კომენტარები

ხერხეულიძე's picture
ხერხეულიძე (ნოდარ ხერხეულიძე)
სხვა
რეგ. თარ: 2011/04/03
ბოლო შემოს: 2019/12/21 14:01:09
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ამ მუხლის პირველი პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს 3 წევრს ირჩევს პარლამენტი სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.

გიორგი ტაბატაძე's picture
გიორგი ტაბატაძე (გიორგი ტაბატაძე)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2013/05/10
ბოლო შემოს: 2017/09/28 12:49:29
კონტაქტი - ყველა კომენტარი

კონსტიტუცია მინიმუმს ადგენს ამიტომ არ ეწინააღმდეგება. პირიქით რომ იყოს მაშინ იქნებოდა პრობლემა... მაგრამ არ არის.. : ) )

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

ამ მუხლის მე–5 მეორე პრიმა პუნქტის თანახმად სასამართლო იღებს საოქმო ჩანაწერ 21–ე პირველი პრიმა მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამ უკანასკნელი ნორმის თანახმად, კოლეგია უფლებამოსილია საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ი თ საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. ამასთანავე, პლენუმი 2 კვის ვადაში იღებს შესაბამის საოქმო ჩანაწერს(თუ დაუშვებს განსახილველად) ან განჩინებას(თუ უატყოფს), ხოლო თუ თავჯდომარის გადასაწყვეტია 7 დღეში რ ე ზ ო ლ უ ც ი ი თ ნიშნავს განსახილველად მიღების პლენუმზე განხილვის თარიღს ან არსებითი განხილვის თარიღს. 43–ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე უნდა ვიგულისხმოთ, რომ რომელიმე შემთხვევაში უკვე არსებითად განხილვის დასრულების შემდეგ იღებს საოქმო ჩანაწერს?

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

იმდენი ნორმა მეორდება ამ ორგანულ კანონში და საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონში და ამასთან, ეს ორი ნორმატიული აქტი იმდენად ავსებს ერთმანეთს სასურველია ერთი ახალი კანონის (საერთო ნორმების სახით შედგენილის) ჩამოყალინება და მიღება.

ნინო ბერია's picture
ნინო ბერია (ნინო ბერია)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2013/11/19
ბოლო შემოს: 2024/05/20 16:00:31
კონტაქტი - ყველა კომენტარი

5 და 6 ნაწილებში ამოშალეთ პრიმის აღმნიშვნელი...

avtandil19977's picture
avtandil19977 (ავთანდილ ავთანდილ)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2016/11/18
ბოლო შემოს: 2016/12/03 03:10:07
კონტაქტი - ყველა კომენტარი

პირველი ნაწილის ა) პუნქტში ვადები არეული ხომ არ არის?

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1. შესაძლოა ა დაისაჯოს ბ-ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის, სსკ118 მუხლი. ქემდების შემადგენლობა. ქმედების ობიექტური შემადგენლობა. სუბიეტქი - ა . ობიექტი ბ-ს ჯანმრთელობა. ქემდება- გამოიხატა ა-ს მიერ განზრახ თოფიდან გასროლაში. შედეგი-შედეგი დამდგარია - ბ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.მიზეზობრივი კავშირი - ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ სედეგთან, რომ არა ა-ს ქმედება, ბ-ს ჯანმრთელობა არ დაუზიანდებობდა. ობიექტური შერაცხვა. ობიექტური შერაცხვა - ა-ს იარაღის გასროლით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი საქმე, რომელიც შედეგში რეალიზდა, ბ-ს ჯანმრთელობა დაუზიანდა. ქმედების სუბიექტური შემადგნელობა- ა-ს ქმედება იყო განზრახ ქმედება, მართლწინააღმდეგობა - ა-ს ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო და კაზუსში არ გავქვს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებებოი. ბრალი - ას ქმედება არის სისხლისსამართლებრივად ბრალეული ქმედება და კაზუსში არ იკვეტება ბრალის გამომრიცხველი გარემოებები. დასლვნა - ა დაისჯება სისხლის სამართლის 118-ე მუხლით, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

იგივე იქნება გზეც, ოღონდ იქ 117ე მუხლი და დასკვა მერე ორივეს ერთი დაუწერე

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მეორე კაზუსსაც ისე მიყევი როოგორც პირველს და ობიექტური შერაცხვაში დაუწერე რომ განზრახი ქმედება არ ყოფილა და ვერ ბატონობდა თავის ქმედებაზე, მერე დასკვნაზე გადადი ეგრევე და არ დაისჯება. მგონი ასეა იქნება

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ჰიპოთეზა - ა აშესაძლოა დაისაჯოს 188-ე მუხლით. ქმედების შემადგნელობა. ქმედების ოიბუექტური შემადგნელობა. სუბიექტი ა . ობიექტი ბ. ქმედება - ამ შემთხვევაში ა ვერ ბატონობა თავის ქმედებაზე და მისი განზრახვა ქმედების მიმართ, გამოირიცხა. დასკვნა - ა არ დაისჯება 188-ე მუხლით, რადგან ის ვერ ბატონობდა თავის ქმედებაზე. ასე იქნება, ის აღარ დაწერო ვიბოდიალეეეეე :დ

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ის დააკოპირე და ბ შეცვალე და გ დაწერე. და მუხლი შეუცვალე დანარჩენი იგივეა, უბრალოდ დასკვნა დაწერე ერთი, ცალ-ცალკე არა

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ჰიპოთეზა - შესაძლოა ა დაისაჯოს ბ-ს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლეად მძიმე დაზიანებისთვის. სსკ-ს 118-ე მუხლით.
ქმედების შემადგენლობა
ქმედების ობიქეტური შემადგენლობა
სუბიექტი - ა
ობიექტი - ბ-ს ჯანმრთელობა
ქმედება - გამოიხატა მოქმედებაში, კერძოდ იარაღის გასროლით
შედეგი - 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დადგა, ბ-ს ჯანმრთელობა დაუზიანდა.
მიზეზობრივი კავშირი - ა-ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან, რადგან მას რომ არ გაესროლა, ბ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას არ მიიღებდა
ობიექტური შერაცხვა - ა-მ ასროლით შექმნა სისხსლის სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხე
სუბიექტური შეადგნელობა - ას გასროლის მომენტშ სურდა ბსთვის ჯანმრთეობის დაზიანება.
მართლწინაღმდეგობა - ას ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და რ გაქვს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები.
ბრალი - ა-ს ქმედება ბრალელია და არ გვაქვსბრალის გაომრიცხავი გარემოებები

ჰიპოთეზა - შესაძლოა ა დაისაჯოს სსკ-ს 117-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება
ქმედების შემადგენლობა
ობიექტური შემადგენლობა
სუბიექტი - ა
ობიექტი - გ-ს ჯანმრთელობა
ქმედება - დანით დაჭრაში
შედეგი - დადგა , გ-ს ჯანმრთელობა მძიმედ დაუზიანდა
მიზეზობრივი კავშირი - ა-ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.
ობიექტური შერაცხვა - ა-მ დანის დარტყმით შემქმნა სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხე.
სუბიექტური შემადგენლობა ა დანის დარტყმის მომენტში მოქმედებდა განზრახვით.
მართლწინააღმდეგობა - ას ქმდება არის მართლსაწინააღმდეგო და არ გვაქვს მართლწინააღმდეობის გამომრიცხავი გარემოებები.
ბრალი - ა-ს ქმედება არის ბრალეული ქმდება და არ გვაქვს ბრალის გამომრიხავი გარემოებები.
დასკვნა- ა დაისჯება დანაშაულთა ერთობლიობისთვის, კერძობ-ს მიმართ სსკს 118-ე მუხლით, ხოლო გ-ს მიმართ 117-ე მუხლით.

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ა შესაძლოა დაისაჯოს განზრახ მკვლელობისთვის. ქმედების შემადგნელობა. ქმედების ობიექტური შემადგნელობა. სუბიექტი -ა ობიექტი ბ. ქმედება - გამოიხატა ას მიერ იარაღის გასროლაში. შედეგი - შედეგი დამდგარია- ბ გარდაიცვალა. მიზეზობრივი კავშირი- მქედება მიზეზობრივ კავშირიშია დამდგარ შედეგთან, რომ არ გაესწროლა არ მოკვდებოდა. ობიექტური შერაცხვა - ამ შემთხვევაში ობიექტური შერაცხვა არ გვაქვს სახეზე, ვინაიდან, მიუხედავად იმისა,რომ ა-ს ქმედებამ გამოიწვია შედეგი, მას განცობიერებული არ ჰქონდა რომ ბ-ს ესროდა. სახეზეა ბრალის გამომრიცხავი გარემოება. დასკვნა - ა არ დაისჯება 108-ე მულხით, განზრახ მკველობისთვის

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/07/26 12:54:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მოსარჩელე გიორგი
მოპასუხე კახა
დავის საგანი- ნარდობჯს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღარუება 20000 ლარის ოდენობით
ამ კაზუსიდან გამომიდნარე გიორგიმ სსსკ 3 მუხლის მიხედვით აღძრა სარჩელი რაც გულისხმობს დისპოზიციურობის პრინციპს კერძოდ მისი დარღვეული უფლების აღდგენას. ეს საქმე ეხება ნივთობრივ განსჯადობას სსსკ 18 მუხლი. გიროგიმ სარჩელი აღძრა სსკ177 მუხლის მიხედვით. რაც შეხება შემდეგ საპროცესო მოქმედებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სასამართლომ სწორად დანიშნა ექსპერტიზა სსსკ 162 მუხლის მიხედვით ვინაიდან მოსამართლეს არქონდა სრული ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებულ მასალებზე.ხოლო რაც შეხეება გიორგის მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფაზე მან გამოიყენა სწორად თავის უფლება და სსსკ 191 მუხლის მიხედვით შეიტანა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფაზე რაც მისი უფლება იყო და ქონდა მას მოეთხოვა საქმის ნებისმიერ სტადიაზე სარჩელის უზრუნველყოფა. ხოლო რაც შეეხება სასამართლოს შემდეგ საპროცესო მოქმედებას რითაც მან სარჩელის უზრუვლეყოფა ცნო ჩემი აზრით სამართლო მოიქცა არასწორად ვინაიდან დავის საგნის ღირებულებაზე მეტს არუნდა შეადგენდეს სარჩელის უზრუნველყოფისთვის მითითებული საგანი (მუხლი ვერ ვიპოვე აქ არმახსოვს). ხოლო კახას შემდგომ ქმედება რაც შეეხებოდა სარჩელის უზრუნველყოფის გასაჩივრებას სსსკ 197 მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია ვადები რითაც ვადგენთ რომ კახამ გასაჩივრების ვადა დაარღვია და სასამართლოს არუნდა მიეღო საჩივარი.

steam's picture
steam (steam)
სამოქალაქო საპროცესო სამართალი
რეგ. თარ: 2024/07/01
ბოლო შემოს: 2024/07/20 15:39:06
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1. საკონსტიტ სასამართლ თავმჯდომარის მოადგილეს ირჩევს?
პლენუმი(10მუხ)
2. საკონსტიტ სასამართლო სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედებას აჩერებს?
არცერთი(25-5)
სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
3. კოლეგიის სხდომას უძღვება?
საკონ სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე(11-3)
4. საკონსტ სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე არჩეულად ითვლება
თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო
სასამართლოს არანაკლებ 5-მა წევრმა.(10-5)
5. საკონსტ სასამართლოს აქტის გამოქვეყნებად ითვლება
მისი სრული ტექსტის საკონსტ სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება 25-6
6. საკონს სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის
არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ?
არ შეიძლება ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება რომელიც შეიცავს იმავე შინაარსის
ნორმებს, რომლებიც არაკნსტიტუციურად იქნა ცნობილი 25-4
7. მხარეებს უფლება აქვთ?
საქმის განხილვის ნებ სტადიაზე თავიანთი ინტერესების დაცვა მიანდონ ადვოკატს ან
უმაღ იურიდ განათლების მქონე სხვა პირს 30-1
(მხარეებს უფლება აქვთ საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე თავიანთი
უფლებამოსილების განხორციელება მიანდონ ნდობით აღჭურვილ პირს –
წარმომადგენელს.)
8. საქართველოს პრეზიდენტი
სამ წევრს ნიშნავს 6-1
9. საკონსტიტუციო სასამართლო დასანიშნ კანდიდატს
არც ერთი 7
3 (საკონსტიტუციო სასამართლოში დასანიშნ კანდიდატებს უზენაესი
სასამართლოს პლენუმზე ასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. კენჭისყრის
შედეგად დანიშნულად ჩაითვლება ის სამი კანდიდატი, რომელიც პლენუმის დამსწრე
წევრთა ხმათა ორ მესამედს მიიღებს.)
უზენაესი სასამართლოს პლენუმზე ასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
10. დასაშვებია თუ არა საკონს სასამართლოს მოსამართლის დაკავება
არცერთი 15-1
გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს
საკონსტიტუციო სასამართლოს.
11. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა, აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო
აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა
იწვევს საკონსტ სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ორგანული კანონით გათვალისწ
შემთხვევისა 29-2
12. საქართ საკონსტ სასამართლო
ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს
13. საკონსტ სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოს აქვს
საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს 10-3
14. საკონ სასამართლოს თავმჯდომ
ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია
15. საკონსტიტუციო სასამარტთ წესვრ
არა აქვს უფლება საქმის განხილვის დაწყებამდე, აგრეთვე..... 21-12
16. პოლიტიკური პარტიის შექმნის საქმიანობის და ამ პოლიტ პარტიის წარდგინებით
არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის კონსტიტუციურობის შესახებ
სარჩელის საკონს სასამართ შეტანის უფლ აქვთ?
საქართ პრეზ, პარლამ წევრ არანაკლებ 1/5 ან საქართვ მთავრობას 35-1
17. საკონსტ სასამ გადაწყვეტილება
საბოლოოა და მისი შეუსრულებლობა ისჯება
18. მოსამართლე შეიძლება იყოს
საქ მოქალაქე,რომელსაც აქვს მუშაობის არანაკლებ 10 წ გამოცდიება და გამორჩეული
პროფესიული კვალიფიკაცია. 7-1
19. საკონსტ სასამართლოს პლენუმის საოქმო ჩანაწერი, რომელიც განსხვავდება საკონსტ
სასამართლოს პრაქტიკისაგან, მიღებულად ჩაითვლება
თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული
შემადგენლობის უმრავლესობა.
20. საკონსტ სასამართლოს პლენუმის განჩინება რომელიც განსხვავდება საკონსტ
სასამართლოს პრაქტიკისაგან, მიღებულად ჩაითვლება
21. თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული
შემადგენლობის უმრავლესობა.
22. საკონსტ სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება რომელიც განსხვავდება საკონსტ
სასამართლოს პრაქტიკისაგან, მიღებულად ჩაითვლება
თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული
შემადგენლობის უმრავლესობა.
23. საკონსტ სასამართლოს პლენუმის დასკვნა, რომელიც განსხვავდება საკონსტ
სასამართლოს პრაქტიკისაგან, მიღებულად ჩაითვლება
თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული
შემადგენლობის უმრავლესობა. 211-2
24. კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად უარის თქმისას პლენუმს
გამოაქვს
დასაბუთ განჩინება 312-8
25. სასამართლოში სახელმწ ორგანოთა შორის კომპეტენციის ფარგლების შესახებ კონსიტ
სარჩელის შეტანის ულფება აქვს საქართველოს პრეზიდენტს
თუ იგი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი კომპეტენცია ან დაირღვა სახელმწიფო
ორგანოთა კონსტიტ უფლებამოსილებების ფარგლები. 34-1
26. საკონსტ სასამართლოს მოსამართლედ
დანიშნულად ჩაითვლება ის სამი კანდიდატი რომელიც პლენუმის დამსწრე წევრთა
ხმების 2/3 მიიღებს. 7
3-2
27. საკონსტ სასამართლოს ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუც
თაობაზე კონსტიტ სარჩელის შეტანის უფლება აქვს სახალხო დამცველს თუ:
მას მიაჩნია, რომ დარღვეულია საქ კონსტიტ მეორე თავით აღიარებული ადამიანის
უფლებ 39-1
28. თუ საკონსტიტ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის სხდომაზე დამსწრე
წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, კონსტ სარჩელი
არ დაკმაყოფილდება 21-6
29. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტ სასამართლოს წევრს
უფლება აქვს გადაწტყ მიღებისას ჰქონდეს განსხ ან თანმხვედრი აზრი რომელიც დგება
წერილბით 47-1
30. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტ სასამართლოს წევრს
შეკითხვები დაუსვას მოწმეებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს. 276-4
31. საკონ სასამართლოში შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელსა და კონსტიტუციურ
წარდგინებაში არაარსებით ფორმალური უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში
კონსტიტ სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება რეგისტრაციაში ტარდება
არცერთი 312-1
რეგისტრაციაში ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით და
მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს ეძლევა 15 დღე
უზუსტობის გამოსასწორებლად.
32. საკონსტ სასამართლოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება
თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა საკონსტ
სასამართლოს არანაკლებ 5 მა წევრმა 10-5
33. საკონსტ სასამართლოში საქმის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს წვრი
მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით. ჩაცმულობის ფორმას ადგენს
არცერთი 52
ჩაცმულობის ფორმას ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი
34. საკონსტ სასამართლო სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედებას აჩერებს
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით. 25-5
35. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების
კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ
არცერთი 39-1
საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ
მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს
კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;
საქართველოს სახალხო დამცველს, თუ მას მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს
კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი.
36. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს
35 წლიდან 7-1
37. საკონსტ სასამართლოს უფლება არა აქვს
იმსჯელოს მთლიანად კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან
შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს კანონის ან სხვა
ნორმატიული აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას. 26-1
38. თუ მოსარჩ/წარდგინების ავტორი ითხოვს რამდენიმე საკითხის გადაწყვეტას, რომელთა
ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ხოლო ნაწილი ხელისუფლ სხვა
ორგანთა კომპეტენც მიეკუთვნ:
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მხოლოდ ამ კანონით(ორგანული კანონით)
მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებს. 313-2
39. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის
არაკონსტიტუციურად ცნობა:
დაუშვებელია შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამისი
არჩევნების თვემდე 15 თვის განმავლობაში არ არის მიღებული.19-3
40. არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების
მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის
დაკარგვის სხვა, გვიანდელ ვადას.
41. საკონს სასამართლოს თავმჯდომარეს
5 წლის ვადით ირჩევს პლენუმი
42. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების
კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება
საქართველოს მოქალაქეებს აქვთ
თუ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს
კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი
43. კონსტიტუციური წარგინების სააპლიკაციო ფორმას ამტკიცებს:
პლენუმი 31-1
44. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია საქმე არსებითად განიხილოს
და მიიღოს გადაწყვეტილება
თუ მის სხდომას ესწრება არანაკლებ 6 წევრი, გარდა ორგანული კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა 44-1
45. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება
აქვს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს
საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოს პარლამენტს
არც ერთი პასუხი არ არის სწორი 10-3
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება
აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს მისი, როგორც სასამართლოს
თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე
ადრე შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში.
46. სასამართლო სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედებას აჩერებს თუ
საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია
ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს
47. სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი
თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს და ამ კანონით დადგენილი
წესით ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და „საქართველოს
საკანონმდებლო მაცნეში“.
48. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი გამოქვეყნების შემდეგ
დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს თუ ამ აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი
49. მოსარჩელეს უფლება აქვს
შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე
50. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელსა და
კონსტიტუციურ წარდგინებაში არაარსებით, ფორმალური
უზუსტობების.......რეგისტრაციაში ტარდება
არცერთი 322 -1
(წარდგინება რეგისტრაციაში ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის
თანხმობით და მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს ეძლევა 15
დღე უზუსტობის გამოსასწორებლად.)
51. საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა შრის
უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუც სარჩელის შეტანის უფლება აქვს პრეზიდენტს
არცერთი
52. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება ფორმდება
პლენუმის/კოლეგიის საოქმო ჩანაწერით
53. რეგისტრირებული კონსტ წარდგინება დაუყოვნებლივ გადაეცემა საკონსტიტუციო
სასამართლოს
თავმჯდომარეს
54. თუ რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმავე შინაარსისაა ან
სამართლებრივად არსებითად უკავშირდება იმ საკითხს, რომელსაც ეხება
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიისთვის ადრე გადაცემული კონსტიტუციური
სარჩელი
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ეს სარჩელი ერთ
წარმოებად გაერთიანების მიზნით განსახილველად იმავე კოლეგიას გადასცეს.
55. საკონსტიტუციო სასამართლო
ვალდებულია მიუჩინოს თარჯიმანი პროცესის იმ მონაწილეს, რომელიც ვერ ფლობს
სამართალწარმოების ენას.
56. არჩევნების ან რეფერენდუმის ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი
არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის
შეტანის უფლება აქვთ
არცერთი
(საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5 საქართველოს პრეზიდენტს და
საქართველოს სახალხო დამცველს.)
57. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შემტანი საერთო
სასამართლო
არ არის უფლებამოსილი, უარი თქვას კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე და
მოითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა.
58. თავმჯდომარის მოადგილე არჩეულად ჩაითვლება
თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო
სასამართლოს არანაკლებ 5-მა წევრმა.
თემები

