დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1602 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/09/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 26/10/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.000.000.05.001.000.422 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30. 05.1998) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ” ქვეპუნქტი:
„ტ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელზე მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობისა და მიწის კანონმდებლობის სხვა დარღვევების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 30 სექტემბერი.
№1602–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები