„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3383
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 29/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.002.323
  • Word
3383
23/06/2006
სსმ, 24, 29/06/2006
230.000.000.05.001.002.323
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს ორდინალური ვიზის გაცემისათვის;

ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დოკუმენტების გამოთხოვისათვის ან/და ლეგალიზაციისათვის.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის:

ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების განხილვისათვის – 180 ლარი;“;

ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების განხილვისათვის – 60 ლარი;“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს ორდინალური ვიზის გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება შემდეგი ოდენობით:

ა) 90 დღემდე ყოფნის ვადით ერთჯერადი ორდინალური ვიზის გაცემისათვის – 60 ლარი;

ბ) სატრანზიტო გავლის უფლებით ერთჯერადი ორდინალური ვიზის გაცემისათვის – 10 ლარი;

გ) სატრანზიტო გავლის უფლებით ორჯერადი ორდინალური ვიზის გაცემისათვის – 20 ლარი.

8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დოკუმენტების გამოთხოვისათვის ან/და ლეგალიზაციისათვის სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება შემდეგი ოდენობით:

ა) სხვა ქვეყნიდან დოკუმენტის გამოთხოვისათვის – 20 ლარი;

ბ) დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის – 15 ლარი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 23 ივნისი.

№3383–Iს