირების ძებნასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ ალიმენტებისა და სხვა მსგავსი თანხების გადახდას;

ლ) სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები � სარჩელებზე გადასახადების, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე;

მ) ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო � საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები � ყველა სარჩელზე;

1) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რაც დასტურდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობით;

ნ) მოსარჩელენი � სარჩელებზე ისტორიული, მხატვრული და სხვა ფასეულობის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ;

ო) მხარეები � სარჩელებზე მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია ფიზიკური პირის უკანონოდ გასამართლების, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით უკანონოდ დაპატიმრების ან დაპატიმრების სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად;

პ) იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები � საჩივრებზე მათი იძულებით გადაადგილებულ პირად და ლტოლვილად არცნობის შესახებ;

ჟ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე � სარჩელებზე გარემოს გაჭუჭყიანებისა და გარემოს დაცვის კანონმდებლობის სხვა დარღვევების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ;

რ) ვეტერანები, რომლებმაც �ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ� საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს;

) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე

ტ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე � სარჩელზე მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობისა და მიწის კანონმდებლობის სხვა დარღვევების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ

უ) დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან � ყველა საქმეზე;

ფ) არქიტექტორულ-სამშენებლო ინსპექციები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, საქართველოს კანონმდებლობით მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

ქ) მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი, როგორც მოსარჩლე � სარჩელზე არასრულწლოვნის უფლებების დარღვევის ან მისთვის მიყენებული ქონებრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

ღ) საქართველოს ეროვნული ბანკი � ყველა სარჩელზე.

ყ) ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები-საკრედიტო კავშირები � კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების-საკრედიტო კავშირებისათვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრულ ყველა სარჩელზე.

შ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი � საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური � �ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ჩ) მოსარჩელე � უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ აღძრულ სარჩელებზე.

ც) მოსარჩელე � თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე აღძრულ სარჩელებზე.

ძ) საქართველოს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე � სარჩელზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე.

წ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, როგორც მოსარჩელე � ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე;

ჭ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები, ასევე მისი მმართველობის სფეროში შემავალი სხვა ორგანოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, არქეოლოგიურ ობიექტებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში კანონის დარღვევით წარმოებული მიწის, სამშენებლო და სხვა სამუშაოების საკითხებზე.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო სასამართლოების მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება.

3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) ფიზიკური პირი � სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანასთან დაკავშირებით, თუ რეგისტრაციისას შეცდომა დაუშვა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ;

ბ) ფიზიკური პირი � სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის თაობაზე ცნობის გაცემასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებში წარსადგენად, პენსიისა და დახმარების დანიშვნისათვის ან გადაანგარიშებისათვის;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით გადაადგილებულად � დევნილად ცნობილი პირი.

4. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;

გ) ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები � 50 პროცენტით;

დ) პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები � 50 პროცენტით;

ე) უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) 18 წლამდე ასაკის პირები � 50 პროცენტით.

5. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებით, რომლის მონაწილეც არის საქართველო.

6. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისათვის.

საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი №1461-პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.13

საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1602-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.16

საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2367-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.215

საქართველოს 2001 წლის 22 ივნისის კანონი №996-სსმI, №22, 06.07.2001წ., მუხ.87

საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი №1083-სსმI, №28, 15.10.2001წ., მუხ.114

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის კანონი №1121-სსმI, №32, 07.11.2001წ., მუხ.128

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1456-სსმI, №15, 03.06.2002წ., მუხ.62

საქართველოს2002 წლის 5 დეკემბრის კანონი №1826-სსმI, №32, 20.12.2002წ., მუხ.161

საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2034-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.43

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3311-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.24

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №210-სსმI, №18, 09.07.2004წ., მუხ.68

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №183-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.89

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1554-სსმI, №31, 27.06.2005წ., მუხ.192

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1771-სსმI, №39, 16.07.2005წ., მუხ.262

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2137-სსმI, №50, 01.12.2005წ., მუხ.335

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2625-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.19

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3519-სსმI, №32, 31.07.2006წ., მუხ.246

საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4710-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.140

საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4815-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.170

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5266-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.337

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5976-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.63

��� მუხლი 6. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ან დაბრუნების წესი

1. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.

2. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება:

ა) საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე � შესაბამისი განცხადებების (საჩივრების) ან საკასაციო საჩივრების შეტანამდე, ასევე სასამართლოს მიერ საბუთის ასლის გაცემისას;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე � კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შეტანამდე;

გ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისათვის, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანისათვის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობისა და ცნობის, მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისათვის � შესაბამისი განაცხადების შეტანისას;

დ) საზღვარგარეთ მოქალაქეებისათვის � საკონსულო დაწესებულებებში;

ე) საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის � დასამოწმებელი დოკუმენტების წარდგენისას.

3. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.

4. სახელმწიფო ბაჟი, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, უნდა გაიცეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე შესაბამისი ბიუჯეტიდან. თანხა გაიცემა ერთი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შესახებ.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3136-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.163

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4243-სსმI, №50, 30.12.2006წ., მუხ.394

საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4815-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.170

��� მუხლი 61. გარდამავალი დებულება

ფიზიკური პირი, რომელიც 2008 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის, გორის ან ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან 2009 წლის 1 მაისამდე.

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5206-სსმI, №28, 18.07.2007წ., მუხ.291

საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №438-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.208

��� მუხლი 7. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი��� ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 29 აპრილი.

№1363IIს

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი №1461-პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.13

2.საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1602-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.16

3.საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2307-სსმI, №39(46), 06.08.1999წ., მუხ.192

4.საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2367-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.215

5.საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №409-სსმI, №26, 13.07.2000წ., მუხ.72

6.საქართველოს 2001 წლის 22 ივნისის კანონი №996-სსმI, №22, 06.07.2001წ., მუხ.87

7.საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი №1083-სსმI, №28, 15.10.2001წ., მუხ.114

8.საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის კანონი №1121-სსმI, №32, 07.11.2001წ., მუხ.128

9.საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1456-სსმI, №15, 03.06.2002წ., მუხ.62

10.საქართველოს2002 წლის 5 დეკემბრის კანონი №1826-სსმI, №32, 20.12.2002წ., მუხ.161

11.საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2034-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.43

12.საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2511-სმმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.158

13.საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3311-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.24

14.საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №210-სსმI, №18, 09.07.2004წ., მუხ.68

15.საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №183-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.89

16.საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1554-სსმI, №31, 27.06.2005წ., მუხ.192

17.საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1771-სსმI, №39, 16.07.2005წ., მუხ.262

18.საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2137-სსმI, №50, 01.12.2005წ., მუხ.335

19.საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №3262-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.379

20.საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2625-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.19

21.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3136-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.163

22.საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3383-სსმI, №24, 29.06.2006წ., მუხ.191

23.საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3519-სსმI, №32, 31.07.2006წ., მუხ.246

24.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4243-სსმI, №50, 30.12.2006წ., მუხ.394

25.საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4710-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.140

26.საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4815-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.170

27.საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5206-სსმI, №28, 18.07.2007წ., მუხ.291

28.საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5266-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.337

29.საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5287-სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.328

30.საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5303-სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.333

31.საქართველოს 2007 წლის 30 ნოემბრის კანონი №5460-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.373

32.საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5976-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.63

33.საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №438-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.208

34.საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №809-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.269

35.საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1091-სსმI, №7, 06.04.2009წ., მუხ.25

36.საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1332-სსმI, №14, 03.07.2009წ., მუხ.73

99. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3827-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 98. 29/11/2023 - საქართველოს კანონი - 3760-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 11/12/2023 97. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2615-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 10/03/2023 96. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2552-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 95. 22/12/2021 - საქართველოს კანონი - 1187-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2021 94. 16/12/2021 - საქართველოს კანონი - 1150-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2021 93. 14/12/2021 - საქართველოს კანონი - 1084-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 17/12/2021 92. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 890-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 91. 22/07/2021 - საქართველოს კანონი - 807-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 26/07/2021 90. 22/06/2021 - საქართველოს კანონი - 669-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/06/2021 89. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 340-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 88. 29/09/2020 - საქართველოს კანონი - 7188-Iს - ვებგვერდი, 05/10/2020 87. 16/09/2020 - საქართველოს კანონი - 7134-Iს - ვებგვერდი, 21/09/2020 86. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6984-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 85. 22/05/2020 - საქართველოს კანონი - 5966-სს - ვებგვერდი, 28/05/2020 84. 30/10/2019 - საქართველოს კანონი - 5243-Iს - ვებგვერდი, 04/11/2019 83. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 5033-Iს - ვებგვერდი, 01/10/2019 82. 18/09/2019 - საქართველოს კანონი - 4957-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 81. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4929-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 80. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3614-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 79. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3034-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 78. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1689-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 77. 16/11/2017 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/15/1214 - ვებგვერდი, 29/11/2017 76. 17/05/2017 - საქართველოს კანონი - 857-IIს - ვებგვერდი, 02/06/2017 75. 10/03/2017 - საქართველოს კანონი - 444-IIს - ვებგვერდი, 22/03/2017 74. 01/12/2016 - საქართველოს კანონი - 43-Iს - ვებგვერდი, 15/12/2016 73. 24/06/2016 - საქართველოს კანონი - 5588-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 72. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5025-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 71. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5014-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 70. 25/11/2015 - საქართველოს კანონი - 4557-Iს - ვებგვერდი, 08/12/2015 69. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4452-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 68. 03/09/2015 - საქართველოს კანონი - 4196-Iს - ვებგვერდი, 10/09/2015 67. 08/05/2015 - საქართველოს კანონი - 3603-რს - ვებგვერდი, 15/05/2015 66. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3385-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 65. 18/03/2015 - საქართველოს კანონი - 3219-IIს - ვებგვერდი, 26/03/2015 64. 19/02/2015 - საქართველოს კანონი - 3097-IIს - ვებგვერდი, 27/02/2015 63. 11/12/2014 - საქართველოს კანონი - 2873-Iს - ვებგვერდი, 23/12/2014 62. 14/11/2014 - საქართველოს კანონი - 2789-Iს - ვებგვერდი, 26/11/2014 61. 21/03/2014 - საქართველოს კანონი - 2161-IIს - ვებგვერდი, 27/03/2014 60. 05/03/2014 - საქართველოს კანონი - 2052-IIს - ვებგვერდი, 17/03/2014 59. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 470-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 58. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6439-რს - ვებგვერდი, 22/06/2012 57. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 56. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6384-Iს - ვებგვერდი, 15/06/2012 55. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6315-Iს - ვებგვერდი, 08/06/2012 54. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6169-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 53. 10/04/2012 - საქართველოს კანონი - 6020-Iს - ვებგვერდი, 30/04/2012 52. 13/03/2012 - საქართველოს კანონი - 5788-Iს - ვებგვერდი, 19/03/2012 51. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5665-რს - ვებგვერდი, 11/01/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 50. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5570 - ვებგვერდი, 111228066, 28/12/2011 49. 06/12/2011 - საქართველოს კანონი - 5371-IIს - ვებგვერდი, 111220010, 20/12/2011 48. 25/11/2011 - საქართველოს კანონი - 5356-IIს - ვებგვერდი, 111208022, 08/12/2011 47. 11/11/2011 - საქართველოს კანონი - 5265-IIს - ვებგვერდი, 111124017, 24/11/2011 46. 28/10/2011 - საქართველოს კანონი - 5171-IIს - ვებგვერდი, 111107009, 07/11/2011 45. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4941-რს - ვებგვერდი, 110714019, 14/07/2011 44. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4387-Iს - ვებგვერდი, 110317017, 17/03/2011 43. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4074-რს - სსმ, 76, 29/12/2010 42. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 41. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3371 - სსმ, 40, 20/07/2010 40. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3366 - სსმ, 40, 20/07/2010 39. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2452 - სსმ, 50, 31/12/2009 38. 15/12/2009 - საქართველოს კანონი - 2316 - სსმ, 46, 22/12/2009 37. 31/07/2009 - საქართველოს კანონი - 1563 - სსმ, 24, 13/08/2009 36. 26/06/2009 - საქართველოს კანონი - 1332 - სსმ, 14, 03/07/2009 35. 24/03/2009 - საქართველოს კანონი - 1091 - სსმ, 7, 06/04/2009 34. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 809 - სსმ, 40, 29/12/2008 33. 31/10/2008 - საქართველოს კანონი - 438 - სსმ, 31, 12/11/2008 32. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 5976 - სსმ, 9, 04/04/2008 31. 20/11/2007 - საქართველოს კანონი - 5460 - სსმ, 40, 03/12/2007 30. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5303 - სსმ, 29, 27/07/2007 29. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5287 - სსმ, 29, 27/07/2007 28. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5266 - სსმ, 30, 30/07/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 27. 04/07/2007 - საქართველოს კანონი - 5206 - სსმ, 28, 18/07/2007 26. 25/05/2007 - საქართველოს კანონი - 4815 - სსმ, 19, 01/06/2007 25. 08/05/2007 - საქართველოს კანონი - 4710 - სსმ, 18, 22/05/2007 24. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4243 - სსმ, 50, 30/12/2006 23. 25/07/2006 - საქართველოს კანონი - 3519 - სსმ, 32, 31/07/2006 22. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3383 - სსმ, 24, 29/06/2006 21. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3136 - სსმ, 19, 01/06/2006 20. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2625 - სსმ, 3, 16/01/2006 19. 20/12/2005 - საქართველოს კანონი - 2362 - სსმ, 55, 27/12/2005 18. 25/11/2005 - საქართველოს კანონი - 2137 - სსმ, 50, 01/12/2005 17. 24/06/2005 - საქართველოს კანონი - 1771 - სსმ, 39, 16/07/2005 16. 03/06/2005 - საქართველოს კანონი - 1554 - სსმ, 31, 27/06/2005 15. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 183 - სსმ, 19, 15/07/2004 14. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 210 - სსმ, 18, 09/07/2004 13. 13/02/2004 - საქართველოს კანონი - 3311 - სსმ, 6, 09/03/2004 12. 18/07/2003 - საქართველოს კანონი - 2511 - სსმ, 22, 08/08/2003 11. 28/03/2003 - საქართველოს კანონი - 2034 - სსმ, 8, 14/04/2003 10. 12/05/2002 - საქართველოს კანონი - 1826 - სსმ, 32, 20/12/2002 9. 18/05/2002 - საქართველოს კანონი - 1456 - სსმ, 15, 03/06/2002 8. 23/10/2001 - საქართველოს კანონი - 1121 - სსმ, 32, 07/11/2001 7. 28/09/2001 - საქართველოს კანონი - 1083 - სსმ, 28, 15/10/2001 6. 22/06/2001 - საქართველოს კანონი - 996 - სსმ, 22, 06/07/2001 5. 28/06/2000 - საქართველოს კანონი - 409 - სსმ, 26, 13/07/2000 4. 08/09/1999 - საქართველოს კანონი - 2367 - სსმ, 43(50), 21/09/1999 3. 22/07/1999 - საქართველოს კანონი - 2307 - სსმ, 39(46), 06/08/1999 2. 30/09/1998 - საქართველოს კანონი - 1602 - სსმ, 2, 26/10/1998 1. 25/06/1998 - საქართველოს კანონი - 1461 - პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998