„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5588-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 230000000.05.001.018194
5588-IIს
24/06/2016
ვებგვერდი, 12/07/2016
230000000.05.001.018194
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სხვა სახელმწიფოებიდან შემდეგი დოკუმენტების გამოთხოვისას:

ა) გარდაცვალების მოწმობა;

ბ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა;

გ) ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებები;

დ) სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტი;

ე) დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 ივნისი 2016 წ.

N5588-IIს