„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4215
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 03/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 110.030.000.04.001.002.526
  • Word
4215
29/12/2006
სსმ, 1, 03/01/2007
110.030.000.04.001.002.526
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

�საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ� საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1

�საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ� საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

�6. კოლეგიის შემადგენლობა შეიძლება გადახალისდეს აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა რაოდენობის ორი ან ორზე მეტი წევრით შეცვლიდან ერთი თვის ვადაში. თუ კოლეგიის მიერ საქმის განხილვაში ვერ მონაწილეობს ამ კოლეგიის ორი წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია ამ საქმის განხილვისათვის კოლეგიას დროებით მიამაგროს მეორე კოლეგიის ერთ-ერთი წევრი (გარდა კოლეგიის თავმჯდომარისა), რომელიც არ შეიძლება დაინიშნოს მომხსენებელ მოსამართლედ.�.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:

��� ��მუხლი 211

1. თუ კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება ადრე არ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ იქნა მსგავსი შინაარსის კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება და საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია საქმის არსებითად განსახილველად მიღებამდე მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისაგან, იგი საქმეს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შესახებ საოქმო ჩანაწერის მიღების შემთხვევაში საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება ადრე იქნა არსებითად განსახილველად მიღებული, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ იქნა მსგავსი შინაარსის კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება და საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია საქმის არსებითად განსახილველად მიღებამდე მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისაგან.

3. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განჩინება, საოქმო ჩანაწერი, გადაწყვეტილება ან დასკვნა კონსტიტუციურ სარჩელთან ან კონსტიტუციურ წარდგინებასთან დაკავშირებით განსხვავდება ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისაგან, მის მისაღებად საჭიროა არანაკლებ ექვსი წევრის მხარდაჭერა.�.

3. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას, მაგრამ არა უმეტეს 2 თვით, აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.�.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:

��� ��მუხლი 271

1. საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს საქმე ზეპირი მოსმენით, თუ სხვაგვარად შეუძლებელია საქმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებების გამორკვევა.

2. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის ან/და მოპასუხის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე არსებითად განიხილოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე.

3. მოსარჩელის მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნეს კონსტიტუციურ სარჩელთან/წარდგინებასთან ერთად, ან მოსარჩელის მიერ კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების განსახილველად მიღების თაობაზე საოქმო ჩანაწერის მიღებიდან 10 დღეში. საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნას მისი მიღებისთანავე უგზავნის მოპასუხეს.

4. მოპასუხის მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნეს მის მიერ კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების მიღებიდან ან მოპასუხის მიერ კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების განსახილველად მიღების თაობაზე საოქმო ჩანაწერის მიღებიდან 10 დღეში. საკონსტიტუციო სასამართლო მოპასუხის მოთხოვნას მისი მიღებისთანავე უგზავნის მოსარჩელეს.

5. თუ მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნის, ხოლო მოსარჩელე მოპასუხის მოთხოვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეტყობინების მიღებიდან 10 დღეში არ მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.�.

5. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 32

1. საკონსტიტუციო სასამართლოში მოწმეთა გაფრთხილება, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევთა მიმართ ზომების გამოყენება და მტკიცებულებათა გამოკვლევა წარმოებს კანონით დადგენილი წესით.

2. საქმის განხილვისას წესრიგის დამრღვევ პირს სხდომის თავმჯდომარე აძლევს გაფრთხილებას. წესრიგის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ან სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოვლენის შემთხვევაში დამრღვევი პირი სხდომის თავმჯდომარის განკარგულებით შეიძლება გაძევებულ იქნეს სხდომათა დარბაზიდან, რაც არ აბრკოლებს საქმის განხილვა-გადაწყვეტას. პირი სხდომიდან გაძევებულად ითვლება სასამართლო განხილვის დასრულებამდე. მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გაძევებულ პირს მისცეს სხდომაზე დაბრუნების შესაძლებლობა. მხარის გაძევების შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გაძევებულ მხარეს თავად მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მისცეს სხდომაზე დაბრუნების შესაძლებლობა.�.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 მუხლი:

��� ��მუხლი 321

1. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის სტრუქტურაში შედის საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის სამსახური. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის ამოცანაა სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური არის საჯარო მოსამსახურე. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი არის 50 წელი. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური:

ა) უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებას;

ბ) იცავს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასა და ტერიტორიას;

გ) უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას;

დ) ასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის თავმჯდომარის მითითებებს წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით;

ე) აღკვეთს სამართალდარღვევას საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე, გამოავლენს სამართალდამრღვევს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში აკავებს მას პოლიციისათვის გადაცემის მიზნით და ადგენს დაკავების ოქმს, რომლის ფორმასაც ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს, თუ სხვა, შედარებით მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით აქვს შემდეგ შემთხვევებში:

ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე მყოფ პირებზე თავდასხმის მოგერიებისას;

გ) საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევისას;

დ) დაკავებული სამართალდამრღვევის პოლიციისათვის გადაცემისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი იმის ვარაუდისათვის, რომ დაკავებული მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფებს.

6. ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური ვალდებულია:

ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ, მისცეს მას საკმარისი დრო თავისი მოთხოვნების შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია ან დაყოვნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ანდა გამოიწვიოს სხვა მძიმე შედეგები;

ბ) ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენოს საფრთხის ხასიათის შესაბამისად, რათა მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს;

გ) ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებიდან 24 საათში წერილობით აცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს;

დ) ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

7. აკრძალულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მიმართ. ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია, თუ ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

8. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ატარებს სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს. სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.�.

7. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:

�52. ამ კანონის 211 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია იღებს საოქმო ჩანაწერს.�.

��� მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ქ. ბათუმში გადასვლისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4215�რს