დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 554-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110030000.04.001.018129 |
|
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 22-ე მუხლის: ა) 41 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი: „42. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნული სარჩელის შეტანიდან 9 თვეს, ხოლო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − 14 დღეს.“; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამავე მუხლის მე-2–მე-4 და 42 პუნქტებით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებიდან აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანამდე, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებიდან ამ წარდგინებასთან დაკავშირებით დასკვნის ან გადაწყვეტილების გამოტანამდე. 6. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ მუხლის მე-2–მე-4 და 42 პუნქტებით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვის დროს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ იქნა იმავე პუნქტებით განსაზღვრული სხვა სარჩელი, მისი განხილვის ვადა აითვლება არსებითი განხილვის პროცესში მყოფ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან.“. 2. 312 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადი საქმის განხილვა კოლეგიის განსჯადი საქმის განხილვაზე ადრე იწყება. საკონსტიტუციო სასამართლო რიგგარეშე განიხილავს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ზ“−„კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით, იმავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით (ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 13 მაისი 2025 წ. N554-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები