„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 438
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 12/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.003.305
  • Word
438
31/10/2008
სსმ, 31, 12/11/2008
230.000.000.05.001.003.305
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 61. გარდამავალი დებულება

ფიზიკური პირი, რომელიც 2008 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის, გორის ან ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან 2009 წლის 1 მაისამდე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 31 ოქტომბერი.

№438–რს