დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 861-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110030000.04.001.018149 |
861-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 03/07/2025
110030000.04.001.018149
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) 183 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელსაც მის საქმიანობასთან დაკავშირებული თავდასხმის შედეგად შესაძლებლობა შეეზღუდა, მიეცემა ფულადი დახმარება: ა) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ დაკარგვისას − 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ბ) შრომისუნარიანობის სრულად დაკარგვისას − 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N861-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები