დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3549 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 07/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 15/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.030.000.04.001.002.407 |
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) 53-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილსამყოფელია ქალაქი ბათუმი.“.
მუხლი 2
1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ქალაქ ბათუმში საქმიანობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის შესაბამისი შენობისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ქალაქ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნამდე საკონსტიტუციო სამართალწარმოება განხორციელდეს ქალაქ თბილისში.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 7 სექტემბერი.
№3549–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები