„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7134-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 230000000.05.001.020176
7134-Iს
16/09/2020
ვებგვერდი, 21/09/2020
230000000.05.001.020176
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, – სარჩელებზე კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის თაობაზე;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 სექტემბერი 2020 წ.

N7134-Iს