„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1017-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 110030000.04.001.016081
1017-Iს
06/09/2013
ვებგვერდი, 23/09/2013
110030000.04.001.016081
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, გენერალური აუდიტორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და მათ ქმედებებში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის საკითხი;“.

2. 21-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ კონსტიტუციურ წარდგინებაზე გადაწყვეტილების მიღებისას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, დადასტურებულად არ ითვლება იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობა, რომლის კონსტიტუციურობაც სადავოდ მიიჩნია საერთო სასამართლომ ან/და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლში აღნიშნული პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან/და მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა.“.

3. 23-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს ან უარყოფს საქართველოს კონსტიტუციის 63-ე და 64-ე მუხლებში აღნიშნული პირის ქმედების კონსტიტუციურობას ან/და მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობას.“.

4. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს მხოლოდ იმ ქმედებას, რომელიც იმპიჩმენტის საკითხის აღმძვრელ პარლამენტის წევრთა მიერ მიჩნეულია იმპიჩმენტის საფუძვლად.“.

5. 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, გენერალური აუდიტორის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის შესახებ დასკვნის მისაღებად კონსტიტუციური წარდგინების ამ კანონითა და „იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეტანის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 სექტემბერი 2013 წ.

N1017-Iს