დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო ბაჟის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1363 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/04/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 230.000.000.05.001.000.350 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (20/12/2005 - 28/12/2005)
საქართველოს კანონი
სახელმწიფო ბაჟის შესახებ
�მუხლი 1. სახელმწიფო ბაჟის ცნება
სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის.
��� მუხლი 2. სახელმწიფო ბაჟის გადამხდელები
1. სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
2. იმ შემთხვევაში, როცა იურიდიული მოქმედების შესრულების ან საბუთის გაცემის თაობაზე ერთდროულად მიმართავს რამდენიმე პირი, სახელმწიფო ბაჟს გადაიხდის ერთ-ერთი ან რამდენიმე მათგანი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
��� მუხლი 3. მოქმედებები, რომლებისთვისაც გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი
სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე;
ბ) საერთო სასამართლოებში განსახილველ სასარჩელო ან სხვა განცხადებებზე და საჩივრებზე;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის, მოქალაქეობისა და ემიგრაცია-იმიგრაციის საკითხებზე განცხადებების განხილვისათვის და მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციისათვის, რომლებსაც ახორციელებენ შესაბამისი სამსახურები.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1771-სსმI, №39, 16.07.2005წ., მუხ.262
��� მუხლი 4. სახელმწიფო ბაჟის განაკვეთები
�1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:
ა) სარჩელებზე� აგრეთვე განცხადებებზე გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების შესახებ�� სადავო საგნის ღირებულების 2,5 პროცენტი
ბ) სააპელაციო საჩივრებზე�� ���� ���� სადავო საგნის ღირებულების 3 პროცენტი
გ) საკასაციო საჩივრებზე ���� ���� სადავო საგნის ღირებულების 4 პროცენტი
დ) კერძო საჩივრებზე� აგრეთვე განცხადებებზე დავალიანების ამოღების თაობაზე გადახდის ბრძანების მიღების შესახებ სადავო საგნის ღირებულების 1,5 პროცენტი.
ე) განცხადებაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ � 50 ლარი;
ვ) განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ � თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია � 100 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია � 300 ლარი.
���� 2. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე გადასახდევინებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:
ა) ფიზიკური პირის მიერ შეტანილ
�კონსტიტუციურ სარჩელზე ���� ���� ���� ���� 10 ლარი
ბ) სხვა პირების მიერ შეტანილ
�კონსტიტუციურ სარჩელსა და
�კონსტიტუციურ წარდგინებაზე�� ���� ���� ���� 55 ლარი.
4. მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციისათვის სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:
ა) ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციისათვის,
�მოწმობის გაცემის ჩათვლით�� ���� ���� ���� 9 ლარი
ბ) განქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციისათვის,
�მოწმობის გაცემის ჩათვლით, თუ განქორწინება ხდება:
ბ.ა) მეუღლეების ურთიერთშეთანხმებით,
�რომლებსაც არა ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები��� 30 ლარი
ბ.ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით�� ���� ���� 50 ლარი
���� ���� �(ერთ-ერთი ან წილობრივად
ორივე მეუღლის მიერ)
ბ.გ) პირთან, რომელიც დადგენილი
�წესით ცნობილია უგზო-უკვლოდ
�დაკარგულად, ან პირთან, რომელიც
�ფსიქიკურად დაავადების ან ჭკუასუსტობის
�გამო აღიარებულია ქმედუუნაროდ,
�ან პირთან, რომელსაც სასჯელად
�დანიშნული აქვს თავისუფლების
�აღკვეთა სამ წელზე მეტი ვადით� ���� ���� ���� 2 ლარი
გ) გვარის, სახელის, მამის სახელის
�გამოცვლის რეგისტრაციისათვის, მოწმობის
�გაცემის ჩათვლით (ქორწინების,
�მამობის დადგენის რეგისტრაციის ან შვილად
�აყვანის საკითხებთან დაკავშირებული
�შემთხვევების გარდა) ���� ���� ���� ���� 30 ლარი
დ) დაბადების, ქორწინების, განქორწინების,
�გარდაცვალების აქტების აღდგენისათვის,
�მათში ცვლილებების, დამატებებისა და
�შესწორებების შეტანისათვის, მოწმობის
�გაცემის ჩათვლით� ���� ���� ���� ���� ���� 10 ლარი
ე)(ამოღებულია)
���� ���� 7 ლარი
ვ) მოქალაქეთა მდგომარეობის სარეგისტრაციო აქტებზე მოწმობის ხელმეორედ გაცემისათვის � 2 ლარი;
ზ) მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის არსებობის ცნობის გაცემისათვის (გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის �ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) � 1 ლარი;
���� ���� ���� ���� 2 ლარი
თ)(ამოღებულია)
���� ���� ���� ���� 3 ლარი
ი) გვარის აღდგენისათვის��� ���� ���� ���� ���� 10 ლარი.
5. მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისათვის, მოქალაქეობისა და ემიგრაცია-იმიგრაციის საკითხების განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:
ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ან შეცვლისათვის � 35 ლარი;
ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის � 14 ლარი;
გ) პასპორტში არასრულწლოვანი შვილების შესახებ მონაცემების შეტანისათვის � 7 ლარი;
დ) საქართველოს მოქალაქეობის მიღების, აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვისათვის � 60 ლარი;
ე) საზღვარგარეთიდან საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლის (იმიგრაციის) შესახებ განცხადების განხილვისათვის � 70 ლარი;
ვ) საქართველოში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის საზღვარგარეთ გასასვლელი პირადობის მოწმობის (პასპორტის შემცვლელი დოკუმენტის) გაცემისათვის � 35 ლარი;
ზ) მეზღვაურის წიგნაკისა და მფრინავის მოწმობის გაცემისათვის � 35 ლარი;
თ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განხილვისათვის � 10 ლარი;
ი) იმიგრანტის სტატუსის დადგენისა და მინიჭების საკითხის განხილვისათვის � 60 ლარი;
კ) ემიგრანტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისათვის � 30 ლარი;
ლ) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემისათვის � 30 ლარი;
მ) უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის ქორწინების რეგისტრაციაზე ნებართვის გაცემისათვის � 120 ლარი.
საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2307-სსმI, №39(46), 06.08.1999წ., მუხ.192
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №409-სსმI, №26, 13.07.2000წ., მუხ.72
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №183-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.89
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1771-სსმI, №39, 16.07.2005წ., მუხ.262
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №3262-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.379
��� მუხლი 5. შეღავათები სახელმწიფო ბაჟში
1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) ფიზიკური პირები � სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან;
ბ) მოსარჩელენი � სარჩელებზე, რომლებიც გამომდინარეობს საავტორო, აგრეთვე აღმოჩენის, გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებებისა და სამრეწველო ნიმუშების უფლებებიდან;
გ) მოსარჩელენი � სარჩელებზე ალიმენტების გადახდევინების შესახებ;
დ) ფიზიკური და იურიდიული პირები � მათზე იმ დოკუმენტების გაცემისათვის, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართლისა და ალიმენტის საქმეებთან;
ე) მოსარჩელენი � სარჩელებზე ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით;
ვ) ფიზიკური პირები � სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ საკასაციო საჩივრებზე დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ამოღების სისწორის შესახებ;
ზ) სოციალური დაზღვევის ორგანოები და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები რეგრესულ სარჩელებზე ზიანის მიმყენებლის მიერ დაზარალებულზე გაცემული დახმარების ან პენსიის გადახდევინების შესახებ, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები � აგრეთვე სარჩელებზე არასწორად მიღებული დახმარებებისა და პენსიების შესახებ;
თ) მოსარჩელენი � სარჩელებზე ბოროტმოქმედებით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ;
ი) მხარეები � საკასაციო საჩივრებზე განქორწინების საქმეების შეწყვეტის შესახებ;
კ) შინაგან საქმეთა ორგანოები, როგორც მოსარჩელეები � სარჩელებზე იმ პირების ძებნასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ ალიმენტებისა და სხვა მსგავსი თანხების გადახდას;
ლ) სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები � სარჩელებზე გადასახადების, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე;
მ) ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო � საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები � ყველა სარჩელზე;
ნ) მოსარჩელენი � სარჩელებზე ისტორიული, მხატვრული და სხვა ფასეულობის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ;
ო) მხარეები � სარჩელებზე მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია ფიზიკური პირის უკანონოდ გასამართლების, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით უკანონოდ დაპატიმრების ან დაპატიმრების სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად;
პ) იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები � საჩივრებზე მათი იძულებით გადაადგილებულ პირად და ლტოლვილად არცნობის შესახებ;
ჟ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე � სარჩელებზე გარემოს გაჭუჭყიანებისა და გარემოს დაცვის კანონმდებლობის სხვა დარღვევების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ;
რ) ვეტერანები, რომლებმაც �ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ� საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს;
ს) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო � სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე
ტ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე � სარჩელზე მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობისა და მიწის კანონმდებლობის სხვა დარღვევების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ
უ) საქართველოს საბიუჯეტო დაწესებულებები, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე სარჩელებზე სხვადასხვა სახის დავალიანებათა შედეგად ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ.
ფ) არქიტექტორულ-სამშენებლო ინსპექციები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, საქართველოს კანონმდებლობით მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
ქ) მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი, როგორც მოსარჩლე � სარჩელზე არასრულწლოვნის უფლებების დარღვევის ან მისთვის მიყენებული ქონებრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
ღ) საქართველოს ეროვნული ბანკი � ყველა სარჩელზე.