1. საკონსტიტ კონტროლის ანგლო საქსური მოდელი
თავიდან უნდა ითქვას რომ საკონსტიტუციო კონტროლის 3 მოდელი არსებობს მათ შორის
არის ანგლო საქსური, ევროპული და საპარლამენტი. ეს
ანგლოსაქსური მოდელი მეტად მნიშვნელოვანია. მას მეორენაირად,
რომელსაც ამერიკულსაც ეძახიან. მისი მნიშვნელოვნება იმაშ გამოიხატება რომ ამ მოდელის
დროს სახეზე გვაქვს საკონსტიტუციო კონტროლს საერთო იურისდიქციის სასამართლოები,
რომლებიც საკონსტიტუციო კონტროლს ახორციელებენ. ამასთან მნიშვნელოვანია იმის
აღნიშვნაც რომ
ამ მოდელში სახელმწიფოები საკონსტიტუციო კონტროლს ყველა სასამართლო ინსტანცია
ახორციელებს თუმცა, აქ არის საბოლოო გადაწყვეტი;ების მიმღები უზენაესი
სასამართლო.(აშშ, მექსიკა,
ხოლო დანარჩენ სახელმწიფოებში, საკონსტიტუციო კონტროლი
მხოლოდ უზენაესი სასამართლოს პრეროგატივაა (ავსტრალია, ინდოეთი,
ანგლოსაქსური საკონსტიტუციო კონტროლის მოდელის ქვეყნებში საკონსტიტუციო
კონტროლს ანხორციელებენ საერთო იურისდიქციის სასამართლოები. აღნიშნული
მოდელის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ საკონსტიტუციო კონტროლის
განხორცილება შეუძლია საერთო იურისდიქციის სასამართლოს ყველა რგოლს.
მათვე შეუძლიათ განიხილონ შეჩერებული აქტის კონსტიტუციურობა. აღსანიშნავია ისიც,
რომ შეჩერებულ აქტთან დაკავშირებით საბოლო გადაწყვეტილებას იღებს უზენაესი
სასამართლო, აღნიშნული მოდელის თვალსაჩინო მაგალითს წაროადგენს ამერიკის
შეერთებული შტატები.
აღნიშნულ მოდელს გააჩნია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშანი, კერძოდ
იგი არასდროს არ ახორცილებს წინასწარ ანუ პრევენციულ საკონსტიტუციო კონტროლს,
არამდეს მისი კონტროლი ყოველთვის ატარებს შემდგომს კონტროლის სახეს.
დიფუზიური საკონსტიტუციო მართლმსაჯულების მიხედვით, უზენაესი/უმაღლესი
სასამართლო, როგორც სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი
საკასაციო/უმაღლესი სასამართლო, ასევე განიხილავს და წყვეტს
კონსტიტუციურსამართლებრივ დავასაც. ამ მოდელის პროტოტიპია ამერიკის შეერთებული
შტატების უმაღლესი სასამართლო, შესაბამისად, მას იურიდიულ ლიტერატურაში
ამერიკულ ან ანგლო-საქსურ მოდელსაც უწოდებენ. იგი ჩამოყალიბდა აშშ-ში
საკონსტიტუციო კონტროლის დოქტრინის საფუძველზე.
დიფუზიური მოდელის მიხედვით, საერთო იურისდიქციის ნებისმიერ სასამართლოს
შეუძლია, ცნოს კანონი არაკონსტიტუციურად, ხოლო თუ საქმე უზენაეს სასამართლოში
გასაჩივრდება და იგი კანონს ასევე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ აღიარებს, მაშინ
უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკვე სავალდებულოა ყველა სხვა
სასამართლოსთვის.
2. საკონ კონტ ევროპული მოდელი
ევროპული საკონსტიტუციო კონტროლის მოდელის ქვეყნებში საკონსტიტუციო კონტროლს
ახორცილებენ სპეციალიზებული საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოები,ანუ ის
ორგანოები რომლებიც შექმნილნი არიან მხოლოდ საკონსტიტუციო კონტროლის
განსახორციელებლად. აღნიშნული საკონსტიტუციო მოდელის თვალსაჩინო მაგალითს
წარმოაგენს ესპანეთი, იტალია და მათ შორის საქართველოც.ევროპული, ანუ ე.წ. ავსტრიული
მოდელი, რომელიც როგორც ევროპის უმეტეს სახელმწიფოში ასევე, აზიაში, ამერიკისა და
აფრიკის კონტინენტებზეც ფუნქციონირებს. ამ მოდელმა თავისი საფუძველი ჰპოვა ყოფილ
საბჭოთა სახელმწიფოებშიც. აღნიშნული მოდელის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია
ის,რომ საკონსტიტუციო კონტროლს ამ სახელმწიფოებში საკონსტიტუციო კონტროლის
სპეციალიზებული ორგანოები ახორციელებენ.
ამ სახელმწიფოებში საკონსტიტუციო კონტროლის
სპეციალიზებული ორგანოები ახორციელებენ, ანუ, ორგანოები,
რომლებიც შექმნილი არიან მხოლოდ საკონსტიტუციო კონტროლის
განსახორციელებლად. ეს ორგანოებია: საკონსტიტუციო სასამართლოები
და კვაზისასამართლო ორგანოები, როგორებიცაა საკონსტიტუციო
საბჭო, საკონსტიტუციო კომიტეტი ან საკონსტიტუციო-რელიგიური
საბჭო. ამ ორგანოთა კატეგორიას განეკუთვნება, ასევე ზოგიერთი
სახელმწიფოს უზენაესი სასამართლოს სტრუქტურაში შექმნილი
სპეციალური საკონსტიტუციო პალატები ან კოლეგიები;
კონცენტრირებული მოდელის მიხედვით, საკონსტიტუციო მართლმსაჯულებას
კონცენტრირებულად ახორციელებს ამისთვის სპეციალურად შექმნილი ორგანო.
აღნიშნული ორგანოს ფუნქციაა სპეციალური, საერთო სასამართლოებისგან
განსხვავებული სამართალწარმოება, რომელსაც ის ახორციელებს დამოუკიდებლად
საკონსტიტუციო სამართალწარმოების გზით.საკონსტიტუციო მართლმსაჯულების
ევროპულ მოდელს მე-19 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი.
3. საკონსტიტუციო კონტროლის სახეები
საკონსტიტუციო მართლმსაჯულება ხორციელდება საკონსტიტუციო სამართალწარმოების
წესით, იგი ატარებს რეპრესიულ და სავალდებულო ხასიათს. საკონსტიტუციო
მართლმსაჯულება შესაძლებელია, იყოს კონკრეტული ან აბსტრაქტული,
როგორც მატერიალური, ისე ფორმალური, ე.წ. რეალური და არარეალური
ნორმათა აბსტრაქტული კონტროლის ფარგლებში, განიხილება ის საქმეები, რომლებიც
ობიექტური გარემოებების გამო,კანონის არაკონსტიტუციურობაზე იქნა წამოწყებული,
დამოუკიდებლად იმისა, არსებობს თუ არა კონკრეტული საქმისწარმოება სასამართლოში.
კონკრეტულ ნორმათა
კონტროლი წარმოიშობა შესაბამისი სამართლებრივი დავის ფარგლებში და
სასამართლო ამ შემთხვევაში, საქმეში გამოყენებული ნორმის კონსტიტუციურობაზე
მსჯელობს კონკრეტულ საქმესთან მიმართებით.
როდესაც საკონსტიტუციო მართლმსაჯულება ხორციელდება საერთო სასამართლოების მიერ
ჩვეულებრივი პროცედურის გამოყენებით, სახეზეა დეცენტრალიზებული კონტროლი,
ხოლო, როცა სპეციალიზებული სასამართლო შესაბამისი
სპეციალური პროცედურების საშუალებით ახორციელებს საკონსტიტუციო
მართლმსაჯულებას - ცენტრალიზებული კონტროლი.
1) დროში განხორციელების მიხედვით საკონსტიტუციო კონტროლი
შეიძლება იყოს წინასწარი (პრევენციული) ან შემდგომი (რეპრესიული).
წინასწარია კონტროლი, როდესაც სამართლებრივი აქტის
კონსტიტუციურობის შემოწმება ხდება მის ძალაში შესვლამდე, ხოლო
შემდგომ კონტროლს ადგილი აქვს, როდესაც საკითხი ამა თუ იმ აქტის
კონსტიტუციურობის თაობაზე განიხილება ამ აქტის ძალაში შესვლის
შემდეგ. კონტროლის ამ ფორმებს აქვთ როგორც დადებითი ასევე,
უარყოფითი მხარეები.
2) განხორციელების ადგილის მიხედვით საკონსტიტუციო
კონტროლი შეიძლება იყოს შინაგანი ან გარეგანი
შინაგან კონტროლს ახორციელებს თავად აქტის გამომცემი
ორგანო, ხოლო გარეგანი კონტროლი ხორციელდება არა აქტის მიმღები
ორგანოს მიერ.
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლო თერთმეტი სხვადასხვა უფლებამოსილებით არის
აღჭურვილი. ყოველი უფლებამოსილების რეალიზაციის პროცესში
ადგილი აქვს გარეგან კონტროლს, რადგან ამ უფლებამოსილებების
ფარგლებში სასამართლო ამოწმებს სხვადასხვა ორგანოს თუ
თანამდებობის პირის მიერ მიღებული აქტის ან ქმედების
კონსტიტუციურობას.
3) ფორმის მიხედვით საკონსტიტუციო კონტროლი შეიძლება იყოს
კონკრეტული ან აბსტრაქტული.
4) განხორციელების აუცილებლობის თვალსაზრისით
საკონსტიტუციო კონტროლი შეიძლება იყოს სავალდებულო ან
ფაკულტატიური. ფაკულტატიურ კონტროლს კი, ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მისი
ჩატარება რომელიმე სუბიექტის ნებაზეა დამოკიდებული, ანუ ამგვარი
კონტროლი განხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე სუბიექტი მოითხოვს ამა თუ იმ აქტის
კონსტიტუციურობის შემოწმებას.
5) სამართლებრივი შედეგების მიხედვით საკონსტიტუციო
კონტროლი შეიძლება იყოს საკონსულტაციო ან დამდგენი
პირველ შემთხვევაში საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელი
ორგანოს გადაწყვეტილებას სავალდებულო ხასიათი არა აქვს. იგი არა
იურიდიული, არამედ მორალური ხასიათის მატარებელია.
6) შინაარსის მიხედვით საკონსტიტუციო კონტროლი შეიძლება
იყოს ფორმალური ან მატერიალური.
ფორმალურია კონტროლი,
როდესაც მოწმდება ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღებისათვის
კონსტიტუციური ნორმებით დადგენილი პროცედურული წესების დაცვა,
ხოლო მატერიალურია კონტროლი, როდესაც ადგილი აქვს ამა თუ იმ
აქტის, ან მისი ცალკეული დებულების კონსტიტუციასთან
შესაბამისობის დადგენის მიზნით შინაარსობრივ შემოწმებას.
7) დროში მოქმედების
მიხედვით განასხვავებენ საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოთა ,,ეხ
ტუნც” და ,,ეხ ნუნც” გადაწყვეტილებებს.1 პირველს ეძახიან
გადაწყვეტილებას, რომელსაც უკუქმედითი ძალა აქვს, ანუ, ეს ნიშნავს,
რომ თუ ასეთი გადაწყვეტილებით ნორმატიული აქტი
არაკონსტიტუციურად გამოცხადდა იგი ძალადაკარგულად ითვლება მისი
ან იმ კონსტიტუციური კანონის ამოქმედების მომენტიდან, რომელთანაც
წინააღდეგობაშია აღნიშნული აქტი.
საკონსტიტუციო კონტროლის არასპეციალიზებული ორგანოებია: პრეზიდენტი,საერთო
სასამართ და პარლამეტი. სპეციალიზებული კი 1) საკონსტიტუციო სასამართლოები; 2)
კვაზისასამართლო ორგანოები, საბჭო, საკონსტიტუციო კომიტეტი, საკონსტიტუციორელიგიური საბჭო); 3) ზოგიერთი სახელმწიფოს უზენაეს სასამართლოში დაფუძნებული
სპეციალური საკონსტიტუციო პალატები.
4. საერთო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ან
კონსტიტუციურ წარდგინებაში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები,
რომლებიც მოსარჩელის ან წარდგინების ავტორის აზრით ადასტურებენ სარჩელის ან
წარდგინების საფუძვლიანობას. კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა
აღემატებოდეს 9 თვეს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან
კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში
სარჩელის განხილვის ვადას არა უმეტეს 2 თვით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს
თავმჯდომარე. საერთო სასამართლოს მიერ შეტანილი კონსტიტუციური წარდგინება
ხელმოწერილი უნდა იყოს საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლის ან საქმის
განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის წევრთა მიერ. სამართალწარმოება
საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შეტანითაც შეიძლება
აღიძრას.თუმცა ამ შემთხვევაში, კანონმდებლობა კონსტიტუციური წარდგინების განხილვის
განსხვავებულ პროცედურას ადგენს. კერძოდ იმას, რომ კონსტიტუციურ წარდგინებებს
საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს წარდგინების ავტორთა და მათ
წარმომადგენელთა გარეშე., კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს ანიჭებს
უფლებამოსილებას მისი შეხედულებისამებრ, განმარტებების მოსასმენად მიიწვიოს
კონსტიტუციური წარდგინების ავტორები, ასევე თანამდებობის პირები.
კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ:
ა) იგი ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) იგი შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ;
გ) მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს
განსჯადი;
დ) მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ,
ე) მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს
კონსტიტუციით;
ვ) არასაპატიო მიზეზით დარღვეულია მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი
მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ
ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური
სარჩელით გასაჩივრებული არ არის.

