“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 155
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 5-6, 24/04/1996
სარეგისტრაციო კოდი 110.030.000.005.001.000.129
  • Word
155
21/03/1996
პარლამენტის უწყებანი, 5-6, 24/04/1996
110.030.000.005.001.000.129
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. შეტანილ იქნეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 1996 წლის 31 იანვრის საქართველოს კანონში შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შერჩევისას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი და უზენაესი სასამართლო ითვალისწინებენ კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებას, რომელიც უნდა შეეფერებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს“.

ბ. მეორე თავს დაემატოს მე-71, მე-72, მე-73 მუხლები:

     „მუხლი 71.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა დანიშვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას.

    მუხლი 72.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი ამ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ასარჩევი კანდიდატურების დასახელების უფლება აქვთ:

პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, რომელიც არ შედის არც ერთ ფრაქციაში.

პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრის წინ პარლამენტის თავმჯდომარე დამსწრეთ აცნობს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის თაობაზე. ყოველ ასარჩევ კანდიდატს კენჭი ეყრება ინდივიდუალურად. კენჭისყრა ფარულია.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედისა.

თუ არჩევნებში მონაწილეობს სამი კანდიდატი და რომელიმე მათგანმა ვერ მოაგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქცია ან პარლამენტის წევრთა ათკაციანი ჯგუფი უფლებამოსილია პარლამენტის წინაშე იგივე კანდიდატურა დასამტკიცებლად წარმოადგინოს პირველი კენჭისყრიდან ათი დღის შემდეგ.

თუ პირველი კენჭისყრა ტარდება პარლამენტის სესიის ბოლო დღეს ან დარჩენილ ვადაში შეუძლებელია კანდიდატის არჩევა, ხელახალი კენჭისყრა ეწყობა პარლამენტის მომდევნო სესიის პირველსავე სხდომაზე.

თუ არჩევნებში მონაწილეობს სამზე მეტი კანდიდატი და მოსამართლეთა საჭირო რაოდენობა ვერ აირჩა, ეწყობა ხელახალი კენჭისყრა. ამ შემთხვევაში კენჭს უყრიან იმ სამ კანდიდატს, რომლებმაც პირველ ტურში სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს.

    მუხლი 73

საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო ამ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

საკონსტიტუციო სასამართლოში დასანიშნ კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს პლენუმზე ასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. კენჭისყრის შედეგად დანიშნულად ჩაითვლება ის სამი კანდიდატი, რომელიც პლენუმის დამსწრე წევრთა ხმათა ორ მესამედს მიიღებს“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს 1996 წლის 15 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 21 მარტი.

№155–IIს