სახელმწიფო ბაჟის შესახებ

სახელმწიფო ბაჟის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1363
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/04/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.000.350
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1363
29/04/1998
პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998
230.000.000.05.001.000.350
სახელმწიფო ბაჟის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

სახელმწიფო ბაჟის შესახებ

      მუხლი 1. სახელმწიფო ბაჟის ცნება

სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის.

    მუხლი 2. სახელმწიფო ბაჟის გადამხდელები

1. სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

2. იმ შემთხვევაში, როცა იურიდიული მოქმედების შესრულების ან საბუთის გაცემის თაობაზე ერთდროულად მიმართავს რამდენიმე პირი, სახელმწიფო ბაჟს გადაიხდის ერთ-ერთი ან რამდენიმე მათგანი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

    მუხლი 3. მოქმედებები, რომლებისთვისაც გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი

სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე;

ბ) საერთო სასამართლოებში განსახილველ სასარჩელო ან სხვა განცხადებებზე და საჩივრებზე;

გ) (ამოღებულია – 13.03.2012, №5788 );

დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის;

ე) საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტში მოკლევადიანი ორდინალური ვიზის გაცემისათვის;

1) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის გაცემისათვის და მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დოკუმენტების გამოთხოვისათვის;

ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის, ასევე უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ლეგალიზაციისათვის.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1771-სსმI, №39, 16.07.2005წ., მუხ.262
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3136-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.163
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3383-სსმI, №24, 29.06.2006წ., მუხ.191
საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1332-სსმI, №14, 03.07.2009წ., მუხ.73
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2316-სსმI, №46, 22.12.2009წ., მუხ.348
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი №5788 – ვებგვერდი, 19.03.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2052 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2789 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3603 – ვებგვერდი, 15.05.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5025 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3034 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №340 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 4. სახელმწიფო ბაჟის განაკვეთები

1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:

ა) სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების შესახებ და განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

1) საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე – 50 ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

2) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – 150 ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

3) (ამოღებულია - 19.02.2015, №3097);

4(ამოღებულია - 19.02.2015, №3097);

5) სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე − 50 ლარი;

6) სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ განცხადებაზე, საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე − 150 ლარი;

ბ) შეგებებულ სარჩელზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

გ) მესამე პირის სარჩელზე, რომელიც დავის საგანზე დამოუკიდებელ მოთხოვნებს აცხადებს, – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

დ) სახელმწიფო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების შესახებ სარჩელზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

ე) სააპელაციო საჩივარზე, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა;

ვ) საკასაციო საჩივარზე, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა;

ზ) კერძო საჩივარზე – 50 ლარი;

თ) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – 50 ლარი;

თ​1) საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე − 50 ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

2(ამოღებულია - 19.02.2015, №3097);

ი) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე – 100 ლარი;

კ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე – 50 ლარი;

ლ) არაქონებრივ დავაზე – 100 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 ლარი და 300 ლარი;

მ) დაკარგული საქმის წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაზე, როდესაც საქმის მასალები მხარის ბრალით დაიკარგა – 100 ლარი;

ნ) თამასუქის ან ჩეკის შესახებ სარჩელზე – 100 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 ლარი და 300 ლარი;

ო) უდავო წარმოების საქმეზე – 50 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 100 ლარი და 300 ლარი;

პ) აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე – 500 ლარი;

ჟ) განცხადებაზე, რომელიც შეიცავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მოთხოვნას, − 300 ლარი.

2. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:

ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში:

ა.ა) ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს;

ა.ბ) იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს;

ბ) სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში:

ბ.ა) ფიზიკური პირისათვის – 5 000 ლარს;

ბ.ბ) იურიდიული პირისათვის – 7 000 ლარს;

გ) საკასაციო ინსტანციის სასამართლოში:

გ.ა) ფიზიკური პირისათვის – 6 000 ლარს;

გ.ბ) იურიდიული პირისათვის – 8 000 ლარს.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:

ა) კონსტიტუციურ სარჩელზე − 10 ლარი;

ბ) (ამოღებულია - 22.07.2021, №807).

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია – 13.03.2012, №5788 );

6. საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის – 20 ლარი.

7. საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტში მოკლევადიანი ორდინალური ვიზის გაცემისათვის − 50 ლარი.

7 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი) − 40 ლარი.

72. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ელექტრონული ვიზის გაცემისათვის, თუ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით − 20 აშშ დოლარი.

73. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი) − 40 ლარი. 

8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის გამოთხოვისათვის, გარდა დოკუმენტის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გამოთხოვისა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 20 ლარია.