5. საქართ საკონსტ სასამართლოს გადაწყვეტილება
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლო აქტია, რომელიც
კონსტიტუციური სარჩელის (წარდგინების) არსებითი განხილვის საფუძველზე
საბოლოოდ და საგნობრივად წყვეტს შესაბამისი სარჩელის (წარდგინების)
დაკმაყოფილების (ნაწილობრივ დაკმაყოფილების) ან არდაკმაყოფილების საკითხს.
გადაწყვეტილება მიიღება კონსტიტუციური სარჩელის, ასევე შემდეგი
კონსტიტუციური წარდგინებების არსებითი განხილვის საფუძველზე:
1) წარდგინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან ან/და „აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონთან შესაბამისობის შესახებ;
2) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება;
3) საერთო სასამართლოს წარდგინება.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სტრუქტურა შედგება (1)შესავალი, (2)
აღწერილობითი, (3) სამოტივაციო და (4) სარეზოლუციო ნაწილებისაგან.
შესავალ ნაწილში აღინიშნება: 1) საკონსტიტუციო სასამართლოს
დასახელება; 2) გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი; 3) სასამართლოს
შემადგენლობა და სხდომის მდივანი; 4) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის
საგანი.
აღწერილობით ნაწილში წარმოდგენილია: 1) მოსარჩელის მოთხოვნა; 2) მოპასუხის პოზიცია;
3) მოწმის, სპეციალისტის, ექსპერტის და სასამართლოს მეგობრის მიერ წარმოდგენილი
მოსაზრებები.
სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება:
1) საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები;
2) მტკიცებულებები, რომლებსაც ეფუძნება საკონსტიტუციო
სასამართლოს დასკვნები;
3) მოტივები, რომლებითაც საკონსტიტუციო სასამართლო უარყოფს
საწინააღმდეგო მოსაზრებას, მტკიცებულებას;
4) კონსტიტუციის ნორმები, ასევე „აჭარის ავტონომიური რესბუბლიკის
შესახებ“ კონსტიტუციური კანონის ნორმები, რომლებსაც შეესაბამება ან არ შეესაბამება
სადავო აქტი;
5) კონსტიტუციისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ“ ორგანული კანონის ნორმები, რომლებითაც იხელმძღვანელა
საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას.
სამოტივაციო ნაწილი, შინაარსობრივი თვალსაზრისით, გადაწყვეტილების ყველაზე
მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგანაც აქ ხდება გადაწყვეტილების დასაბუთება და
საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი არგუმენტების თავმოყრა.
გადაწყვეტილების ტექსტს ასრულებს სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც შეიცავს:
1) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას კონსტიტუციური სარჩელის
მთლიანად (ნაწილობრივ) დაკმაყოფილების ან მისი არდაკმაყოფილები
შესახებ;
2) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას საერთო სასამართლოს ან
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული
ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის ან
კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დაუდასტურებლობის შესახებ;
3) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას პარლამენტის კონსტიტუციურ
წარდგინებაში აღნიშნული აქტის ან მისი ნაწილის კონსტიტუციასთან ან/და
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონთან
შეუსაბამობის თაობაზე ან შეუსაბამობის დაუდასტურებლობის შესახებ;
4) გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგებს.
სარეზოლუციო ნაწილის დიდ მნიშვნელობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ მასში
ჩამოყალიბებულია საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო პოზიცია
კონსტიტუციურ სარჩელთან (წარდგინებასთან) დაკავშირებით და გადაწყვეტილების
სამართლებრივი შედეგები.
6. საქართველოს საკ სასამართლოს მოსამართლის სტატუსი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თანამდებობაზე განწესდება
10 წლის ვადით. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილების 10-
წლიანი ვადის ამოწურვისთანავე შეუწყდება უფლებამოსილება. უნდა აღინიშნოს,
რომ მოცემული ნორმა 2016 წლამდე განსხვავებულ რედაქციას ითვალისწინებდა.
კერძოდ, ნორმა ადგენდა, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
უფლებამოსილების ვადა მთავრდებოდა იმ დროს, როდესაც იგი მონაწილეობდა
საქმის განხილვაში, უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდებოდა საქმის საბოლოო
გადაწყვეტამდე.
2016 წელს ჩამოყალიბებული ახალი რედაქცია საკონსტიტუციო სასამართლოში
იქნა გასაჩივრებული იმ მოტივით, რომ სადავო ნორმა შეიცავდა საკონსტიტუციო
სამართალწარმოების შეფერხების რეალურ და მნიშვნელოვან რისკებს, რადგან
არსებობდა შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის
უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების
მხრიდან ვერ მოხერხებულიყო მისი დროული ჩანაცვლება. შესაბამისად,
მოსარჩელეთა მოსაზრებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ წევრს
უფლებამოსილება უნდა გაგრძელებოდა ახალი წევრის არჩევამდე. მოსარჩელე ასევე
მიიჩნევდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელიც
სათათბირო ოთახშია გასული, უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, დაესრულებინა
მიმდინარე საქმეები, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში 9
წევრის განსაზღვრა გულისხმობდა კონკრეტულ საქმესთან მიმართებით 9-
წევრიანი პლენუმის მიერ საქმის განხილვას, რაც სასამართლოში მოსამართლეთა
გადაჭარბებული რაოდენობით მიღებას გამორიცხავდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციით
გათვალისწინებული უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა წარმოადგენს
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების დაცვის ინსტიტუციურ გარანტიას.
აუცილებელია, უზრუნველყოფილი იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
მიერ უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა 10-
წლიანი ვადის ფარგლებში. აღნიშნული გარანტია კრძალავს პირის
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ განწესებას უფრო ნაკლები ვადით,
ამ ვადაში უფლებამოსილების განხორციელებისთვის ხელშეშლას და
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე.
ამავე დროს, სასამართლოს განმარტებით, უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის
მკაცრი დაცვის შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას ზოგადად,
საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის
გამართულ ფუნქციონირებას. კერძოდ, შესაძლებელია, საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ,
შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ვერ მოხერხდეს მისი დროული
ჩანაცვლება. აღნიშნული პროცესის დაყოვნება ხშირად განპირობებულია
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების თანამდებობაზე განწესების წესის
სპეციფიკით. ამ პროცესში მონაწილე ორი ორგანო – საქართველოს პარლამენტი და
საქართველოს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას იღებენ კოლეგიურად,
კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების
კვორუმით და შესაძლოა, არსებობდეს შემთხვევები, როდესაც საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრის კანდიდატურაზე შეთანხმებამ დიდი დრო მოითხოვოს და
ვერ განხორციელდეს შესაბამის ვადებში. ასეთ პირობებში არსებობს რისკი, რომ
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი დროულად ვერ ჩანაცვლდეს და
მოსამართლეთა სათანადო რაოდენობის არარსებობის გამო, საკონსტიტუციო სასამართლომ
ვერ განახორციელოს მასზე კონსტიტუციით დაკისრებული
უფლებამოსილება და ვიდრე არ მოხდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების
მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ჩანაცვლება, საფრთხე ექმნება
სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის არსებობას, რაც, თავის
მხრივ, ეჭვქვეშ აყენებს პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის
პირველი პუნქტით გარანტირებული უფლებით სარგებლობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა
ორგანული კანონის მე-18 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც
ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების
შეწყვეტას 10-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისმა
სახელმწიფო ორგანომ კანონით დადგენილ ვადაში არ აირჩია/დანიშნა ახალი
წევრი და ეს სათანადო კვორუმის არარსებობის გამო შეუძლებელს ხდის
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უფლებამოსილების
განხორციელებას.
აქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლით განსაზღვრულია როგორც საერთო
იურისდიქციის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის სტატუსი და
სამართლებრივი დაცვის გარანტიები. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,
მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის
პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო
ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა საკონსტიტუციო სასამართლოს
თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ საკონსტიტუციო
სასამართლო არ მისცემს თანხმობას, თავისუფლებაშეზღუდული
მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს
დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრი.საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში
მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების შესახებ თანხმობის მიცემის შემთხვევაში,