ყ) ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები-საკრედიტო კავშირები � კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების-საკრედიტო კავშირებისათვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრულ ყველა სარჩელზე.
შ) საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია � �ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ჩ) მოსარჩელე � უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ აღძრულ სარჩელებზე.
ც) მოსარჩელე � თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე აღძრულ სარჩელებზე.
ძ) საქართველოს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე � სარჩელზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე.
წ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, როგორც მოსარჩელე � ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო სასამართლოების მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება.
3. საქმეებზე, რომლებსაც ახორციელებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) ფიზიკური პირები � გარდაცვალების აქტის რეგისტრაციისას, აგრეთვე მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციისას დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით (თუ შეცდომა დაშვებულია მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის სამსახურის მიერ);
ბ) ფიზიკური პირები � მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ცნობის გაცემისათვის, რომელიც აუცილებელია სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებში წარსადგენად, პენსიისა და დახმარების დანიშვნის ან გადაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით გადაადგილებულად � დევნილად ცნობილი პირები;
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისათვის.
4. საქართველოს მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიმავალი პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
ბ) ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებულად ცნობილი პირები � 50 პროცენტით;
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა;
დ) 16 წლამდე ასაკის პირები � 50 პროცენტით.
� 5. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებით, რომლის მონაწილეც არის საქართველო.
საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი №1461-პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.13
საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1602-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.16
საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2367-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.215
საქართველოს 2001 წლის 22 ივნისის კანონი №996-სსმI, №22, 06.07.2001წ., მუხ.87
საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი №1083-სსმI, №28, 15.10.2001წ., მუხ.114
საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის კანონი №1121-სსმI, №32, 07.11.2001წ., მუხ.128
საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1456-სსმI, №15, 03.06.2002წ., მუხ.62
საქართველოს2002 წლის 5 დეკემბრის კანონი №1826-სსმI, №32, 20.12.2002წ., მუხ.161
საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2034-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.43
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3311-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.24
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №210-სსმI, №18, 09.07.2004წ., მუხ.68
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №183-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.89
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1554-სსმI, №31, 27.06.2005წ., მუხ.192
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1771-სსმI, №39, 16.07.2005წ., მუხ.262
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2137-სსმI, №50, 01.12.2005წ., მუხ.335
��� მუხლი 6. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ან დაბრუნების წესი
1. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.
2. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება:
ა) საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე � შესაბამისი განცხადებების (საჩივრების) ან საკასაციო საჩივრების შეტანამდე, ასევე სასამართლოს მიერ საბუთის ასლის გაცემისას;
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე � კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შეტანამდე;
გ) მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის სამსახურის მიერ მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციისათვის, მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციაში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანისათვის � შესაბამისი განცხადების შეტანისას, ხოლო მოწმობებისა და ცნობების ხელმეორედ გაცემისათვის � მათი გაცემისას;
���� დ) საზღვარგარეთ მოქალაქეებისათვის � საკონსულო დაწესებულებებში.
3. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.
4. სახელმწიფო ბაჟი, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, გაცემული უნდა იქნეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე შესაბამისი ადგილობრივი საფინანსო ორგანოების მიერ იმ დღიდან ერთი თვის განმავლობაში, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება დაბრუნების შესახებ.
��� მუხლი 7. დასკვნითი დებულება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი��� ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 29 აპრილი.
№1363�IIს
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი №1461-პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.13
2.საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1602-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.16
3.საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2307-სსმI, №39(46), 06.08.1999წ., მუხ.192
4.საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2367-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.215
5.საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №409-სსმI, №26, 13.07.2000წ., მუხ.72
6.საქართველოს 2001 წლის 22 ივნისის კანონი №996-სსმI, №22, 06.07.2001წ., მუხ.87
7.საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი №1083-სსმI, №28, 15.10.2001წ., მუხ.114
8.საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის კანონი №1121-სსმI, №32, 07.11.2001წ., მუხ.128
9.საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1456-სსმI, №15, 03.06.2002წ., მუხ.62
10.საქართველოს2002 წლის 5 დეკემბრის კანონი №1826-სსმI, №32, 20.12.2002წ., მუხ.161
11.საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2034-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.43
12.საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2511-სმმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.158
13.საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3311-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.24
14.საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №210-სსმI, №18, 09.07.2004წ., მუხ.68
15.საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №183-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.89
16.საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1554-სსმI, №31, 27.06.2005წ., მუხ.192
17.საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1771-სსმI, №39, 16.07.2005წ., მუხ.262
18.საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2137-სსმI, №50, 01.12.2005წ., მუხ.335
19.საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №3262-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.379
დოკუმენტის კომენტარები