„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4399-XVIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 230000000.05.001.102348
4399-XVIმს-Xმპ
05/09/2024
ვებგვერდი, 23/09/2024
230000000.05.001.102348
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) 6​2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 62. სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების დროებითი წესი

2027 წლის 1 იანვრამდე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, საჩივართან დაკავშირებით საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ საქმეზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

5 სექტემბერი 2024 წ.

N4399-XVIმს-Xმპ