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება შეჩერდება
სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
თუ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიმართ გამამართლებელი განაჩენი
გამოვიდა ან მარეაბილიტირებელ საფუძველზე საქმე შეწყდა, საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრის უფლებამოსილება აღდგება შესაბამისი გადაწყვეტილების
მიღების შემდეგ.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ
სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო და
პედაგოგიური მოღვაწეობისა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ასევე არ შეიძლება იყოს
პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ფიცს დადებს, იმ
დღიდან ის უნდა გადადგეს სხვა თანამდებობიდან ან შეწყვიტოს კანონით
აკრძალული საქმიანობა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ
იგი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა ან წელიწადში 3 თვის
განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ასრულებდა თავის მოვალეობას.
უფლებამოსილება ასევე შეუწყდება, თუ მან დაიკავა საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა კანონით
აკრძალულ საქმიანობას. შეწყვეტის საფუძველია ასევე, თუ მოსამართლემ დაარღვია
სათათბირო ოთახის საიდუმლოება ან ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი.
მოსამართლის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ასევე, თუ მან დაკარგა
საქართველოს მოქალაქეობა, სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა
ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო
ასევე, როდესაც მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში
შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
მოსამართლის სტატუსი შეუწყდება ასევე გარდაცვალების შემთხვევაში ან თუ
სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა
გარდაცვლილად.
ბუნებრივია, მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია ასევე
პირადი განცხადება თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე.
აბსტრაქტული ნორმათა კონტროლი
უპირველესია ის აღინიშნოს რომ თვითონ საკონსტიტუციო მართლმსაჯულება
ხორციელდება საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესით, შესაბამისად მას აქვს
რეპრესიული და სავალდებულო ხასიათს. ეს კონტროლი შეიძლება განხორციელდეს
კონკრეტულად ან აბსტრაქტულად. აბსტრაქტულზე რომ ვთქვათ, ამ დროს განიხილება ის
საქმეები, რომლებიც კონკრეტული გარემოებების გამო,კანონის არაკონსტიტუციურობაზე
იქნა წამოწყებული. იმისთვის რომ დაიწყო აბსტაქტული ნორმათა კონტროლი საჭიროა
სახეზე იყოს კონკრეტული პირების მიერ წარდგენილი სარჩელი რომელთა შორის არის:
პრეზიდენტი,
პარლამენტის წევრთა 1/5
და მთავრობა. ამას აბსტრაქტული ეწოდება რადგანაც ამ დროს ეს სამართალწარმოება არ
უკავშირდება ნორმის გამოყენებიდან გამომდინარე დავას კონკრეტულ დავას და
შესაბამისად არ მოსარჩელის ინტერესების დაცვას.თვითონ ეს აბსტრაქტული კონტროლი
იმითიც არის მნიშვნელოვანი რომ მას გააჩნია დაცვითი ფუნქცია. ეს გამოიხატება
მართლწესრიგის უზრუნველყოფაში.რაც შეეხება ამასთანავე აბსტრაქტულ ნორმათა
კონტროლს აქვს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სიცხადის უზრუნველყოფის
ფუნქცია.რადგანაც ამის საშუალებით უფრო გასარკვევი ხდება
კონსტიტუციურსამართლებრივ საკითხი. აქ ისიც უნდა აღინიშნოს რომ სამართალწარმოების
წარმართვა ძირითადად მოსარჩელეზეა დამოკიდებული, რადგანაც მის მიერ სასარჩელო
მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საქმის
შეწყვეტას. თუმცაღა საკონსტიტუციო სასამართლოს მაინც აქვს ამის გაგრძელების
უფლებამოსილება, რათა მოახდინოს
ძირითადი უფლებების
უზრუნველყოფა.
აბსტრაქტული ნორმათკონტროლის დროს მოპასუხედ გვევლინება ის ორგანო, რომლის
ნორმატიული აქტიცაა გასაჩივრებული. ამ დროს დავის საგანი ორნაწილიანია რაც მოიცავს:
1. სადავო ნორმა
2.კონსტიტუციის ნორმა, რომელთან მიმართებაშიც მოწმდება სადავო ნორმის
კონსტიტუციურობა.
მოსარჩელეებს შეუძლიათ რომ გაასაჩივრონ ნებისმიერი ის აქტი რომელიც ძალაშია შესული.
რომელიც მოქმედებს. ამასთანავე საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არ აქვს,
იმსჯელოს მთლიანად კანონის
ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან
წარდგინების ავტორი ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის მხოლოდ
რომელიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
უნდა აღინიშნოს ისიც რომ აბსტრაქტული ნორმათკონტროლისას სადავო ნორმა შეიძლება,
შემოწმდეს როგორც როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კუთხით.
ფორმალური კონტროლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს
ნორმატიული აქტების მიღების, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების
მხოლოდ იმ წესების დაცვას, რაც დადგენილია კონსტიტუციით. საკონსტიტუციო
სასამართლო მატერიალური კონტროლის ფარგლებში ამოწმებს
სადავო ნორმის შინაარსის კონსტიტუციურობას. ამ დროს მხედველობაში მიიღება
ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა, არამედ მასში გამოხატული
ნამდვილი აზრი და მისი გამოყენების პრაქტიკა, ასევე იმ კონსტიტუციური ნორმის
არსი, რომლის მიმართაც ის არის გასაჩივრებული.
7. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილენი საქართველოში
პირველ რიგში უნდა ითქვას, ის რომ ფართო ზოგადად, მონაწილე შეიძლება
უწოდოთ, როგორც მოსარჩელეს და მოპასუხეს, ასევე, სამართალწარმოების
პროცესში მონაწილე ნებისმიერ სხვა სუბიექტს, აქ შეიძლება ადვოკატიც მოვიაზროთ.
კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს მონაწილეებს და მათ უფლებამოვალეობებს. მათ შორის არიან:
1) მხარეები -მოპასუხე და მოსარჩელე რომელიც შეიძლება იყოს პირი და ორგან
2) წარმომადგენლები-ანუ პირები რომლებსაც მოსარჩელეებმა და მოპასუხეებმა
გადასცეს თავისი უფლებამოსილება. ამ შემთხვევაში გვაქვს სავალდებულო
დანიშვნის წესიც, რადგანაც წარმომადგენლის დანიშვნა მაშინაა სავალდებულო, თუ
კონსტიტუციური სარჩელის შემტანი პირების რაოდენობა ორზე მეტია, ასევე თუ
კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების ავტორი პენიტენციურ
დაწესებულებაშია მოთავსებული.
3) შემდეგი არიან, მხარეთა ინტერესების დამცველები- ანუ ადვოკატები, მათ უნდა
ჰქონდეთ შესაბამისი იურიდიული განათლება და მათი დანიშვნის უფლება აქვს
როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს.
კონსტიტუციურ წარდგინების მონაწილეებზე თავისებურება გვაქვს, რადგანაც,
წარდგინებებს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს წარდგინების
ავტორთა და მათ წარმომადგენელთა გარეშე. თუმცაღა, სასამართლო
უფლებამოსილია მოიწვიოს ავტორები, ან მოისმინოს მათი განმარტებები.
თითოეულ მონაწილეს ვალდებულება აქვს რომ მოიქცეს კეთილსინდისიერად და
სასამართლოს მიაწოდოს მართებული ცნობები.
ზემოთ ჩამოთვლილი მონაწილეები შეიძლება დაიყოს, როგორც სავალდებულო ისე
ფაკულტატურად.
სავალდებულო არიან რომელთა გარეშე საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა არ
შეიძლება. აქ შედიან მოსარჩელეები და მოპასუხეები. ასევე პროცესის სავალდებულო
მონაწილეები არიან მხარეთა წარმომადგენლებიც.
ფაკულტატიურს რაც შეეხება,ესენი არიან წარმომადგენლები ადვოკატები, მოწმეები,
ექსპერტები,თარჯიმნები. ფაკულტატიური შეიძლება უწოდოთ კონსტიტუციური
წარდგინებების ავტორებსაც. რადგანაც საქმის არსებითად განხილვაში მათი
უშუალო მონაწილეობის აუცილებლობას, კანონმდებლობა არ
ითვალისწინებს.სამართალწარმოების ფაკულტატური მონაწილეები არიან ასევე,
თანამდებობის პირებიც, რომელთა მიმართაც საკონსტიტუციო სასამართლო
იხილავს კონსტიტუციის დარღვევის საკითხს.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერ შემთხვევაში მოპასუხეები ზუსტად არ არიან
ჩამოთვლილნი, ესენი შეიძლება იყვნენ:
სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის თაობაზე დავის შემთხვევაში- აქ
მოპასუხეა ის სახელმწიფო ორგანო, რომლის ნორმატიულმა აქტმაც, მოსარჩელის
აზრით, გამოიწვია მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევა.
ასევე, საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების კონსტიტუციურობის
საკითხის დადგენისას, რომელიც არ ექვემდებარება რატიფიცირებას, აქ მოპასუხეა
საერთაშორისო ხელშეკრულების თუ შეთანხმების დამდები პირი.
მონაწილეები ასევე შეიძლება იყვნენ:
კონსტიტუციური წარდგინების ავტორები.
თანამდებობის პირი, რომლის მიმართაც საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს
კონსტიტუციის დარღვევის საკითხს.
მოწმე. რადგანაც ეს არის პირი, რომლისთვისაც ცნობილია საქმესთან
დაკავშირებული რაიმე გარემოება. მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია საქმეზე
მტკიცებულებების მოსაპოვებლად და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.
ასევე, ექსპერტი, სპეციალისტი.ესენი საკონსტიტუციო სამართალწარმოების ხშირი
მონაწილეები არიან. მოწვევა სასამართლოს შეუძლია მხარეთა მოთხოვნის
საფუძველზეც. სპეციალისტის ან ექსპერტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში
საკონსტიტუციო სასამართლო მოისმენს საქმეში მონაწილეთა აზრს სპეციალისტთა
ან ექსპერტთა დაუსწრებლად საქმის განხილვის შესაძლებლობის თაობაზე და
ადგილზე მოთათბირებით წყვეტს საკითხს განხილვის გაგრძელების ან საქმის
განხილვის გადადების შესახებ.
8. საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

კონსტიტუციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წევრთა
არანაკლებ ერთი მეხუთედის ან შესაბამისი პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ
პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხს.პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის
კონსტიტუციურობის შემოწმება უკავშირდება შესაბამისი პირის სუბიექტურ სამართლებრივ
პოზიციებს. საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წევრის მიერ
საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების კონსტიტუციური გარანტიის
განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისაგან
დაცვას.საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, დემოკრატია არა მხოლოდ
სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, არამედ ამომრჩევლის ნების
სრულყოფილ აღსრულებასაც, რაც დემოკრატიის ბუნებრივი გაგრძელებაა.დემოკრატიის
პრინციპი პოლიტიკური ოპოზიციის უფლებების დაცვას გულისხმობს.
უმცირესობის წევრების უფლებამოსილების არცნობა ან შეწყვეტა თავისთავად
აზიანებს არა მხოლოდ მათ, არამედ მთლიანობაში ოპოზიციის ინტერესებს.
საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა იძლევა უმცირესობის დაცვის
შესაძლებლობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის კონტექსტში, ძირითად მიზნად მიაჩნია მაღალი რანგის საჯარო
მოხელეთა ხელისუფლებისაგან ჩამოცილება ხელისუფლების სიჯანსაღის დაცვისა
და მისდამი ხალხის ნდობის შენარჩუნებისათვის, ხოლო დეპუტატის უფლებებისა
და ინტერესების დაცვას მეორეხარისხოვნად თვლის.
9. საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირება
დასაწყისში უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შედგება პლენუმისა და
ორი კოლეგიისაგან.
რაც შეეხება თვითონ თითოეული მათგანის შემადგენლობას: პლენუმში შედის ცხრავე წევრი,
ხოლო კოლეგიის შემადგენლობაში ოთხი წევრი.
კოლეგიის სხდომებს უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. ამ
კოლეგიის შემადგენლობას კი თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პლენუმი.
სასამართლოს ფორმირების წესები მოწესრიგებულია კონსტიტუციით და რამოდენი
საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით.
განსხვავებულია მოსამართლეთა დანიშვნის წესი სხვადასხვა ქვეყნაში, მაგალითად
ავსტრიაში, კონსტიტუციის თანახმად, მოსამართლეებს
თანამდებობაზე ნიშნავს პრეზიდენტი, თუმცა კანდიდატებს წარადგენს
ფედერალური მთავრობა და პარლამენტის პალატები.
ჩვენთან რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისგან შედგება.
უნდა ითქვას, რომ საქართველოში საკონსტიტუციო
სასამართლოს ფორმირებაში ხელისუფლების სხვადასხვა შტო მონაწილეობს. ამის
მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ, ის რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 9
მოსამართლიდან 3-ს ნიშნავს პრეზიდენტი, 3-ს
სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი,
ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.
ამ უფლებამოსილებების მინიჭებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ახალი მოსამართლის
არჩევის წესიც, რადგანაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის
ამოწურვამდე
არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა უნდა დაინიშნოს საკონსტიტუციო
სასამართლოს ახალი წევრი, რომლის უფლებამოსილებაც იწყება მისი
წინამორბედის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე.
იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე
ადრე შეუწყდება, ამ ფაქტიდან არაუგვიანეს 20 დღისა
განწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი, რომლის
უფლებამოსილებაც იწყება მის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
10. საკონსტიტუციო სამართალწარმოების სტადიები საქართველოში
საკონსტიტუციო სამართალწარმოება ურთიერთკავშირში მყოფი
რამდენიმე სტადიისგან შედგება. თითოეული სტადია, დროის
კონკრეტულ მონაკვეთში, საკონსტიტუციო სასამართლოსა და
სამართალწარმოების მონაწილეების გარკვეული ქმედებების
ერთობლიობას წარმოადგენს. თითოეული სტადიის ფარგლებში
განხორციელებული ქმედებების მიზანი კონკრეტული სამართლებრივი
მდგომარეობების გადაწყვეტაა, საბოლოო ჯამში კი,
სამართალწარმოების სტადიების თანმიმდევრობა მიზნად ისახავს
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონკრეტულ საქმეზე საბოლოო
გადაწყვეტილების მიღებას და მის აღსრულებას.
საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე, ჩვენი
აზრით, შეიძლება გამოვყოთ საკონსტიტუციო სამართალწარმოების
შემდეგი სტადიები:
1) საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა;
2) კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების წინასწარი ფორმალური შემოწმება და
რეგისტრაცია;
3) კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის
გადაწყვეტა;
4) კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მომზადება;
5) სასამართლო განხილვა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ არის
უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით დაიწყოს სამართალწარმოება.
სამართალწარმოების დაწყება მხოლოდ კანონით განსაზღვრული
სუბიექტების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის
შემთხვევაშია შესაძლებელი. კანონმდებლობა მიმართვის ორ ფორმას
ითვალისწინებს. კერძოდ, მიმართვას კონსტიტუციური სარჩელით და
კონსტიტუციური წარდგინებით.
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის შემდგომი ეტაპია
კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების რეგისტრაცია, რეგისტრაციამდე კი,
საკონსტიტუციო სასამართლოს
უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ხდება კონსტიტუციური
სარჩელის ან წარდგინების და მათზე თანდართული საბუთების
ფორმალური (და არა შინაარსობრივი) მხარის შემოწმება.კანონმდებლობა არ აკონკრეტებს
თუ რას გულისხმობს საქმის
მასალების ფორმალური მხარის შემოწმებაში, თუმცა ცხადია, რომ ამ
შემთხვევაში საუბარია კონსტიტუციური სარჩელისა და
წარდგინებისათვის ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ”
კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ფორმალური მხარის დაცვის
შემოწმებაზე. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების რეგისტრაცია
მნიშვნელოვანი იურიდიული ფაქტია, რადგან სწორედ რეგისტრაციის
მომენტიდან იწყება კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების განხილვის
ვადის ათვლა.კანონმდებლობა ითვალისწინებს სამ შემთხვევას, რაც შეიძლება
მოჰყვეს საქმის მასალების ფორმალური მხარის შემოწმებას.
პირველი არის კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების
რეგისტრაცია. რეგისტრაცია უპირობოდ ხდება, როდესაც საქმის
მასალების ფორმალური მხარის შემოწმებისას არ გამოვლინდება რაიმე
სახის უზუსტობა.
მეორე არის ე.წ. ,,პირობითი” რეგისტრაცია. ,,პირობა” კი, იმაში
მდგომარეობს, რომ თუ საქმის მასალების შემოწმებისას, მათში
არაარსებითი, ფორმალური უზუსტობა აღმოჩნდა, კონსტიტუციური
სარჩელის/წარდგინების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ
საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით.
მესამე შემთხვევაა რეგისტრაციაზე უარი, რასაც ადგილი აქვს
საქმის მასალებში არსებითი, ფორმალური უზუსტობების აღმოჩენისას.
კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებული კონსტიტუციური
სარჩელი თუ წარდგინება, განურჩევლად იმისა გარკვეული პირობით
არის იგი რეგისტრირებული თუ უპირობოდ, დაუყონებლივ უნდა
გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელმაც
სარჩელი თუ წარდგინება სამი დღის განმავლობაში უნდა გადასცეს
კოლეგიის თავმჯდომარეს ან მოსამართლეს.
შემდეგი ეტაპია- კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების რეგისტრირების
მომენტიდან იწყება სამართალწარმოების ახალი სტადია.
სამართალწარმოების ეს ეტაპი მნიშვნელოვანია იმით, რომ სწორედ ამ
დროს ხდება კონსტიტუციური სარჩელის თუ წარდგინების არსებითად
განსახილველად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღება.კონსტიტუციური სარჩელის და
წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის
გადაწყვეტისას საკონსტიტუციო სასამართლო სადავო აქტის ან მისი
ნაწილის მოქმედების დროებით შეჩერების უფლებამოსილებით
სარგებლობს. თუმცა ამგვარად მას მხოლოდ განსაკუთრებულ
შემთხვევაში შეუძლია იმოქმედოს.
შემდეგია კონსტიტუციური სარჩელის და წარდგინების არსებითად
განსახილველად მიღებით იწყება სამართალწარმოების ახალი სტადია,
რომლის არსი კონსტიტუციური სარჩელის და წარდგინების არსებითად
განსახილველად მომზადებაა. კონსტიტუციური სარჩელის და წარდგინების არსებითად
განსახილველად მომზადებაში მთავარი როლი მომხსენებელ
მოსამართლეს აკისრია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პლენუმის განსჯად
საქმეზე მომხსენებელ მოსამართლეს ნიშნავს საკონსტიტუციო
სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო კოლეგიის განსჯად საქმეზე –
კოლეგიის თავმჯდომარე.
შემდეგია საკონსტიტუციო სამართალწარმოების ძირითადი სტადია
სასამართლო განხილვაა. ამ სტადიაზე საკონსტიტუციო სასამართლო
უშუალოდ კონსტიტუციურ სარჩელსა თუ წარდგინებაში დასმულ
საკითხებზე მსჯელობს და იღებს მათზე საბოლოო გადაწყვეტილებას.
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ რეალურად სწორედ ამ სტადიაზე
ხორციელდება კონსტიტუციური მართლმსაჯულება, ამ სტადიაზე ახდენს
საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო – საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლო მისი უფლებამოსილებების სრულ
რეალიზებას.
სასამართლო განხილვა, როგორც წესი, ტარდება ზეპირი
მოსმენით, თუმცა შესაძლებელია მისი ზეპირი მოსმენის გარეშე
ჩატარებაც. სასამართლოს სხდომის წარმართვაში მთავარ როლს სხდომის
თავმჯდომარე ასრულებს. პლენუმის სხდომაზე თავმჯდომარეობს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის
შემსრულებელი, ხოლო კოლეგიის სხდომაზე – კოლეგიის თავმჯდომარე
ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. კანონმდებლობა სწორედ მათ
აკისრებთ სხდომის წამყვანის ფუნქციის შესრულებას.
სასამართლო განხილვა მთელი რიგი პროცესუალური
მოქმედებების ერთობლიობაა. ჩვენი აზრით, აღნიშნული სტადიის
ფარგლებში შეიძლება გამოვყოთ:
1) სასამართლო განხილვის მოსამზადებელი ნაწილი;
2) საქმის არსებითად განხილვა;
3) გადაწყვეტილების მიღება და გამოცხადება.
11. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით მიღებული აქტების
კონსტიტუციურობა
საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს, თუ
რამდენად შეესაბამება კონსტიტუციის მოთხოვნებს სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან
ძირითადი უფლებების ესა თუ ის შეზღუდვა, აქედან გამომდინარე,
ოპტიმალური იქნება, რომ კომპეტენციას ვუწოდოთ „ძირითადი უფლებების
შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლი“.
უმჯობესია, აქცენტირება
მოხდეს არა მოსარჩელე სუბიექტების ნაწილზე, არამედ სარჩელის მიზანმიმართულებაზე,
რასაც კარგად გამოხატავს ტერმინი „ძირითადი უფლების დამცავი
კონსტიტუციური სარჩელი“.ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის
კონტროლი პრევენციულადაც
ზემოქმედებს სახელმწიფო ორგანოებზე, რათა მათ წინასწარ შეამოწმონ მისაღები
გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა.ძირითადი უფლებების შეზღუდვის
კონსტიტუციურობის კონტროლს აქვს ორმაგი
ფუნქცია - სუბიექტური და ობიექტური,ერთი მხრივ, ისინი სუბიექტური უფლებებია,
ხოლო მეორე მხრივ - კონსტიტუციის ობიექტური ფასეულობები.
ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლის მთავარი ფუნქცია
სუბიექტური უფლებების დაცვაა, ხოლო საკონსტიტუციო სამართლის განვითარება კი -
მეორადი.
საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების უფლების მქონე
სუბექტების წრე მოიცავს:
1) ფიზიკურ პირებს;
2) იურიდიულ პირებს;
3) სახალხო დამცველს
მოსარჩელეთა წრეს მიეკუთვნებიან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები,
არამედ სხვა ფიზიკური პირებიც, რომელთა უფლებები პოტენციურად შეიძლება
შეზღუდოს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებამ.
ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ ძირითადი უფლების დამცავი
კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება წარმოეშობა, თუ მას მიაჩნია, რომ მისი
უფლებები: 1) დარღვეულია, ანუ ის მსხვერპლია ან 2) შესაძლებელია, უშუალოდ
დაირღვეს, ანუ ის პოტენციური მსხვერპლია.მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ ის
მსხვერპლი ან პოტენციური მსხვერპლია.
საკონსტიტუციო
სასამართლო პრაქტიკაში დავის საგნად მიუთითებს ნორმატიული აქტის ან მისი
ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით
გათვალისწინებულ უფლებასთან ან უფლებებთან მიმართებით. დავის საგანი,
ორნაწილიანია: 1) სადავო ნორმა და 2) ძირითადი
უფლების (სავარაუდო) დარღვევა.
კონსტიტუციურ სარჩელში უნდა
მიეთითოს სადავო ნორმა, ასევე კონსტიტუციის ის ნორმები, რომლებიც,
მოსარჩელის აზრით, ირღვევა და ამის დამადასტურებელი
მტკიცებულებანი.საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს იურიდიული ძალის მქონე, ანუ
მოქმედი
ნორმის კონსტიტუციურობას. თუ ნორმა ჯერ არ ამოქმედებულა, ის ვერ ხელჰყოფს
ძირითად უფლებას. ამდენად, არ განიხილება პრევენციული კონსტიტუციური
სარჩელები ნორმატიული აქტების პროექტებთან დაკავშირებით.მოსარჩელე ვერ დააყენებს
სადავო ნორმის კონსტიტუციის ნებისმიერ დანაწესთან
შესაბამისობის საკითხს. შესაძლებელია აპელირება მხოლოდ იმ უფლების
დარღვევაზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით.
ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლის მასშტაბი არ
არის უშუალოდ რომელიმე საერთაშორისო სამართლებრივი აქტი. საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ კომპეტენციის ფარგლებში,
კონსტიტუცია არ იძლეოდა სადავო ნორმის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან
შესაბამისობის დადგენის შესაძლებლობას.„ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა
შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური
მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.“
. თანაზომიერების პრინციპი ეფუძნება იმ იდეს, რომ
სახელმწიფოს მოქმედება არ უნდა იყოს შეუზღუდავი და დაუსაბუთებელი.ის იცავს
ინდივიდს სახელმწიფოს თვითნებობისგან.თანაზომიერების პრინციპი არ უშვებს
სახელმწიფოს მხრიდან გადამეტებული
ზომების გამოყენებას. განსაზღვრულობის პრინციპი მოითხოვს სამართლის ნორმების ისე
ჩამოყალიბებას,
რომ მათმა ადრესატებმა აღიქვან სამართლებრივი მდგომარეობის არსი და
შესაბამისად იმოქმედონ.ა
განსაზღვრულობის პრინციპი მოითხოვს სამართლებრივი მდგომარეობის ნათლად
და გასაგებად ჩამოყალიბებას არა მხოლოდ ცალკეული პირებისთვის, არამედ
სამართალშემფარდებელი ორგანოებისთვისაც.ძირითადი უფლების დამცავი
კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს
სადავო ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას
საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების
მომენტიდან.

