დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 95 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 31/01/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 001, 27/02/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 110.030.000.05.001.000.123 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (23/06/2006 - 07/09/2006)
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
საქართველოს 199 7 წლის 11 ნოემბრი ს ორგანული კანონი № 1059 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21.11.1997 წ., გვ. 54
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (შემდგომ – საკონსტიტუციო სასამართლო) არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
მუხლი 2
საკონსტიტუციო სასამართლო თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, კოლეგიალობის, საქვეყნოობის, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის, უფლებამოსილებათა მთელი ვადით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დამოუკიდებლობის, ხელშეუხებლობისა და შეუცვლელობის საწყისებზე.
მუხლი 3
1. საკონსტიტუციო სასამართლოს მოწყობა, კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით. საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაციისა და კონსტიტუციური სამართალწარმოების სხვა წესები განისაზღვრება კანონით და საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით.
2. სავალდებულოა საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს მისი ფუნქციების განხორციელებას და მოსამართლის დამოუკიდებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე მუხლით. საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებასა და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები არ შეიძლება იყოს წინა წლის ხარჯებზე ნაკლები. დაფინანსების მოცულობა და სტრუქტურა განისაზღვრება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის კანონით დადგენილი წესით წარდგენილი პროექტის საფუძველზე. არ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით გათვალისწინებული საბიუჯეტო ხარჯების შემცირება.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გადაეცეს მისი საქმიანობისათვის საჭირო შენობა და სხვა ქონება.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატი. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება, ფორმირებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ დამტკიცებული დებულებით.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
მუხლი 4
1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თავის მოვალეობათა შესრულებისას დამოუკიდებელია. იგი ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და ისჯება კანონით.
2. (ამოღებულია) .
3. სახელმწიფო ვალდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრების ღირსეული პირობები.
4. სახელმწიფო უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
თავი II
საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა და სტრუქტურა
მუხლი 5
საკონსტიტუციო სასამართლო შედგება ცხრა მოსამართლისაგან – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისაგან, რომელთაგან აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი.
მუხლი 6
1. საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით, სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად გამწესებისას საჭიროა მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა.
მუხლი 7
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შერჩევისას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი და უზენაესი სასამართლო ითვალისწინებენ კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებას, რომელიც უნდა შეეფერებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს.
საქართველოს 1996 წლის 21 მარტი ს კანონი № 155 - პარლამენტის უწყებანი № 5-6 , 24.04.1996 წ., გვ. 73
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3399 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.203
მუხლი 71.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა დანიშვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას.
საქართველოს 1996 წლის 21 მარტი ს კანონი № 155 - პარლამენტის უწყებანი № 5-6 , 24.04.1996 წ., გვ. 73
მუხლი 72.
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი ამ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ასარჩევი კანდიდატურების დასახელების უფლება აქვთ: პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, რომელიც არ შედის არც ერთ ფრაქციაში.
3. პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრის წინ პარლამენტის თავმჯდომარე დამსწრეთ აცნობს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის თაობაზე. ყოველ ასარჩევ კანდიდატს კენჭი ეყრება ინდივიდუალურად. კენჭისყრა ფარულია.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
5. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედისა.
6. თუ არჩევნებში მონაწილეობს სამი კანდიდატი და რომელიმე მათგანმა ვერ მოაგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქცია ან პარლამენტის წევრთა ათკაციანი ჯგუფი უფლებამოსილია პარლამენტის წინაშე იგივე კანდიდატურა დასამტკიცებლად წარმოადგინოს პირველი კენჭისყრიდან ათი დღის შემდეგ.
7. თუ პირველი კენჭისყრა ტარდება პარლამენტის სესიის ბოლო დღეს ან დარჩენილ ვადაში შეუძლებელია კანდიდატის არჩევა, ხელახალი კენჭისყრა ეწყობა პარლამენტის მომდევნო სესიის პირველსავე სხდომაზე.
8. თუ არჩევნებში მონაწილეობს სამზე მეტი კანდიდატი და მოსამართლეთა საჭირო რაოდენობა ვერ აირჩა, ეწყობა ხელახალი კენჭისყრა. ამ შემთხვევაში კენჭს უყრიან იმ სამ კანდიდატს, რომლებმაც პირველ ტურში სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს.
საქართველოს 1996 წლის 21 მარტი ს კანონი № 155 - პარლამენტის უწყებანი № 5-6 , 24.04.1996 წ., გვ. 73
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
მუხლი 73
1. საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო ამ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოში დასანიშნ კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს პლენუმზე ასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. კენჭისყრის შედეგად დანიშნულად ჩაითვლება ის სამი კანდიდატი, რომელიც პლენუმის დამსწრე წევრთა ხმათა ორ მესამედს მიიღებს.
საქართველოს 1996 წლის 21 მარტი ს კანონი № 155 - პარლამენტის უწყებანი № 5-6 , 24.04.1996 წ., გვ. 73
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
მუხლი 8
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.
მუხლი 9
1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თანამდებობის დაკავებამდე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანდასწრებით საკონსტიტუციო სასამართლოში დებს ფიცს: „ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ კეთილსინდისიერად აღვასრულო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მოვალეობა და მისი აღსრულებისას დავემორჩილო მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არავის და არაფერს სხვას, გარდა საქართველოს კონსტიტუციისა“.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან.
მუხლი 10
1. საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ფიცის დადებიდან ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 10 დღისა ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა, რომელიც ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით. ამავე წესითა და ვადით აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ორი მოადგილე.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს ერთი თვისა და არა უგვიანეს ერთი კვირისა აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე
3. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ხდება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეთანხმებული წინადადებით.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას ასახელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები არჩეულად ჩაითვლებიან, თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5 წევრმა.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება ამ კანონის მე-16 მუხლში ჩამოთვლილი საფუძვლების არსებობისას.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
მუხლი 11
1. საკონსტიტუციო სასამართლო შედგება პლენუმისა და ორი კოლეგიისაგან.
2. პლენუმის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე წევრი. პლენუმის სხდომებს უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
3. კოლეგიის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი წევრი. კოლეგიის სხდომებს უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.
4. კოლეგიის შემადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პლენუმი. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამწესებული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები კოლეგიებში რაც შეიძლება თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილი.
5. კოლეგიის შემადგენლობა უნდა გადახალისდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევიდან 10 დღეში.
მუხლი 12
1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე:
ა) წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასამტკიცებლად საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტს და აპარატის დებულებას . რეგლამენტსა და აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მოთხოვნის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს;
ბ) ანაწილებს საქმეებს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი წესით;
გ) წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის კანდიდატურებს;
დ) საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი წესით იწვევს პლენუმს, უძღვება მის სხდომებს, ხელს აწერს პლენუმზე მიღებულ გადაწყვეტილებას, განჩინებას, დასკვნას, საოქმო ჩანაწერსა და სხდომის ოქმს;
ე) საერთო ხელმძღვანელობა ს უწევს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის საქმიანობას; კანონმდებლობის შესაბამისად სამუშაოზე იღებს და სამუშაოდან ათავისუფლებს აპარატის მუშაკებს;
ვ) განკარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს საბიუჯეტო ასიგნებებს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარუდგენს ინფორმაციას საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
მუხლი 13
1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უძღვება კოლეგიის სხდომას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ ფუნქციებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას, თავმჯდომარის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე, ასეთი დავალების არარსებობისას კი – უხუცესი მოადგილე.
2. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შესრულებისას ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს, მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისი კოლეგიის უხუცესი წევრი.
