„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3519
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 31/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.002.387
  • Word
3519
25/07/2006
სსმ, 32, 31/07/2006
230.000.000.05.001.002.387
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-4 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:

ა) სარჩელზე, აგრეთვე გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების შესახებ განცხადებაზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

ბ) სააპელაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა;

გ) საკასაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა;

დ) კერძო საჩივარზე – 50 ლარი;

ე) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარი;

ვ) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 100 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარი;

ზ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე – 50 ლარი.

2. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე გადასახდევინებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მოსარჩელე – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე;“;

ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რაც დასტურდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობით;“;

გ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე;“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 ივლისი.

№3519–რს