m12m's picture
m12m (m12m)
სხვა
რეგ. თარ: 2024/04/30
ბოლო შემოს: 2024/07/19 15:28:41
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1)აღსრულების საშუალებები
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ინდაქტის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ პირისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ მიიღოს ზომები ინდაქტის აღსასრულებლად. ასეთ შემთხვევაში ორგანოს შეუძლია გამოიყენოს: 1) სხვა პირისთვის ინდივიდუალური ადმინისტაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების დავალება; 2) ჯარიმა; 3) უშუალო იძულება. აღსრულების უზრუნველყო ფის საშუალებები გამოიყენება ერთი-მეორის შემდგომ სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია აირჩიოს ინდაქტის ყველაზე სწრაფი და ნაკლები დანახარჯებით შესრულებას და ნაკლებ ზიანს მიაყენებს საზოგადოებას და შესაბამის პირს. აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენება უნდა შეწყდეს ინდაქტის აღსრულებისთანავე.
2)დისკრეციული უფლებამოსილება

უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება არსებობს დისკრეცია ,,თუ’’ში განახორციელოს თუ არა რაიმე მოქმედება და დისკრეცია ,,როგორ’’ში. მაგ: პოლიციის უფლებამოსილებაა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, მოიცავს პოლიციის არჩევანს განახორციელოს თუ არა პოლიციური ღონისძიება. მაგრამ, როდესაც საფრთხე ექმნება პოლიციის კანონით დაცულ სიკეთეს- საზოგადოებრივ მართლწესრიგს ის ვალდებულია გაატაროს სათანადო ღონისძიება. ამ შემთხვევაში მისი არჩევნის თავისუფლება მოიცავს მისაღები ღონისძიების ერთ-ერთი სახის არჩევის შესაძლებლობას. ან როდესაც კანონი ადგენს დარღვევის მიმართ ჯარიმას 500 დან 1000 ლარამდე. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო თვთონ იღებს გადაწყვეტილებას ჯარიმის ოდენობის შესახებ.
შეცდომა დისკრეციულ უფლებამოსილებაში .როცა არ იყენებს სათანადოდ
როცა იყენებს და ფარგლებს სცდება
სცდება მიზნებს

3)ლიცენზია და ნებართვა.
ლიცენზია – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, განუსაზღვრელი ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით;

ნებართვა – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, ერთჯერადად ან/და გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი პირობების დაცვით;
4)სახელმწიფო პასუხისმგებლობის მექანიზმები
- 1) საჯარო მოხელეთა პასუხისმგებლობა-საჯარო მოხელე რომლის პასუხისმგებლობამაც გამოიწვია ზიანი, უშუალოდ არის პასუხისმგებელი ზიანის ანაზრაურებაზე; 2) სახელმწიფოს პასუხიმგებლობა-სახელმწიფო ვალდებულია, თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა საჯარო მოხელის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგებზე და ზიანის შემთხვევაში იკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება; 3) სოლიდარული პასუხისმგებლობა-საჯარო მოხელე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია ზიანი, სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
5)მიუკერძოებლობის პრინციპი
- მიუკერძოებლობა გულისხმობს იმას რომ გადაწყვეტილების მიღების პირი უნდა იყოს მიუკერძოებელი. მიუკერძოებლობის პრინციპი ეხება არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობის პირს, არამედ ნებისმიერ იმ თანამდებობის პირს ვისაც გავლენის მოხდენა შეუძლია გადაწყვეტილებაზე ან მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. როდესაც პირი იღებს გადაწყვეტილებას მას არ უნდა ქონდეს პირადი ინტერესი, არ უნდა არსებობდეს სხვა გარემოება რომელიც გადაწყვეტილებას მიკერძოებულს გახდის მაგ: თუ არის ნათესავი, იყო ექსპერტი.. ეს ეჭქვეშ აყენებს მიუკერძოებლობის საკითხს. ან თუ სარგებელს იღებს აქედან, ამ დროს ხდება აცილება. პირს შეუძლია აცილება მოითხოვოს გადაწყვეტილების მიღებამდე.
6) საჩივარ და მისი არსი
საჩივარი არის პირის უფლების დაცვის საშუალება. საჩივრის შეტანით პირს აქვს შესაძლებლობა დაიცვას მისი დარღვეული უფლება თუ მას მიაჩნია, რომ მისი უფლება დარღვეულია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. საჩივარი არის წერილობითი დოკუმენტი. საჩივრის რეკვიზიტებში უნდა ეწეროს თუ ვინ ასაჩივრებს; რას ასაჩივრებს; რომელ აქტს ასაჩივრებს; სად ასაჩივრებს ანუ რა მოთხოვნა აქვს.
7) ორგანიზაციულიუ მოწყობის ფორმები
საჯარო მმართველობის ორგანიზაციულ მოწყობაში მნიშვნელოვანია კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს ნების ფორმირების პროცესი. მონოკრატიულად მოწყობილი დაწესებულების ნებას განსაზღვრავს ერთი ადამიანი. კოლეგიური ორგანოს შემთხევაში გადაწყვეტილება მიიღება თანასწორუფლებიანი, უფლებამოსილი პირების უმრავლესობის ნების საფუძველზე. ასევე საჯარო მმართველობას აქვს ორგანიზაციული მოწყობისა და საქმიანობის სამართლებრივი ფორმების არჩევანის თვაისუფლება. ასევე ორგანიზაციული მოწყობის კერძო სამართლებრივი ფორმები განსაზღვრულია კერძო სამართალში. ხოლო ადმინისრაციული სამართალი არ შეისწავლის ორგანიზაციული მოწყობის კერძო-სამართლებრივ ფორმებს.