მუხლი 14
1. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი აირჩევა პლენუმზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთაგან 5 წლის ვადით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების გარდა:
ა) ახორციელებს პლენუმისა და კოლეგიების სხდომების მოსამზადებელ ღონისძიებებს;
ბ) ორგანიზებას უწევს პლენუმისა და კოლეგიების სხდომათა ოქმების წარმოებასა და გაფორმებას;
გ) ხელს აწერს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით;
დ) იღებს ზომებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებისათვის და თვეში ერთხელ მოახსენებს პლენუმს მათი აღსრულების მიმდინარეობის თაობაზე;
ე) ხელს უწყობს საჭირო ინფორმაციის კომპიუტერული წესით დამუშავების სისტემის ჩამოყალიბებას;
ვ) ორგანიზებას უწევს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური დოკუმენტაციის დაგზავნას.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
მუხლი 15
1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, საკონსტიტუციო სასამართლოს დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების შესახებ თანხმობის მიცემის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება შეჩერდება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ან მარეაბილიტირებელ საფუძველზე საქმის შეწყვეტის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება აღდგება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტ ით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
მუხლი 16
1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა ან წელიწადში 3 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ასრულებდა თავის მოვალეობას;
ბ) დაიკავა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა ამ კანონის მე-17 მუხლით აკრძალულ საქმიანობას;
გ) დაარღვია ამ კანონის 48-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა;
დ) ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი;
ე) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
ვ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ;
ზ) მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
თ) გარდაიცვალა, ან სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
ი) გადადგა თანამდებობიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი; „ე“ – „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი რეგლამენტით დადგენილი წესით ამოწმებს მისთვის წარდგენილ საბუთებს და მათში აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განკარგულებით აფორმებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილება, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 20 დღისა გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დაემთხვა საქართველოს პარლამენტის არასასესიო პერიოდს, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი გამწესდება პარლამენტის უახლოესი სესიის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს ერთი თვისა და არა უგვიანეს 10 დღისა გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
მუხლი 17
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი უნდა გადადგეს სხვა თანამდებობიდან ან შეწყვიტოს ამ მუხლით აკრძალული საქმიანობა ფიცის დადების დღიდან.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
მუხლი 18
თუ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა მთავრდება იმ დროს, როდესაც იგი მონაწილეობს საქმის განხილვაში, უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდება საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
თავი III
საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება
მუხლი 19
1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს:
ა) საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხები;
ბ) დავა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის თაობაზე;
გ) მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხი;
დ) დავა რეფერენდუმის ან არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ;
ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;
ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებათა ან შეთანხმებათა კონსტიტუციურობის საკითხი;
ზ) საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი;
თ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის საკითხი;
ი) დავა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის დარღვევის თაობაზე;
კ) საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან და საქართველოს კანონებთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი.
2 . თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171
მუხლი 20
კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
მუხლი 21
1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
2. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.
3. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, აგრეთვე რეფერენდუმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს – საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.
4. საქმეს, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად საკითხებს, განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
5. საქმის განხილვის მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება არა აქვს მონაწილეობა არ მიიღოს კენჭისყრაში და თავი შეიკავოს კენჭისყრისას.
6. თუ კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის/კოლეგიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
7. თუ კონსტიტუციურ წარდგინებაზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, დადასტურებულად არ ითვლება იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობა, რომლის კონსტიტუციურობაც სადავოდ მიიჩნია საერთო სასამართლომ, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლში აღნიშნული პირის ქმედობით.
71. თუ ამ კანონის 412 მუხლით გათვალისწინებულ კონსტიტუციურ წარდგინებაზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, დადასტურებულად არ ითვლება სადავო აქტის ან მისი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამობა.
8. საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას კოლეგია მოქმედებს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171
მუხლი 22
1. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღებიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
2. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების, აგრეთვე რეფერენდუმის დანიშვნის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან.
3. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 17 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან.
4. საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების, რეფერენდუმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღებიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას (არა უმეტეს 30 დღით) აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება ამავე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებიდან ამ სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, აგრეთვე კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებიდან ამ წარდგინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დასკვნის ან გადაწყვეტილების გამოტანამდე.
6. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვის დროს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა იმავე პუნქტებით განსაზღვრული სხვა სარჩელი, მისი განხილვის ვადა აითვლება არსებითი განხილვის პროცესში მყოფ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან.
საქართველოს 199 7 წლის 11 ნოემბრი ს ორგანული კანონი № 1059 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21.11.1997 წ., გვ. 54
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171
მუხლი 23
1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
2. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვე პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს კომპეტენციის დამრღვევი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად ცნობას მისი ამოქმედებიდან.
3. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვე პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის აქტის გაუქმებას.
4. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს რეფერენდუმზე გასატან საკითხზე რეფერენდუმის გამართვის აკრძალვას, დანიშნული რეფერენდუმის გაუქმებას ან რეფერენდუმის დანიშვნის დავალდებულებას, დანიშნული არჩევნების გაუქმებას ან არჩევნების დანიშვნის დავალდებულებას, არჩევნების ან რეფერენდუმის შედეგების მთლიანად ან ნაწილობრივ (ცალკეულ საარჩევნო ოლქებში ან საარჩევნო უბნებში) ბათილად ცნობას.
5. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე საერთო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათი ცალკეული ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობა იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათი ცალკეული ნაწილების საქართველოსთვის ბათილად ცნობას, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათი ცალკეული ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობა იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების რატიფიცირების დაუშვებლობას.
6. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს საქართველოს პარლამენტის:
ა) შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას მისი ძალაში შესვლის მომენტიდან და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების აღდგენას, თუ პარლამენტმა მას ვადამდე შეუწყვიტა უფლებამოსილება;
ბ) შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას მისი ძალაში შესვლის მომენტიდან და მოქალაქის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ცნობას, თუ პარლამენტმა არ ცნო მისი უფლებამოსილება;
გ) შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, თუ მას პარლამენტმა ვადამდე არ შეუწყვიტა უფლებამოსილება;
დ) იმ დადგენილების (ან მისი ნაწილის) ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, რომლითაც პარლამენტმა ცნო პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
7. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თ) ქვე პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს კონსტიტუციის 63-ე და 64-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირთა ქმედობის კონსტიტუციურობას.
8. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
9. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამობის დადასტურება იწვევს სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
10. ამ კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სადავო აქტი ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი განჩინების გამოქვეყნების მომენტიდან.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171
მუხლი 24
1. ყველა სახელმწიფო ორგანო, იურიდიული და ფიზიკური პირი, მოქალაქეთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია შეასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და მის წევრთა მიერ საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც მათი უფლებამოსილებიდან წარმოდგება.
2. საკონსტიტუციო სასამართლო და მისი წევრები უფლებამოსილი არიან საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით მიიღონ ინფორმაცია ყველა სახელმწიფო ორგანოდან, იურიდიული და ფიზიკური პირისაგან, სამეცნიერო დაწესებულებიდან და საინფორმაციო ცენტრიდან, რეგლამენტის შესაბამისად მოიწვიონ სპეციალისტები საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს და მისი წევრების უფლებამოსილებიდან გამომდინარე მოთხოვნის შეუსრულებლობა ან შესრულებისათვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.
მუხლი 25
1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი შეუსრულებლობა ისჯება კანონით.
2. არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი იურიდიულ ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი მისი გამოქვეყნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, თუ ამ აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ არ შეიძლება ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება/გამოცემა, რომელიც შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.
41. თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე ცნობილია არაკონსტიტუციურად, ხოლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან შეუსაბამოდ, ასევე იმავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამოდ, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
5. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171
მუხლი 26
1. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არა აქვს იმსჯელოს მთლიანად კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
11. ამ კანონის 411 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არა აქვს იმსჯელოს მთლიანად ნორმატიული აქტის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან შესაბამისობაზე, ხოლო ამავე კანონის 412 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ან საქართველოს კანონებთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს სადავო აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის ძალადაკარგულად ცნობას.
2. საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის დადგენისას:
ა) ამოწმებს კონსტიტუციასთან მისი შინაარსის შესაბამისობას;
ბ) არკვევს, დაცულია თუ არა საქართველოს საკანონმდებლო აქტისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების კონსტიტუციით დადგენილი წესი.
3. ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171
თავი IV
საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისა და გადაწყვეტის საერთო წესი
მუხლი 27
1. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით პირადი, პროფესიული, კომერციული, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება დაიხუროს. დახურულ სხდომაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება დაესწრონ მოწმეები, ექსპერტები და თარჯიმნები. მხარეთა შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება მისცეს სხვა პირებსაც.
