„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 828-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 110030000.04.001.018143
828-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 27/06/2025
110030000.04.001.018143
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) 181 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით შემდეგ სახელფასო კოეფიციენტზე:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა – 10.00-ზე;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა,  საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნისა – 9.00-ზე;

გ) საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლისა, რომელსაც არ უკავია ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობა, – 8.50-ზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N828-IIმს-XIმპ