„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2316
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 22/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.003.805
  • Word
2316
15/12/2009
სსმ, 46, 22/12/2009
230.000.000.05.001.003.805
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მეზღვაურის წიგნაკისა და ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემისათვის;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მეზღვაურის წიგნაკისა და ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 35 ლარია.“.

3. მე-5 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მეზღვაურის წიგნაკისა და ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემისათვის – შესაბამისი განცხადების შეტანისას;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 15 დეკემბერი.

№2316IIს