3. განჩინება საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გამოაქვს სათათბირო ოთახში.
4. სასამართლო სხდომაზე არ დაიშვება პირი, რომელსაც არ შესრულებია 16 წელი, თუ ის არ არის მოწმე, აგრეთვე შეიარაღებული პირი, გარდა იმ პირებისა, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს იცავენ და ისინი დაიშვებიან მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ნებართვით.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ.
მუხლი 28
საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე. სასამართლო ვალდებულია მიუჩინოს თარჯიმანი პროცესის იმ მონაწილეს, რომელიც ვერ ფლობს სამართალწარმოების ენას.
მუხლი 29
მხარეებს უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ მათგან ამონაწერები, გადაიღონ ასლები, წარადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, დაუსვან შეკითხვები მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, მიმართონ შუამდგომლობებით საკონსტიტუციო სასამართლოს, მისცენ მას ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები სასამართლო განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები.
მუხლი 30
1. მხარეებს უფლება აქვთ საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე თავიანთი ინტერესების დაცვა მიანდონ ადვოკატს ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე სხვა პირს.
2. მხარეებს უფლება აქვთ საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე თავიანთი უფლებამოსილების განხორციელება მიანდონ ნდობით აღჭურვილ პირს – წარმომადგენელს.
მუხლი 31
1. კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა.
2. კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ან წარდგინების ავტორის აზრით ადასტურებენ სარჩელის ან წარდგინების საფუძვლიანობას.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
მუხლი 32
საკონსტიტუციო სასამართლოში მოწმეთა გაფრთხილება, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევთა მიმართ ზომების გამოყენება და მტკიცებულებათა გამოკვლევა წარმოებს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 33
1. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების, საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებამდე შესაბამის ორგანოთა მიერ მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებში მოპასუხეა ის ორგანო, რომლის ნორმატიული აქტის გამოც არის შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი. თუ კონსტიტუციური სარჩელი ეხება საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებამდე მიღებულ/გამოცემულ ნორმატიულ აქტს, მოპასუხეა ამ აქტის მიმღების/გამომცემის უფლებამონაცვლე ორგანო, ამ ორგანოს არარსებობისას კი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხენი არიან საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოები.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171
მუხლი 34
1. საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის ფარგლების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, თუ იგი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი კომპეტენცია ან დაირღვა სახელმწიფო ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები; საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, თუ მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები; აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლში ჩამოთვლილ სახელმწიფო ორგანოებს, თუ ისინი მიიჩნევენ რომ დარღვეულია მათი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტ ით გათვალისწინებულ საქმეში მოპასუხეა ის სახელმწიფო ორგანო, რომლის ნორმატიულმა აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევა.
3. კომპეტენციის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების მიღებისთანავე საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის ან წარდგინების ასლს გადაუგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს. თუ ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში რომელიმე მათგანი განაცხადებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების დაკმაყოფილება გამოიწვევს მისი უფლებამოსილების ფარგლების დარღვევას, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია განმცხადებელი მხარედ ჩააბას საქმეში.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171
მუხლი 35
1. მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება და მისი მარეგისტრირებელი ორგანო.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
მუხლი 36
1. საკონსტიტუციო სასამართლოში რეფერენდუმის კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს პარლამენტს წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, თუ საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი ინიციატივით ან ამომრჩეველთა მოთხოვნით დანიშნა, ან საქართველოს პარლამენტის მოთხოვნის მიუხედავად არ დანიშნა რეფერენდუმი;
ბ) საქართველოს სახალხო დამცველს, თუ ამომრჩეველთა მოთხოვნის მიუხედავად არ დაინიშნა რეფერენდუმი;
გ) საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს სახალხო დამცველს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ რეფერენდუმის ჩატარება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს;
დ) საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს სახალხო დამცველს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ რეფერენდუმი ჩატარებულია საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა იმავე პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან ან რეფერენდუმის დანიშვნის თარიღიდან, ხოლო იმავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 7 დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებიდან.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
მუხლი 37
1. საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს სახალხო დამცველს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები დაინიშნა საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 პუნქტის ან/და 76-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით ან არ დაინიშნა ამავე მოთხოვნათა მიუხედავად;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის ან/და 70-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით;
