„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატრებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატრებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 599
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 37, 16/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 110.030.000.04.001.001.599
  • Word
599
25/11/2004
სსმ, 37, 16/12/2004
110.030.000.04.001.001.599
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატრებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხები;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) დავა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის დარღვევის თაობაზე;

კ) საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან და საქართველოს კანონებთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი.“.

2. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. თუ ამ კანონის 412 მუხლით გათვალისწინებულ კონსტიტუციურ წარდგინებაზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, დადასტურებულად არ ითვლება სადავო აქტის ან მისი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამობა.“.

3. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება ამავე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებიდან ამ სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, აგრეთვე კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებიდან ამ წარდგინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დასკვნის ან გადაწყვეტილების გამოტანამდე.“.

4. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8–მე-10 პუნქტები:

„8. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

9. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამობის დადასტურება იწვევს სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

10. ამ კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სადავო აქტი ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი განჩინების გამოქვეყნების მომენტიდან.“.

5. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე ცნობილია არაკონსტიტუციურად, ხოლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან შეუსაბამოდ, ასევე იმავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამოდ, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.“.

6. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ კანონის 411 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არა აქვს იმსჯელოს მთლიანად ნორმატიული აქტის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან შესაბამისობაზე, ხოლო ამავე კანონის 412 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ან საქართველოს კანონებთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს სადავო აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის ძალადაკარგულად ცნობას.“.

7. 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების, საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებამდე შესაბამის ორგანოთა მიერ მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებში მოპასუხეა ის ორგანო, რომლის ნორმატიული აქტის გამოც არის შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი. თუ კონსტიტუციური სარჩელი ეხება საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებამდე მიღებულ/გამოცემულ ნორმატიულ აქტს, მოპასუხეა ამ აქტის მიმღების/გამომცემის უფლებამონაცვლე ორგანო, ამ ორგანოს არარსებობისას კი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხენი არიან საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოები.“.

8. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომპეტენციის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების მიღებისთანავე საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის ან წარდგინების ასლს გადაუგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს. თუ ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში რომელიმე მათგანი განაცხადებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების დაკმაყოფილება გამოიწვევს მისი უფლებამოსილების ფარგლების დარღვევას, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია განმცხადებელი მხარედ ჩააბას საქმეში.“.

9. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსტიტუციო სასამართლოში საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა ან მათ ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების შეტანისა – საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს.“.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 411 და 412 მუხლები:

     „მუხლი 411

1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუ-თედს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებში მოპასუხეა ის ორგანო/თანამდებობის პირი, რომელმაც, მოსარჩელეთა აზრით, დაარღვია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი.

    მუხლი 412

1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან და საქართველოს კანონებთან შესაბამისობის შესახებ კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტს დადგენილებით.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღება იწვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.“.

11. 43-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლო იღებს განჩინებას.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განხილვისას, ამ კანონის 412 და 42-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო 38-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დასკვნას.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 25 ნოემბერი.

№599–IIს