9. საქართველოში შედგენილი დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 20 ლარია.

10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 15 ლარია.

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2307-სსმI, №39(46), 06.08.1999წ., მუხ.192
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №409-სსმI, №26, 13.07.2000წ., მუხ.72
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №183-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.89
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1771-სსმI, №39, 16.07.2005წ., მუხ.262
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №3262-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.379
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2625-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.19
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3136-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.163
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3383-სსმI, №24, 29.06.2006წ., მუხ.191
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3519-სსმI, №32, 31.07.2006წ., მუხ.246
საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4815-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.170
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5206-სსმI, №28, 18.07.2007წ., მუხ.291
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5287-სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.328
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5303-სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.333
საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5460-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.373
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5976-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.63
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №809-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.269
საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1091-სსმI, №7, 06.04.2009წ., მუხ.25
საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1332-სსმI, №14, 03.07.2009წ., მუხ.73
საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1563-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ.143
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2316-სსმI, №46, 22.12.2009წ., მუხ.348
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2452-სსმI, №50.31.12.2009 წ., მუხ.389
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3366-სსმI, №40. 20.07.2010 წ., მუხ.247
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4074-სსმI, №76,29.12.2010 წ., მუხ.504
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4941 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი №5788 – ვებგვერდი, 19.03.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2052 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2789 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3097 – ვებგვერდი, 27.02.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3219 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3603 – ვებგვერდი, 15.05.2015წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განჩნიება №2/15/1214 - ვებგვერდი, 29.11.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4957 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №669 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 22 ივლისის კანონი №807 – ვებგვერდი, 26.07.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №890 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

    მუხლი 5. შეღავათები სახელმწიფო ბაჟში

1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან;

ბ) მოსარჩელენი – სარჩელებზე, რომლებიც გამომდინარეობს საავტორო, აგრეთვე აღმოჩენის, გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებებისა და სამრეწველო ნიმუშების უფლებებიდან;

გ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ალიმენტების გადახდევინების შესახებ;

დ) ფიზიკური და იურიდიული პირები – მათზე იმ დოკუმენტების გაცემისათვის, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართლისა და ალიმენტის საქმეებთან;

ე) მოსარჩელენი – სარჩელებზე ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით;

ვ) ფიზიკური პირები – სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ საკასაციო საჩივრებზე დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ამოღების სისწორის შესახებ;

ზ) სოციალური დაზღვევის ორგანოები და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები რეგრესულ სარჩელებზე ზიანის მიმყენებლის მიერ დაზარალებულზე გაცემული დახმარების ან პენსიის გადახდევინების შესახებ, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები – აგრეთვე სარჩელებზე არასწორად მიღებული დახმარებებისა და პენსიების შესახებ;

) მოსარჩელე დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე ;

1) მოსარჩელე − გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელზე;

ი) მხარეები – საკასაციო საჩივრებზე განქორწინების საქმეების შეწყვეტის შესახებ;

კ) შინაგან საქმეთა ორგანოები, როგორც მოსარჩელეები – სარჩელებზე იმ პირების ძებნასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ ალიმენტებისა და სხვა მსგავსი თანხების გადახდას;

) საგადასახადო ორგანო/საბაჟო ორგანოყველა საქმეზე; სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, – მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახადების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ სარჩელებზე, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე;

მ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე; 

1 ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე; 

2) მოსარჩელენი − „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მსხვერპლნი იმავე კანონით გათვალისწინებულ მოძალადეთა წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებზე;

ნ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ისტორიული, მხატვრული და სხვა ფასეულობის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ;

ო) მხარეები – სარჩელებზე მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია ფიზიკური პირის უკანონოდ გასამართლების, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით უკანონოდ დაპატიმრების ან დაპატიმრების სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად;

პ) იძულებით გადაადგილებული პირები − დევნილები და თავშესაფრის მაძიებლები − შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის სტატუსის მინიჭებასთან და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საჩივრებზე;

ჟ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ამ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − დაცული ტერიტორიების სააგენტო და გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო, აგრეთვე სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო − გარემოს დაცვასა და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულ საქმეებზე;

რ) ვეტერანები, რომლებმაც „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს;

ს) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – სახელმწიფო ქონების განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე;

1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო – სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე;

2) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო − წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ საქმეებზე;

ტ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელზე მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობისა და მიწის კანონმდებლობის სხვა დარღვევების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ

) დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველა საქმეზე ;

1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ამ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე;

) არქიტექტორულ - სამშენებლო ინსპექციები , როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, საქართველოს კანონმდებლობით მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე .

) მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი , როგორც მოსარჩლე სარჩელზე არასრულწლოვნის უფლებების დარღვევის ან მისთვის მიყენებული ქონებრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე .

ღ) საქართველოს ეროვნული ბანკი − ყველა სარჩელზე;

1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო – ყველა სარჩელზე;

ყ) ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები, მზღვეველი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები – კომერციული ბანკების, მზღვეველისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო კავშირებისათვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრულ ყველა სარჩელზე;

) საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – „ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ;

) მოსარჩელე უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ აღძრულ სარჩელებზე .

ც) მოსარჩელე – თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე აღძრულ სარჩელებზე.

ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე;

1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, – სარჩელებზე კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის თაობაზე;

) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, როგორც მოსარჩელე ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე;

ჭ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სხვა ორგანოები – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, არქეოლოგიურ ობიექტებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში კანონის დარღვევით წარმოებულ მიწის, სამშენებლო და სხვა სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ხ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო − სარჩელებზე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობისას;

ჯ) გაერთიანე ბული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, – საქართველოს კანონმდებლობით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;

ჰ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო – სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხებთან დაკავშირებით;

1) განმცხადებელი, რომელიც ითხოვს კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებას.

2) მხარეები − საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII22 თავით გათვალისწინებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემების შეტანის თაობაზე განცხადებასა და საჩივარზე.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო სასამართლოების მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

5. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებით, რომლის მონაწილეც არის საქართველო.

6. (ამოღებულია).

7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება უცხოელი − საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.

8. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სხვა სახელმწიფოებიდან შემდეგი დოკუმენტების გამოთხოვისას:

ა) გარდაცვალების მოწმობა;

ბ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა;

გ) ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებები;

დ) სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტი;

ე) დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება.

9. საქართველოს C4 კატეგორიის ვიზის გაცემისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოითხოვს საერთაშორისო დაცვას.

საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი №1461-პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.13  
საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1602-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.16
საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2367-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.215
საქართველოს 2001 წლის 22 ივნისის კანონი №996-სსმI, №22, 06.07.2001წ., მუხ.87
საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი №1083-სსმI, №28, 15.10.2001წ., მუხ.114
საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის კანონი №1121-სსმI, №32, 07.11.2001წ., მუხ.128
საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1456-სსმI, №15, 03.06.2002წ., მუხ.62
საქართველოს2002 წლის 5 დეკემბრის კანონი №1826-სსმI, №32, 20.12.2002წ., მუხ.161
საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2034-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.43
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3311-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.24
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №210-სსმI, №18, 09.07.2004წ., მუხ.68
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №183-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.89
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1554-სსმI, №31, 27.06.2005წ., მუხ.192
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1771-სსმI, №39, 16.07.2005წ., მუხ.262
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2137-სსმI, №50, 01.12.2005წ., მუხ.335
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2625-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.19
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3519-სსმI, №32, 31.07.2006წ., მუხ.246
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4710-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.140
საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4815-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.170
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5266-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.337
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5976-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.63
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2316-სსმI, №46, 22.12.2009წ., მუხ.348
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3371-სსმI, №40. 20.07.2010 წ., მუხ.249
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5356 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5570 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6020 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6169 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6384 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №470 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2161 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2873 – ვებგვერდი, 23.12.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3603 – ვებგვერდი, 15.05.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4196 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის კანონი №4452 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4557 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5014 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5588 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 1  დეკემბრის კანონი №43 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №444 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №857 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1689 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3034 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3614 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4929 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5033 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5243 – ვებგვერდი, 04.11.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5966 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6984 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7134 – ვებგვერდი, 21.09.2020წ
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7188  – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №340 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 14 დეკემბრის კანონი №1084 – ვებგვერდი, 17.12.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი №1150 – ვებგვერდი, 27.12.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1187 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

    მუხლი 6. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ან დაბრუნების წესი

1. სახელმწიფო ბაჟი, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის 7 2 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟისა, გადაიხდება ეროვნული ვალუტით ბანკში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით. ამ კანონის მე-4 მუხლის 7 2 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, აშშ დოლარში.

11 . (ამოღებულია – 25.05.2012, №6315).

2. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება:

ა) საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე – შესაბამისი განცხადებების (საჩივრების) ან საკასაციო საჩივრების შეტანამდე, ასევე სასამართლოს მიერ საბუთის ასლის გაცემისას;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე – კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შეტანამდე;

გ) (ამოღებულია – 13.03.2012, №5788 );

) საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისათვის საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან საკონსულო დაწესებულებებში ;

) საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის დასამოწმებელი დოკუმენტების წარდგენისას;

ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის − შესაბამისი განაცხადის წარდგენამდე;

ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ელექტრონული ვიზის გაცემისათვის − შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენამდე, თუ ამ სავიზო განაცხადის წარდგენა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით;

თ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის − შესაბამისი განაცხადის წარდგენამდე.

3. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.

4. სახელმწიფო ბაჟი, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, უნდა გაიცეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე შესაბამისი ბიუჯეტიდან. თანხა გაიცემა იმ დღიდან ერთი თვის განმავლობაში, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შესახებ.

5 . (ამოღებულია – 25.05.2012, №6315).

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3136-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.163
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4243-სსმI, №50, 30.12.2006წ., მუხ.394
საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4815-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.170
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2316-სსმI, №46, 22.12.2009წ., მუხ.348
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი №5788 – ვებგვერდი, 19.03.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2789 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3385 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3603 – ვებგვერდი, 15.05.2015წ.

    მუხლი 61. გარდამავალი დებულება

ფიზიკური პირი , რომელიც 2008 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის , ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის , გორის ან ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით , რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების სიცოცხლეს , ჯანმრთელობას , სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს , სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან 2009 წლის 1 მაისამდე .

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5206-სსმI, №28, 18.07.2007წ., მუხ.291
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №438-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.208

    მუხლი 7. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 29 აპრილი.

№1363 IIს

95. 22/12/2021 - საქართველოს კანონი - 1187-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2021 94. 16/12/2021 - საქართველოს კანონი - 1150-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2021 93. 14/12/2021 - საქართველოს კანონი - 1084-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 17/12/2021 92. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 890-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 91. 22/07/2021 - საქართველოს კანონი - 807-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 26/07/2021 90. 22/06/2021 - საქართველოს კანონი - 669-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/06/2021 89. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 340-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 88. 29/09/2020 - საქართველოს კანონი - 7188-Iს - ვებგვერდი, 05/10/2020 87. 16/09/2020 - საქართველოს კანონი - 7134-Iს - ვებგვერდი, 21/09/2020 86. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6984-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 85. 22/05/2020 - საქართველოს კანონი - 5966-სს - ვებგვერდი, 28/05/2020 84. 30/10/2019 - საქართველოს კანონი - 5243-Iს - ვებგვერდი, 04/11/2019 83. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 5033-Iს - ვებგვერდი, 01/10/2019 82. 18/09/2019 - საქართველოს კანონი - 4957-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 81. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4929-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 80. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3614-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 79. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3034-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 78. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1689-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 77. 16/11/2017 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/15/1214 - ვებგვერდი, 29/11/2017 76. 17/05/2017 - საქართველოს კანონი - 857-IIს - ვებგვერდი, 02/06/2017 75. 10/03/2017 - საქართველოს კანონი - 444-IIს - ვებგვერდი, 22/03/2017 74. 01/12/2016 - საქართველოს კანონი - 43-Iს - ვებგვერდი, 15/12/2016 73. 24/06/2016 - საქართველოს კანონი - 5588-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 72. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5025-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 71. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5014-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 70. 25/11/2015 - საქართველოს კანონი - 4557-Iს - ვებგვერდი, 08/12/2015 69. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4452-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 68. 03/09/2015 - საქართველოს კანონი - 4196-Iს - ვებგვერდი, 10/09/2015 67. 08/05/2015 - საქართველოს კანონი - 3603-რს - ვებგვერდი, 15/05/2015 66. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3385-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 65. 18/03/2015 - საქართველოს კანონი - 3219-IIს - ვებგვერდი, 26/03/2015 64. 19/02/2015 - საქართველოს კანონი - 3097-IIს - ვებგვერდი, 27/02/2015 63. 