„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 649-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 110030000.04.001.016066
649-IIს
30/05/2013
ვებგვერდი, 12/06/2013
110030000.04.001.016066
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. 22-ე მუხლის:

    ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

  „41. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელის/წარდგინების და ამ კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე შეაჩერებს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედებას, არ უნდა აღემატებოდეს შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარულ დღეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლოს დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე ამ ვადას, მის ამოწურვამდე არაუგვიანეს 5 დღისა, არაუმეტეს 15 კალენდარული დღით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.“;

    ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება ამავე მუხლის მე-2–41 პუნქტებით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებიდან ამ სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, აგრეთვე კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებიდან ამ წარდგინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დასკვნის ან გადაწყვეტილების გამოტანამდე.

   6. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ მუხლის მე-2–41 პუნქტებით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვის დროს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ იქნა იმავე პუნქტებით განსაზღვრული სხვა სარჩელი, მისი განხილვის ვადა აითვლება არსებითი განხილვის პროცესში მყოფ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან.“.

     2. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

  „21. საკონსტიტუციო სასამართლო და მისი წევრები უფლებამოსილი არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებისათვის ამ კანონის 22-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ გონივრული ვადა, ხოლო შესაბამისი სუბიექტი ვალდებულია, ამ ვადაში მიაწოდოს სასამართლოს მოთხოვნილი ინფორმაცია.“.

     3. 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „5. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღო ამ კანონის 22-ე მუხლის 41 პუნქტით დადგენილ ვადაში, სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება ძალას კარგავს ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.“.

 

     მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 მაისი 2013 წ.

N649-IIს