„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 43-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 230000000.05.001.018232
43-Iს
01/12/2016
ვებგვერდი, 15/12/2016
230000000.05.001.018232
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე;“;

ა.ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) იძულებით გადაადგილებული პირები − დევნილები და თავშესაფრის მაძიებლები − შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის სტატუსის მინიჭებასთან და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საჩივრებზე;“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. საქართველოს C4 კატეგორიის ვიზის გაცემისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოითხოვს საერთაშორისო დაცვას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 დეკემბერი 2016 წ.

N43-Iს