11/12/2014 - საქართველოს კანონი - 2873-Iს - ვებგვერდი, 23/12/2014 62. 14/11/2014 - საქართველოს კანონი - 2789-Iს - ვებგვერდი, 26/11/2014 61. 21/03/2014 - საქართველოს კანონი - 2161-IIს - ვებგვერდი, 27/03/2014 60. 05/03/2014 - საქართველოს კანონი - 2052-IIს - ვებგვერდი, 17/03/2014 59. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 470-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 58. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6439-რს - ვებგვერდი, 22/06/2012 57. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 56. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6384-Iს - ვებგვერდი, 15/06/2012 55. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6315-Iს - ვებგვერდი, 08/06/2012 54. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6169-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 53. 10/04/2012 - საქართველოს კანონი - 6020-Iს - ვებგვერდი, 30/04/2012 52. 13/03/2012 - საქართველოს კანონი - 5788-Iს - ვებგვერდი, 19/03/2012 51. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5665-რს - ვებგვერდი, 11/01/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 50. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5570 - ვებგვერდი, 111228066, 28/12/2011 49. 06/12/2011 - საქართველოს კანონი - 5371-IIს - ვებგვერდი, 111220010, 20/12/2011 48. 25/11/2011 - საქართველოს კანონი - 5356-IIს - ვებგვერდი, 111208022, 08/12/2011 47. 11/11/2011 - საქართველოს კანონი - 5265-IIს - ვებგვერდი, 111124017, 24/11/2011 46. 28/10/2011 - საქართველოს კანონი - 5171-IIს - ვებგვერდი, 111107009, 07/11/2011 45. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4941-რს - ვებგვერდი, 110714019, 14/07/2011 44. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4387-Iს - ვებგვერდი, 110317017, 17/03/2011 43. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4074-რს - სსმ, 76, 29/12/2010 42. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 41. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3371 - სსმ, 40, 20/07/2010 40. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3366 - სსმ, 40, 20/07/2010 39. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2452 - სსმ, 50, 31/12/2009 38. 15/12/2009 - საქართველოს კანონი - 2316 - სსმ, 46, 22/12/2009 37. 31/07/2009 - საქართველოს კანონი - 1563 - სსმ, 24, 13/08/2009 36. 26/06/2009 - საქართველოს კანონი - 1332 - სსმ, 14, 03/07/2009 35. 24/03/2009 - საქართველოს კანონი - 1091 - სსმ, 7, 06/04/2009 34. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 809 - სსმ, 40, 29/12/2008 33. 31/10/2008 - საქართველოს კანონი - 438 - სსმ, 31, 12/11/2008 32. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 5976 - სსმ, 9, 04/04/2008 31. 20/11/2007 - საქართველოს კანონი - 5460 - სსმ, 40, 03/12/2007 30. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5303 - სსმ, 29, 27/07/2007 29. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5287 - სსმ, 29, 27/07/2007 28. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5266 - სსმ, 30, 30/07/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 27. 04/07/2007 - საქართველოს კანონი - 5206 - სსმ, 28, 18/07/2007 26. 25/05/2007 - საქართველოს კანონი - 4815 - სსმ, 19, 01/06/2007 25. 08/05/2007 - საქართველოს კანონი - 4710 - სსმ, 18, 22/05/2007 24. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4243 - სსმ, 50, 30/12/2006 23. 25/07/2006 - საქართველოს კანონი - 3519 - სსმ, 32, 31/07/2006 22. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3383 - სსმ, 24, 29/06/2006 21. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3136 - სსმ, 19, 01/06/2006 20. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2625 - სსმ, 3, 16/01/2006 19. 20/12/2005 - საქართველოს კანონი - 2362 - სსმ, 55, 27/12/2005 18. 25/11/2005 - საქართველოს კანონი - 2137 - სსმ, 50, 01/12/2005 17. 24/06/2005 - საქართველოს კანონი - 1771 - სსმ, 39, 16/07/2005 16. 03/06/2005 - საქართველოს კანონი - 1554 - სსმ, 31, 27/06/2005 15. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 183 - სსმ, 19, 15/07/2004 14. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 210 - სსმ, 18, 09/07/2004 13. 13/02/2004 - საქართველოს კანონი - 3311 - სსმ, 6, 09/03/2004 12. 18/07/2003 - საქართველოს კანონი - 2511 - სსმ, 22, 08/08/2003 11. 28/03/2003 - საქართველოს კანონი - 2034 - სსმ, 8, 14/04/2003 10. 12/05/2002 - საქართველოს კანონი - 1826 - სსმ, 32, 20/12/2002 9. 18/05/2002 - საქართველოს კანონი - 1456 - სსმ, 15, 03/06/2002 8. 23/10/2001 - საქართველოს კანონი - 1121 - სსმ, 32, 07/11/2001 7. 28/09/2001 - საქართველოს კანონი - 1083 - სსმ, 28, 15/10/2001 6. 22/06/2001 - საქართველოს კანონი - 996 - სსმ, 22, 06/07/2001 5. 28/06/2000 - საქართველოს კანონი - 409 - სსმ, 26, 13/07/2000 4. 08/09/1999 - საქართველოს კანონი - 2367 - სსმ, 43(50), 21/09/1999 3. 22/07/1999 - საქართველოს კანონი - 2307 - სსმ, 39(46), 06/08/1999 2. 30/09/1998 - საქართველოს კანონი - 1602 - სსმ, 2, 26/10/1998 1. 25/06/1998 - საქართველოს კანონი - 1461 - პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.