გ) საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს სახალხო დამცველს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტის საერთო ან ხელახალი არჩევნები ან არჩევნები პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-5 პუნქტის ან/და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით ან არ დაინიშნა ამავე მოთხოვნათა მიუხედავად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტს, თუ იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნები ან არჩევნები პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით ან არ დაინიშნა ამავე მოთხოვნათა მიუხედავად;
დ) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის, 49-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ან/და 50-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით;
ე) საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს სახალხო დამცველს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები დაინიშნა საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ან/და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით ან არ დაინიშნა ამავე მოთხოვნათა მიუხედავად;
ვ) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები გაიმართა საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ან/და 28-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი (ვადამდელი არჩევნების დანიშვნისას) ან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;
ბ) „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;
გ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი (საერთო არჩევნების დანიშვნისას) ან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ხელახალი არჩევნების ან პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო არჩევნების დანიშვნისას);
დ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი (საერთო არჩევნების დანიშვნისას) ან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ხელახალი არჩევნების, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო არჩევნების ან გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისას);
ე) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოპასუხეა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ან/და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
3. კონსტიტუციური სარჩელი ამ მუხლში აღნიშნული არჩევნების დანიშვნის კონსტიტუციურობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეიძლება შეტანილ იქნეს არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან ან საქართველოს კონსტიტუციითა და შესაბამისი კანონით დადგენილი დანიშვნის ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 7 დღისა.
4. კონსტიტუციური სარჩელი ამ მუხლში აღნიშნული არჩევნების გამართვის კონსტიტუციურობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეიძლება შეტანილ იქნეს შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
მუხლი 38
1. საკონსტიტუციო სასამართლოში საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა ან მათ ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების შეტანისა – საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს.
2. კონსტიტუციური წარდგინება შეიტანება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის თაობაზე, რომლებიც ექვემდებარება რატიფიცირებას. კონსტიტუციური წარდგინების შეტანა შეიძლება მათ რატიფიცირებამდე.
21. კონსტიტუციური სარჩელი შეიტანება მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის თაობაზე. კონსტიტუციური სარჩელის შეტანა შეიძლება:
ა) რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა დენონსირებაზე ან გაუქმებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ უარის თქმიდან 30 დღის ვადაში;
ბ) რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა დენონსირების ან გაუქმების საკითხის საქართველოს პარლამენტის წინაშე დასმიდან არა უადრეს 31-ე და არა უგვიანეს მე-60 დღისა, თუ პარლამენტმა 30 დღეში არ გადაწყვიტა საკითხი;
გ) თუ საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება არ ექვემდებარება რატიფიცირებას.
3. კონსტიტუციური სარჩელის შეტანა ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების, შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ, რომლებიც რატიფიცირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობამდე, შეიძლება მათი რატიფიცირების შემდეგაც.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტ ით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობიდან 3 თვის ვადაში. საქართველოს პარლამენტში ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულების დენონსირების საკითხის განხილვა აჩერებს ამ ვადას.
5. (ამოღებულია) .
6. ამ მუხლის 21 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი, ხოლო „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების დამდები ორგანო/თანამდებობის პირი ან მისი უფლებამონაცვლე.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171
მუხლი 39
1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს და საქართველოს იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;
ბ) საქართველოს სახალხო დამცველს, თუ მას მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა ის ორგანო/თანამდებობის პირი, რომლის აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
მუხლი 40
1. საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აგრეთვე იმ მოქალაქეს, ვისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ ცნო ან ვადამდე შეწყვიტა საქართველოს პარლამენტმა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ საქმეში მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების ამოქმედებიდან.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
მუხლი 41
1. საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრის, გენერალური პროკურორის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის შესახებ დასკვნების მისაღებად კონსტიტუციური წარდგინების ამ კანონითა და „იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით შეტანის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.
