„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2615-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 230000000.05.001.020836
2615-XIმს-Xმპ
22/02/2023
ვებგვერდი, 10/03/2023
230000000.05.001.020836
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები, მიკრობანკები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, მზღვეველები და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები – კომერციული ბანკებისთვის, მიკრობანკებისთვის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის, მზღვეველებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისთვის – საკრედიტო კავშირებისთვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული დავალიანებების დაბრუნების თაობაზე აღძრულ ყველა სარჩელზე;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 თებერვალი 2023 წ.

N2615-XIმს-Xმპ