„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 183
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 15/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.001.492
  • Word
183
24/06/2004
სსმ, 19, 15/07/2004
230.000.000.05.001.001.492
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30. 05. 1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მოქალაქეთა მდგომარეობის სარეგისტრაციო აქტებზე მოწმობის ხელმეორედ გაცემისათვის – 2 ლარი;

ზ) მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის არსებობის ცნობის გაცემისათვის (გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – 1 ლარი;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს მოქალაქეობის მიღების, აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვისათვის – 60 ლარი;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობის გაცემისათვის – 15 ლარი;“;

გ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“– „ჟ“ ქვეპუნქტები:

„მ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განხილვისათვის – 10 ლარი;

ნ) იმიგრანტის სტატუსის დადგენისა და მინიჭების საკითხის განხილვისათვის – 60 ლარი;

ო) ემიგრანტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისათვის – 30 ლარი;

პ) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემისათვის – 30 ლარი;

ჟ) უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის ქორწინების რეგისტრაციაზე ნებართვის გაცემისათვის – 120 ლარი.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელზე მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობისა და მიწის კანონმდებლობის სხვა დარღვევების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქმეებზე, რომლებსაც ახორციელებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) ფიზიკური პირები – გარდაცვალების აქტის რეგისტრაციისას, აგრეთვე მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციისას დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით (თუ შეცდომა დაშვებულია მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის სამსახურის მიერ);

ბ) ფიზიკური პირები – მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ცნობის გაცემისათვის, რომელიც აუცილებელია სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებში წარსადგენად, პენსიისა და დახმარების დანიშვნის ან გადაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით გადაადგილებულად – დევნილად ცნობილი პირები;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისათვის.“;

გ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა;“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ო“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ო“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 15 ნოემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 ივნისი.

№183–რს