2. ამ საკითხზე დასკვნის მომზადებისას საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი თანამდებობის პირები.
3. (ამოღებულია) .
საქართველოს 199 7 წლის 11 ნოემბრი ს ორგანული კანონი № 1059 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21.11.1997 წ., გვ. 54
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
მუხლი 41 1
1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებში მოპასუხეა ის ორგანო/თანამდებობის პირი, რომელმაც, მოსარჩელეთა აზრით, დაარღვია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი.
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171
მუხლი 41 2
1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან და საქართველოს კანონებთან შესაბამისობის შესახებ კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტს დადგენილებით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღება იწვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171
მუხლი 42
1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება აქვს საქმის განმხილველ სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგინების ავტორისა და იმ ორგანოს დაუსწრებლად, რომლის აქტიც გახდა დავის საგანი.
2. ამ მუხლში აღნიშნული საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებად ითვლება საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლის ან საქმის განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის გადაწყვეტილებით მიღებული წარდგინება.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
მუხლი 43
1. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებია გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი და დასკვნა.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტზე ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს იმ აქტს, რომელიც არ არის დაკავშირებული საქმის განხილვასთან, ხელს აწერენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მდივანი.
4. საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს არსებითად წყვეტს წერილობით.
5. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღების შესახებ იღებს საოქმო ჩანაწერს, ხოლო მიუღებლობის შესახებ – განჩინებას.
51. ამ კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლო იღებს განჩინებას.
6. კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განხილვისას, ამ კანონის 412 და 42-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო 38-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დასკვნას.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება და დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
8. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება და დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
9. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის თუ კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიუღებლობა გამორიცხავს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით განმეორებითი ან სხვა კონსტიტუციური სარჩელის თუ კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებას.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171
მუხლი 44
1. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა ექვსი წევრი.
2. კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
მუხლი 45
1. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია უფლებამოსილია განიხილოს კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა სამი წევრი.
2. კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კოლეგიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
მუხლი 46
1. მხარეს უფლება აქვს საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დააყენოს საკითხი საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის აცილებაზე თუ:
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მხარის ან მისი წარმომადგენლის ახლო ნათესავია;
ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლოებაში.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს განერიდოს საქმის განხილვაში მონაწილეობას.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის აცილების ან თვითგანრიდების შესახებ განცხადება დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.
მუხლი 47
1. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს გადაწყვეტილების მიღებისას ჰქონდეს განსხვავებული აზრი, რაც დგება წერილობითი ფორმით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს და ავტორის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად ქვეყნდება პრესაში.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავებულ აზრთან ერთად სრული სახით ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
მუხლი 48
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსი ან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაკავებული პოზიცია.
მუხლი 49
საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოებისათვის გაწეული ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მუხლი 50
1. სახელმწიფო ბაჟით იბეგრება:
ა) კონსტიტუციური სარჩელი და წარდგინება;
ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება და გადაწყვეტილება მათი განმეორებით გაცემისას.
2. სახელმწიფო ბაჟის ოდენობას და გადახდის წესს ადგენს კანონი.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს არა აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, სახელმწიფო ბაჟის გაზრდის ან შემცირების უფლება.
მუხლი 51(ამოღებულია).
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
მუხლი 52
საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით. ჩაცმულობის ფორმას ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი.
მუხლი 53
1. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს სახელმწიფო გერბიანი ბეჭედი თავისი დასახელებით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი .
3. საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზსა და მოსამართლეთა სამსახურებრივ კაბინეტებში უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1996 წლის 31 იანვარი.
№95–რს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1996 წლის 21 მარტის კანონი №155 - პარლამენტის უწყებანი №5-6, 24.04.1996 წ., გვ. 73
2. საქართველოს 1997 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №1059 - პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ. 54
3. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
შეცდომის გასწორება - სსმ I, №5, 21.03.05, გვ.11
4. საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171
5. საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3399 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.203
დოკუმენტის კომენტარები