„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3603-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 230000000.05.001.017714
3603-რს
08/05/2015
ვებგვერდი, 15/05/2015
230000000.05.001.017714
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. მე-3 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ე1) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის გაცემისათვის და მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;“.

   2. მე-4 მუხლის:

  ა) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „71. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი) − 40 ლარი.“;

  ბ) 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 და 7პუნქტები:

  „72. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ელექტრონული ვიზის გაცემისათვის, თუ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით − 20 აშშ დოლარი.

  73. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი) − 40 ლარი.“.

   3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

  „7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება უცხოელი − საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.“.

   4. მე-6 მუხლის:

  ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. სახელმწიფო ბაჟი, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის 72 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟისა, გადაიხდება ეროვნული ვალუტით ბანკში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით. ამ კანონის მე-4 მუხლის 72 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, აშშ დოლარში.“;

  ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

  „ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ელექტრონული ვიზის გაცემისათვის − შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენამდე, თუ ამ სავიზო განაცხადის წარდგენა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით;

  თ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის − შესაბამისი განაცხადის წარდგენამდე.“.

 

  მუხლი 2

  1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 71−73 პუნქტებისა საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მიღებისა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანის ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემის კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ უზრუნველყოფის ნაწილში, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 71−73 პუნქტები საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მიღებისა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანის ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემის  კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ უზრუნველყოფის ნაწილში ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 მაისი 2015 წ.

N3603-რს