8)რეალ აქტის და ინდ აქტის გამიჯვნა
ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ახდენს საკანონმდებლო მოწესრიგების ინდივიდუალიზაციას და კონკრეტიზაციას. ინდაქტის მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობა იმაში ვლინდება რომ ის არის კანონის მოთხოვნების ცალკეულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირებზე გავრცელების საშუალება; ინდაქტის გამოცემა აძლევს უფლებას მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს აღასრულოს ეს აქტი; ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ინდაქტის გამოცემის მიზნით.
რეალაქტი არის ისეთი საჯარო-სამართლებრივი რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლის ან შეწყვეტისკენ, არამედ - ფაქტობრივი შედეგის დადგომისკენ. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ქუჩების დალაგება დასუფთავება, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება...
9) წარმოების სახეები და პრინციპები
სახეები:- გვაქვს წარმოების სამი სახე: მარტივი, ფორმალური და საჯარო.
თუ კანონი არაფერს ამბობს ამის შესახებ ტარდება მარტივი თუ მითითებულია ის რაც მითითებული ფორმა იქნება.წარმოების მთავარი სახე არის მარტივი წარმოება, რომელსაც ეფუძნება ფორმალურიც და საჯაროც. ფორმალური წარმოება იგივეა რაც მარტივი თუმცა ემატება ის რომ აქ ადმინისტრაციული ორგანო დოკუმენტთან ერთად ზეპირ ფორმასაც იყენებს და უსმენს მხარეებს .აქ სახეზე არის დაპირისპირებული ინტერესებ. საჯარო აქ საკითხი სცილდება ვინმეს ინტერეს და ეხება საზოგადოების ყველა წევრს აქ პირთა წრე განუსაზღვრელია და დოკუმენტებთან ერთად ზეპირი მოსმენაც გამოიყენება ასევე ფორმალურის დროს თვითონ ორგანო ვალდებულია ყველა დაინტერესებული მხარე ჩართოს ეს გრძელდება 1 დღე და არის საჯარო ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ წარმოების სწორი სახე გვქონდეს შერჩეული და ვიცოდეთ როდის რომელს ვიყენებთ.

10) ინდ აქტის აღსრულების მექანიზმები

1)მატერიალურ სამართლებრივი ფუნქცია-კონკრეტიზირება; 2)აღსრულება- სამართლებრივი ანუ ინდაქტი თავად უნდა აღსრულდეს. აუცილებლად არა მარტო უნდა გამოიცეს არამედ უნდა აღსრულდეს კიდეც; 3) წარმოება- წარმოების შედეგები ყოველთვის არის ინდაქტის გამოცემა, წარმოება თვითონ არის ინდივიდუალური პროცესი. 4) საპროცესო-სამართლებრივი ეს უკვე სასამართლოში გადადის და ნიშნავს იმას, რომ სასამართლოში გასაჩივრებას ვახდენთ ინდაქტის საშუალები თ.

11)კანონიერი ნდობა აქტის ბათილობისას

კანონიერი ნდობის პრინციპი გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან, რომელიც კრძალავს ისეთ მმართველობით საქმიანობას, რომელიც თავის მხრივ კანონიერია, მაგრამ იწვევს მისი ადრესატის კანონიერი ნდობის გაცრუებას. ადმინისტრაციულ სამართალში კანონიერი ნდობის პრინციპი უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით აადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების ინსტიტუტს და ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას. სზაკ-ის მე60 მუხლის თანახმად დაუშვებელია აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს სამართლებრივი აქტის მიმართ. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი.

12)აქტის ბათილად და ძალადაკარგულად ცნობა

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან
არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით
დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

13) ინკვიზიციურობა

ინკვიზიცია – სასამართლოს უფლება აქვს თვითონ განსაზღვროს მტკიცების საგანი და გამოითხოვოს მტკიცებულებები. ინკვიზიციის მეშვეობით ხდება ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კანონშესაბამისობაზე კონტროლი.
14)თანაზომიერების პრინციპი
თითოეული შემზრუდველი ხასიათის ღონისძიება უნდა იყოს თანაზომიერი. ეს პრინციპი კრძალავს მმართველობითი ღონისიების ადრესატის შეუსაბამო შეზღუდვას. ეს გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპიდან, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის შეზრუდვა იმდენად არის დასაშვები, რამდენადაც ის საჯარო ინტერესების დაცვის გარდაუვალი საშუალებაა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის თანაზომიერება დგინდება შემდეგი გზით: ა) უნდა დადგინდეს სახელმწიფოს მიერ მისარწევი მიზანი; ბ) უნდა შემოწმდეს მიზნისა და საშუალების შესაბამისობა, ანუ რამდენად ხდის საშუალება შესაძლებელს მიზნის მიღწევას; გ) უნდა შემოწმდეს შესაფერისი ღონისძიების აუცილებლობა, ანუ არის თუ არა ეს ღონისძიება ყველაზე ნაკლები ზიანის მატარებელი როგორც საზოგადოების, ისე ადრესატისთვის; დ) უნდა დადგინდეს ინდ. აქტიტ გამოწვეული უფლების შეზღუდვა არის თუ არა პროპორციულ დამოკიდებულებაში შეზღუდვის მიზანთან.

15)საჯარო მმართველობის ფუნქციები

1)კანონის აღსრულება- ანუ მისი პრაქტიკაში გამოყენება მაგ:როდესაც პარლამენტმა გამოუშვა რაიმე კანონი ეს კანონი შემდეგ გადაეცემა აღსრულების ორგანოს. აღმასრულებლის ფუნქცია კანონის აღსრულებაში მდგომარეობს იმაში, რომ მან თავისი აქტიური ქმედებით უნდა აამუშაოს ეს კანონი.
2)ძირითადი უფლებების განხორციელება- ამ უფლებების კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა ევალება სახელმწიფოს, ანუ სახელმწიფომ უნდა დაუჭიროს მხარი რომ ადამიანებმა შეძლონ მათი უფლებების რეალიზაცია ანუ მათი განხორციელება.
3)წესრიგი, დაცვა მომსახურება- მომწესრიგებელი ნიშნავს როდესაც საჯარო მმართველობის სუბიექტი რაღაცა საკითხს ან რაღაცა სახის ურთიერთობას აწესრიგებს მაგ:ნებართვებზე ლიცენზიებზე და სხვა. მომსახურების საჯარო მმართველობა გულისხმობს ყველა შესაძლო მომსახურების გაწევას საზოგადოებისთვის, რომელიც შეიძლება მას დასჭირდეს. ეს არის ისეთი ტიპის მომსახურებები რომლებსაც სხვისგან ვერ მივიღებთ მაგ:სკვერები, პარკები და სხვა.

16)ინფორმაციის სახეები

საჯარო და საიდუმლო ინფორმაცია
საიდულო ინფორმაციასი შედის პერსონალური მონაცემები პროფესიული საიდუმლოება,კომერციული საიდუმლოება, სახელმწიფო საიდუმლოება.
პროფესიულ საიდუმლოებას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისათვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას
კომერციული საიდუმლოება – ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.

საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით.

17) ადმინისტრაციული დაპირება და ინდ აქტს შორის განსხვავება

ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ად ორგანოს წერილობითი დოკუმენტი რომელიც ადასტურებს რომ მოცემული მოქმედება განხორციელდება რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი

ინდ აქტი არის აღმასრულებელი ფუნქციების მიერ გამოცემული კონკრეტული სამართლებრივი აქტები გადაწყვეტილებები რომლებიც ატარეებს კონკრეტულ ხასიათს მას ჰყავს კონკრეტული ადრესატი ის აწესრიგებს კონკრეტული ქცევის წესს კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში და რაც მთავარია ინდ აქტს ყოველთვის მოჰყვება სამა რთლებრივი შედეგი

m12m's picture
m12m (m12m)
სხვა
რეგ. თარ: 2024/04/30
ბოლო შემოს: 2024/07/19 15:28:41
კონტაქტი - ყველა კომენტარი

შესაძლოა მამას ჰქონდეს თბილისის მერიისგან ძიანის ანაძღაურების მოთხვოვნის უფლება

II ნოემია: საქართველოს ზოგადი ადმისნისტრაციული კოდექსის 208 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი.

III სუბსუმცია: საქართველოს ზოგადი ადმისნისტრაციული კოდექსის 208 მუხლის 3 ნაწილის უნდა შესაბამებოდეს ფაქტობრივი გარემოება რომ მოხდეს ზიანის ანაზღაურება
მუნიციპალიტეტი ანუ უფლება მოსილი დელგირებული პირი საქმის ფაქტობრივი გარემოებიდან დელეგირებული პირი არის შპს რომელიც ასრუელბს სამსახურობრივ მოვალეობის შესრულების პროცესი- შპს აშენებს ამ კონკრეტულ ატრაქციონებს რომელიც მისთვის დაკისრებულუ უფლება მოვალეობას ასრულებს აშენებასთან ერთად მისი მოვალეობა რომ უსაფრთხოების ნორმები იქნეს დაცული საქმის კონკრეტულ შემთხვევაში ჩანს რომ უბედური შემთხვევა მოხდა გაუფრთხილებლობიდ. მიზეზობრივი კავშირი გაუფრთხილებლობაზე მიგვითითებს ის ფაქტობირივი გარემოება რომ შპს ვალდებული იყო შეემოწმებინდა და დაეცვა უსაფრთხოების ნორმები ჯაჭვის გაუმართაობაც ზუსტად ამ ნორმებში შედის აქედან გამომდინარე მიზეზობრივი კავშირი პირდაპირ მიგვითითებს შპს დაუდევრობაზე.

IV დასკვნა საქართველოს ზოგადი ადმისნისტრაციული კოდექსის 208 მუხლის 3 ნაწილის მამას შეუძლია თბილისის მერიისგანბ ზიანის ანაზღაურების მოთხვონის უფლება. ფაქტობრივად მამა შპსს ზემოდგომ ორგანოს თბილისი მერიას საჩივრით მიმართავს რომელიც რეალაქტის ატრაქციონების მოწყობის არასათანადო განხორცილებისკენ იყო მიმართული საივარი განხილვისას დასაშვებობა ანუ ფორმალუ ნაწული უნდა იყოს დაცუი ვადა, დაინტერესებული მხარე, ზემდგომ ორგანოშია გასაჩივრებული. რაც შეეხება კანონიერების შემოწმებას საჩივარი კანონიერი და მისი შემოწმება აღარ არის საჭირო რადგან აკმაყოფულებს ყველა კრიტერიუმს და ასევე აღარ არის საჭირო ზედმეტი ნორმების მოძიება რადგან საჩივარი არის მხოლოდ ზიანის ანაზღაურებაზე. ამიტომაც 208 მულხი 3 ნაწილის მიხედვით თბილის მერიას დაეკისრება ზიანის ანაზღაურება.